არქიტექტურა – BTE

ტექნოლოგიის სკოლა

საბაკალავრო პროგრამები

არქიტექტურა

პროგრამა შემუშავებულია 2011 წელს და განახლებულია 2022 წელს. პროგრამის განახლება შესაძლებელია ყოველი სასწავლო წლის დაწყებამდე, სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით.

არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის მისიაა წვლილი შეიტანოს საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში შექმნილი გარემოს მეშვეობით.

პროგრამა დაბალანსებულია თეორიული და პრაქტიკული კომპონენტებით და ახდენს შემოქმედებითობის და ინტელექტუალური უნარების სინთეზს. მასში გამოყენებული სტუდიური მუშაობის პრინციპზე დაფუძნებული სწავლება ემსახურება სტუდენტების შემოქმედებითი და კრიტიკული იდეების ხორცშესხმას და მათი ბაზისური არქიტექტურული უნარების განვითარებას. პროგრამაში ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ინტერდისციპლინურ მიდგომებს.

არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის მისიაა წვლილი შეიტანოს საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში შექმნილი გარემოს მეშვეობით.

პროგრამა დაბალანსებულია თეორიული და პრაქტიკული კომპონენტებით და ახდენს შემოქმედებითობის და ინტელექტუალური უნარების სინთეზს. მასში გამოყენებული სტუდიური მუშაობის პრინციპზე დაფუძნებული სწავლება ემსახურება სტუდენტების შემოქმედებითი და კრიტიკული იდეების ხორცშესხმას და მათი ბაზისური არქიტექტურული უნარების განვითარებას. პროგრამაში ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ინტერდისციპლინურ მიდგომებს.

არქიტექტურის პროგრამის მიზანია, მოამზადოს პასუხისმგებლიანი და კონკურენტუნარიანი დარგის სპეციალისტი, რომელიც:

  • აღჭურვილი იქნება არქიტექტურის ძირითადი კონცეფციების, განვითარების ისტორიის და ტენდენციების, ასევე არქიტექტურასთან დაკავშირებული სფეროების შესახებ ფართო ცოდნით;
  • შეძლებს პროექტირების და მშენებლობის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას;
  • ექნება უნარი საჭიროების გათვალისწინებით მოახდინოს პრობლემის/ამოცანის განსაზღვრა, გადაწყვეტილების მიღება, და არქიტექტურული პროექტის შემუშავება ზედამხედველობის ქვეშ, ესთეტიკური, ფუნქციური, ტექნიკური ასპექტების და პროფესიული ეთიკის მოთხოვნების გათვალისწინებით;
  • განვითარებული ექნება თანამედროვე პროფესიულ სფეროში შესვლისთვის საჭირო ინტერპერსონალური და პროფესიონალური უნარ-ჩვევები.

პროგრამის ძირითადი მიმართულებაა პროექტირების მენეჯმენტის, სამოქალაქო ინჟინერიის, ქალაქგეგმარების, მხაზველობითი გეომეტრიის, ინტერიერის დიზაინის, ხელოვნებისა და ფოტოგრაფიის შესწავლა. სტუდენტი სასწავლო პროცესის განმავლობაში ასევე ეუფლება შემდეგ მიმართულებებს: არქიტექტურული ფორმების შესწავლა, ლანდშაფტის დიზაინი, ხატვას ფერწერა და სხვადასხვა სტილის ნახაზების შესრულება.

კურსდამთავრებული/კურსდამთავრებულს:

  • ავლენს ისტორიული და თანამედროვე არქიტექტურის ძირითადი იდეების, მიმართულებების და მნიშვნელოვანი ფიგურების შესახებ ფართო ცოდნას და შეუძლია მათი კრიტიკული გააზრება;
  • აცნობიერებს სოციალურ-კულტურულ, ქალაქთმშენებლობით, არქიტექტურულ ფასეულობებს და კონტექსტებს, ასევე, გარემოს დაცვასა და არქიტექტურულ მემკვიდრეობაზე პასუხისმგებლობებს;
  • წინასწარგანსაზღვრული მითითებების შესაბამისად, შეუძლია ინფორმაციის კრიტიკული ანალიზი, კვლევა და დაპროექტების თეორიისა და მეთოდების ზოგიერთი უახლესი ასპექტის გამოყენებით ორიგინალური არქიტექტურული პროექტის შესრულება (ესკიზიდან-რეალურ პროექტამდე), ფუნქციური და ესთეტიკური მიდგომების გათვალისწინებით;
  • აცნობიერებს საზოგადოებრივ მოთხოვნებს, დამკვეთისა და მომხმარებლის ინტერესებს, არქიტექტურის პროფესიის როლსა და მნიშვნელობას არქიტექტურული პროექტზე მუშაობის ყველა ეტაპზე;
  • იაზრებს და ითვალისწინებს შენობა-ნაგებობის სისტემებთან დაკავშირებულ სტრუქტურებს, მასალებს, კონსტრუქციებს, სამშენებლო პროცესებს, ტექნოლოგიებსა და სხვა საინჟინრო საკითხებს; ახდენს მათ ინტეგრირებას სხვადასხვა სირთულის/მასშტაბის საპროექტო დავალებაში;
  • არქიტექტურული პროექტის შემუშავების, წარდგენისა და განხილვისას იყენებს ელექტრონულ, გრაფიკულ, მაკეტირების, ვერბალურ, წერით, მულტიმედიურ მეთოდებს;
  • პროექტირების პროცესის დროს, პროფესიული ეთიკის გათვალისწინებით, მუშაობს ინდივიდუალურად ან გუნდში და აქვს განვითარებული ინტერპერსონალური უნარები;
  • განსაზღვრავს ინდივიდუალურ სასწავლო საჭიროებებს და გეგმავს საკუთარ პროფესიულ განვითარებას.
  • ლექცია და სემინარი;
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა;
  • პრაქტიკული მუშაობის მეთოდი;
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება;
  • სტუდიური მუშაობა – საპროექტოში პრაქტიკული მუშაობა;
  • მოდელირება;
  • პროექტი;
  • ლაბორატორიული სამუშაოები;
  • საველე სამუშაოები;
  • სუპერვიზია;
  • შემთხვევის ანალიზი და სხვა.

