10 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის მოწვეული სტუმარი ალექს პუანდრონი  გამართავს საჯარო ონლაინლექციას თემაზე: „ზეგავლენის გამომწვევი პროცესები“.

ლექციის თემა

სამყაროს თუ დავაკვირდებით, იქნება ეს ნაწილაკები, გენები თუ ეკონომიკური აგენტები, ვნახავთ, რომ ის შედგება ურთიერთმოქმედი კომპონენტებისგან. კომპლექსური სისტემების თეორია სწავლობს, როგორ წარმოქმნიან ლოკალური ინტერაქციები გლობალურ დინამიკას, რაც შეგვიძლია ქსელურ პერსპექტივაში გარდავქმნათ. ეს საშუალებას გვაძლევს გამოვიკვლიოთ ისეთი საკითხები, როგორებიცაა: როგორ აყალიბებს ინდივიდუალური ქცევა ეკონომიკურსა და სოციალურ მოვლენებს? შეუძლია თუ არა ინდივიდს მასობრივი არეულობის გამოწვევა ან/და ერთ დაავადებულ პაციენტს მთელი სოციუმის დასნეულება? როგორ განაპირობებს ქსელის სტრუქტურა დაავადების გავრცელების სისწრაფეს. ანალოგიურად, სოციუმის სტრუქტურის მიხედვით როგორ ვრცელდება საზოგადოებაში ესა თუ ის თვალთახედვა, რამდენად სწრაფად ან ნელა იღებს ახალ ტექნოლოგიებს და ა. შ.

ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები

  • უწყვეტი აზრის განახლება – ზეგავლენის მოდელი უწყვეტი სახის აზრებით: French/DeGroot-ის მოდელი. მიიღწევა თუ არა კონსენსუსი და გარდაუვალია თუ არა მისი მიღწევა? თუ კი, რამდენი დროა ამისათვის საჭირო;
  • ეპიდემიური ქსელები – ეპიდემიების გავრცელება ძირითადად დამოკიდებულია ორ პარამეტრზე – პათოგენური აგენტების ინფექციურობასა და ქსელის სტრუქტურაზე;
  •  ერთი არჩევანის ბარიერული მოდელები – ზეგავლენის მოდელების კონკრეტული შემთხვევის წარმოდგენა;
  • გარე თამაშები ქსელები – Ballester et al.-ის მოდელის წარდგენა;
  • დანაშაულებრივი ქსელები – დისკრეტული ბინარული აზრის დინამიკა. ცვლადი აზრის მოდელები განსაკუთრებით გამოსადეგია ბიოლოგიური ფენომენების, გენების ინტერაქციების, დაავადებისგან გამოჯანმრთელების, აჟიტირება/დათრგუნვის და ა.შ. პროცესების ანალიზისთვის.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე – https://cutt.ly/Yki2kRT

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 10 თებერვალი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: Zoom (დარეგისტრირებული ადამიანები ბმულს მიიღებენ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო ი-მეილზე)