კომპიუტერული ინჟინერია (ქართულენოვანი) – BTE

ტექნოლოგიის სკოლა

საბაკალავრო პროგრამები

კომპიუტერული ინჟინერია (ქართულენოვანი)

პროგრამა შემუშავებულია 2017 წელს და განახლებულია 2022 წელს. პროგრამა განახლებადია ყოველი სასწავლო წლის დაწყებამდე.

კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა ორიენტირებულია მოამზადოს კომპიუტერული ინჟინერიის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინის, განვითარებისა და ექსპლოატაციის ფართო ცოდნით. ამ მიზნით, პროგრამა სტუდენტებს აწვდის როგორც კომპიუტერული ტექნიკის, ელექტრონული მოწყობილობების, მათი ტექნიკური მახასიათებლებისა და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პროცესების ფართო ცოდნას, ასევე, გამოთვლით და საინჟინრო უნარებს სხვადასხვა გზებისა და მეთოდების გამოყენებისათვის. ამავდროულად, პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას, წარმატებული პროფესიული კარიერისთვის კომპიუტერულ ინჟინერიაში.

კომპიუტერული ინჟინერიის აკადემიური პერსონალი დაკომპლექტებულია ევროპულ და ამერიკულ სასწავლო დაწესებულებებში მიღებული გამოცდილების მქონე მაღალპროფესიული კადრებით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციები არიან როგორც ადგილობრივი ბაზრის წამყვანი მაღალტექნოლოგიური კომპანიები, ასევე საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული უნივერსიტეტები.

კომპიუტერული ინჟინერია თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადიანი პროფესიაა, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება. პროგრამის სტუდენტებს საშუალება აქვთ იმუშაონ ინოვაციურ იდეებზე და განავითარონ ისინი უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ბაზებზე, როგორებიცაა Unilab-ი და FabLab-ი. იდეის რელიზებაში კი სტუდენტებს ეხმარება Zoomout პრეაქსელერატორის სხვადასხვა პროგრამა

საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს კომპიუტერული ინჟინერიის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინის, განვითარებისა და ექსპლოატაციის ფართო ცოდნით. ამ მიზნით, პროგრამა სტუდენტებს აწვდის როგორც კომპიუტერული ტექნიკის, ელექტრონული მოწყობილობების, მათი ტექნიკური მახასიათებლებისა და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პროცესების ფართო ცოდნას, ასევე, გამოთვლით და საინჟინრო უნარებს სხვადასხვა გზებისა და მეთოდების გამოყენებისათვის. ამავდროულად, პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას, წარმატებული პროფესიული კარიერისთვის კომპიუტერულ ინჟინერიაში.

პროგრამის საგანმანათლებლო მიზნებია:

მიზანი 1: კურსდამთავრებულებს ექნებათ პრაქტიკული უნარ-ჩვევები თანამედროვე ინჟინერიაში და წვლილს შეიტანენ საზოგადოების განვითარებაში.

მიზანი 2: კურსდამთავრებულებს ექნებათ დასაქმებისთვის აუცილებელი პროფესიული უნარ-ჩვევები, რომელთაც შეეძლებათ საინჟინრო და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიღება მაღალი ტექნიკური და ეთიკური სტანდარტების დაცვით;

მიზანი 3: კურსდამთავრებულებს ექნებათ სათანადო ცოდნა და უნარები, რაც აუცილებელია სწავლის გასაგრძელებლად და ახალი ცოდნის ასათვისებლად ცვალებად პროფესიულ სფეროში.

  • ლექციები და სემინარები;
  • წერილობითი და ზეპირი მეთოდი;
  • პრაქტიკული მუშაობა;
  • ლაბორატორიული მუშაობა;
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • დისკუსია/დებატები;
  • ანალიზისა და სინთეზის მეთოდი;
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება;
  • ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა;
  • შებრუნებული საკლასო ოთახი;
  • რეფლექსია;
  • პროექტზე მუშაობა ინდივიდუალურად და ჯგუფებში.

შენიშვნა: კონკრეტული სწავლების მეთოდი შეირჩევა პროგრამის თითოეული კომპონენტისთვის და  ჩამოთვლილია შესაბამის სილაბუსებში.

კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი სწავლის შედეგების მიღწევა:

შედეგი 1. ამოიცნობს, განსაზღვრავს და ჭრის ინჟინერიის კომპლექსურ ამოცანებს ინჟინერიის, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების პრინციპების გამოყენებით.

შედეგი 2. საინჟინრო დიზაინის გამოყენებით იღებს კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებულ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებშიც გათვალისწინებულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის, ასევე გლობალური, კულტურული, სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ფაქტორები;

შედეგი 3. ახდენს ეფექტურ კომუნიკაციას ფართო საზოგადოებასთან;

შედეგი 4. საინჟინრო სიტუაციებში, აცნობიერებს ეთიკურ და პროფესიულ პასუხისმგებლობას და იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებებს, გლობალურ, ეკონომიკურ, გარემოსდაცვით და სოციალურ კონტექსტებზე ზეგავლენის გათვალისწინებით;

შედეგი 5. ეფექტურად მუშაობს გუნდში, რომლის წევრები ერთობლივად მართავენ გუნდს, ქმნიან თანამშრომლობით და ჩართულობით გარემოს, განსაზღვრავენ ამოცანებს, გეგმავენ განსახორციელებელ საქმიანობას და აღწევენ მიზნებს;

შედეგი 6. ამზადებს და ატარებს ექსპერიმენტს, აანალიზებს და ინტერპრეტაციას უკეთებს მიღებულ მონაცემებს და საინჟინრო მსჯელობის შედეგად აყალიბებს დასკვნებს.