შენიშვნა: პროგრამაში გამოყენებული სწავლების მეთოდები დაკონკრეტებულია შესაბამისი კურსების სილაბუსებში/კონცეფციებში..

კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს:

  • სახელმწიფო და/ან კერძო არქიტექტურულ/სამშენებლო სახელოსნოში/ბიუროში;
  • სამშენებლო კონპანიებში;
  • კურსდამთავრებულს ასევე შეუძლია სწავლის გაგრძელება სამაგისტრო საფეხურზე.

სწავლების ენა: ქართული

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: არქიტექტურის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

მიღების ტიპი: ინდივიდუალური მიღება

მოდულის სახელწოდება  ECTS კრედიტი

საუნივერსიტეტო საბაზო მოდული

60 კრედიტი

ძირითადი (major) პროგრამა

120 კრედიტი
დამატებითი (minor) პროგრამა ან
თავისუფალი კრედიტი (არჩევითი კურსები)
60 კრედიტი

კურიკულუმი

კურსების კატალოგი

არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის მოცულობა – 240 კრედიტი:

  • თავისუფალი კომპონენტი: ზოგადი მოდული – 60 კრედიტი
  • ძირითადი სწავლის სფერო – 120 კრედიტი
  • თავისუფალი კომპონენტები/დამატებითი პროგრამა – 60 კრედიტი

თავისუფალი კომპონენტი: ზოგადი მოდული – 60 კრედიტი:

  • შესავალი თანამედროვე აზროვნებაში I და II -12 კრედიტი
  • აკადემიური მუშაობის ტექნიკები – 6 კრედიტი
  • ინგლისური ენის პრაქტიკული კურსები – 24 კრედიტი
  • სახვითი ხელოვნება – 6 კრედიტი
  • შესავალი არქიტექტურაში – 6 კრედიტი
  • არქიტექტურული პროექტირების საფუძვლები – 6 კრედიტი

ძირითადი სწავლის სფერო – 120 კრედიტი:

  1. არქიტექტურის პროგრამის სავალდებულო კურსები – 105 კრედიტი
  2. არქიტექტურის პროგრამის სავალებულოარჩევითი კურსები 15 კრედიტი

 

თავისუფალი კომპონენტები/ძირითადი სპეციალობა – 60 კრედიტი

  აღნიშნულ კომპონენტში სტუდენტს შეუძლია დაიფიქსიროს მეორადი სპეციალობა ან გაიაროს ნებისმიერი

საბაკალავრო პროგრამის კურსები.

პროგრამის ფარგლებში პრაქტიკული უნარების განვითარებას უზრუნველყოფს სხვადასხვა სასწავლო კურსი, რომლებშიც გათვალისწინებულია სტუდიური მუშაობა და სტუდენტებს ექნებათ შესაძლელობა იმუშაონ საკუთარ პროექტებზე. ძირითადი პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს მოეთხოვებათ საბაკალავრო ნაშრომის შესრულება, რომელზეც ისინი იმუშავებენ სწავლების ბოლო ორი  სემესტრის  განმავლობაში.  საბაკალავრო ნაშრომის/პროექტის ფარგლებში სტუდენტმა უნდა გამოიყენოს შეძენილი თეორიული ცოდნა  და  უნარები  და მოახდინოს საკუთარი ორიგინალური იდეის/კონცეფციის ასახვა არქიტექტურულ პროექტში.

სწავლის საფასური

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურზე 1 წლის სწავლის საფასური 2250 ლარია*.

სწავლაში თქვენ მიერ გადასახდელი თანხის მოცულობა დამოკიდებულია სახელმწიფო გრანტის მოცულობაზე, რომელსაც მიიღებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.

გადახდის  გრაფიკი

სტუდენტების ხელშეწყობის მიზნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 წლიდან მოქმედებს სწავლის საფასურის გადახდის სტუდენტზე მორგებული ინდივიდუალური გრაფიკის სისტემა.

სწავლის დაწყებამდე, უნივერსიტეტი სტუდენტთან აფორმებს სასწავლო ხელშეკრულებას, რომელში სტუდენტი თავად ირჩევს სწავლის საფასურის გადახდის გრაფიკის სასურველ ვარიანტს.

სტუდენტს შესაძლებლობა ექნება სწავლის წლიური საფასური გადაიხადოს:

  • სრულად, ორ ნაწილად, ოთხ ნაწილად, ექვს ნაწილად, რვა ნაწილად ან ათ ნაწილად.

სწავლის დაფინანსების დამატებითი შესაძლებლობები

ანა კვარაცხელია
ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ტექნოლოგიის სკოლა
ქაქუჩა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, თბილისი 0162
T კორპუსი, T207
☏ (+995 32) 222 00 09 (358)
ana.kvaratskhelia@iliauni.edu.ge

გვანცა ლორთქიფანიძე
კოორდინატორი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ტექნოლოგიის სკოლა
ქაქუჩა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5,T კორპუსი
☏ (+995 32) 222 00 09 (138)
gvantsa.lortkipanidze@iliauni.edu.ge

Share on :

მათემატიკა
კომპიუტერული ინჟინერია (ქართულენოვანი)
?>
Loading please wait....