შედეგი 7. ითვისებს და იყენებს ახალ ცოდნას საჭიროებისამებრ, სათანადო სწავლის სტრატეგიების საშუალებით.

საბაკალავრო პროგრამის ყველა სტუდენტი ვალდებულია დააგროვოს 244 ECTS, რათა მიენიჭოს ბაკალავრის ხარისხი კომპიუტერულ ინჟინერიაში.

პროგრამაზე სწავლის სტანდარტული ხანგძლივობაა 8 სემესტრი, 244 ECTS (1 ECTS: 25 საათი)

  • თავისუფალი კომპონენტი: ზოგადი მოდული – 88 კრედიტი
  • ძირითადი სწავლის სფერო – 156 კრედიტი (მათ შორის, 36 კრედიტი არჩევითი სასწავლო კურსებიდან)

დამამთავრებელი კურსის დიზაინის პროექტი

კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა მთავრდება დამამთავრებელი კურსის დიზაინის პროექტით (12 ECTS). დამამთავრებელი კურსის დიზაინის პროექტის მიზანია მოამზადოს სტუდენტები კომპიუტერული ინჟინერიის სფეროში რეალური გამოწვევებისთვის და საშუალება მისცეს გამოიყენონ სწავლის პერიოდში შეძენილი პრობლემების გადაჭრის უნარები ინდუსტრიის ამოცანის საინჟინრო დიზაინის გადაწყვეტის მოსაძებნად. ინდუსტრიულ პარტნიორებთან მუშაობით სტუდენტები ასევე განავითარებენ მენეჯერულ უნარებს, როგორიც არის დაგეგმვა, დიზაინი და ვადების დაცვა. და ბოლოს, პროგრამის ამ პრაქტიკული კომპონენტით სტუდენტები გააუმჯობესებენ კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და გუნდური მუშაობის უნარებს.

დამამთავრებელი კურსის დიზაინის პროექტის გუნდები 3-6 სტუდენტისგან არის დაკომპლექტებული, რომელსაც ხელმძღვანელობას გაუწევს ფაკულტეტის წარმომადგენელი/მენტორი და ინდუსტრიის წარმომადგენელი, რომელიც პროექტის პირველ ნაწილში ჩართული იქნება პროექტის კონცეფციის განვითარების ფაზაში და საბოლოო სემესტრში კი მოახდენს პროექტის რეცენზირებას. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტები იმუშავებენ ჯგუფურად, თითოეულმა სტუდენტმა უნდა წარადგინოს ინდივიდუალური აქტივობის ანგარიში, რომელშიც ნაჩვენები იქნება, თუ რომელი ამოცანების გადაწყვეტა დაევალა მას ჯგუფისა და მენტორის მიერ და როგორ მოახერხა ამ ინდივიდუალური დავალებების შესრულება. ჯგუფის ყველა წევრი ასევე შეაფასებს ერთმანეთს ანონიმურად ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა აქტიური ჩართულობა, ხელმისაწვდომობა და გუნდის მიერ დადგენილ ვადების დაცვა.

პროგრამის კურსდამთავრებულები თავიანთი პროფესიული კარიერის შექმნას შეძლებენ შემდეგ სფეროებში: 

  • მაღალტექნოლოგიური კომპანიები;
  • საავტომობილო ინდუსტრია;
  • საწარმოო ქარხნები;
  • კომპიუტერული და ელექტრონიკის სერვისი;
  • ჭკვიანი სისტემები;
  • ინტერნეტ ნივთები;
  • ტელეკომუნიკაცია;
  • სამედიცინო და ბიოლაბორატორიები;
  • ტექნიკური სტარტაპები;
  • აპარატურის კვლევა და განვითარება.

კურსდამთავრებულებს შეუძლია სწავლის გაგრძელება მაგისტრატურის დონეზე.

სწავლების ენა: ქართული

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: კომპიუტერული ინჟინერიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

მიღების ტიპი: ინდივიდულური მიღება

კურსების კატალოგი

კურიკულუმი

სწავლის საფასური

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურზე 1 წლის სწავლის საფასური 2250 ლარია*.

სწავლაში თქვენ მიერ გადასახდელი თანხის მოცულობა დამოკიდებულია სახელმწიფო გრანტის მოცულობაზე, რომელსაც მიიღებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.

გადახდის  გრაფიკი

სტუდენტების ხელშეწყობის მიზნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 წლიდან მოქმედებს სწავლის საფასურის გადახდის სტუდენტზე მორგებული ინდივიდუალური გრაფიკის სისტემა.

სწავლის დაწყებამდე, უნივერსიტეტი სტუდენტთან აფორმებს სასწავლო ხელშეკრულებას, რომელში სტუდენტი თავად ირჩევს სწავლის საფასურის გადახდის გრაფიკის სასურველ ვარიანტს.

სტუდენტს შესაძლებლობა ექნება სწავლის წლიური საფასური გადაიხადოს:

  • სრულად, ორ ნაწილად, ოთხ ნაწილად, ექვს ნაწილად, რვა ნაწილად ან ათ ნაწილად.

სწავლის დაფინანსების დამატებითი შესაძლებლობები

ანა ჭრელაშვილი
ტექნოლოგიების სკოლის პროგრამების კოორდინატორი
➳ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, T კორპუსი
☏ (+995 32) 222 00 09 (276)
✉ ana.tchrelashvili@iliauni.edu.ge

ვანდაირცხალაძე
ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
➳ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, T კორპუსი
☏ (+995 32) 222 00 09 (131)

Share on :

არქიტექტურა
კომპიუტერული ინჟინერია (საერთაშორისო) (ინგლისურენოვანი)
?>
Loading please wait....