მათემატიკა
პროგრამის შესახებ
მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შემუშავდა 2011 წელს და განახლებულია 2020 წელს. პროგრამა განახლებადია ყოველი სასწავლო წლის დაწყებამდე.
პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს უმაღლესი მათემატიკის ძირთად მიმართულებებსა და პრაქტიკულ ასპექტს. პროგრამის შესწავლისას სტუდენტი გაეცნობა უმაღლესი მათემატიკის ბაზისს, ფუნდამენტურ ცნებებს, ამოსავალ კონცეფციებს და მათი პრაქტიკაში გამოყენების ხერხებს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა წარმოადგენს მყარ საფუძველს თანამედროვე მეცნიერებებისა, ტექნოლოგიების და სხვა მრავალი ტექნიკური პროფესიის შესწავლისთვის.
სტუდენტებს საშუალება აქვთ გამოიყენონ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასწავლო ლაბორატორიები და კლასები. მათ განკარგულებაშია ფუნდამენტური და ინტერდისციპლინური მათემატიკური კვლევების ინსტიტუტი, გამოთვლითი ცენტრი და კომპიუტერული ალგებრული სისტემა – MAXIMA.
მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის მიზანია, მოამზადოს კურსდამთავრებულები, რომელთაც შესწავლილი ექნებათ უმაღლესი მათემატიკის ძირითადი მიმართულებები, ფუნდამენტური ცნებები, ამოსავალი კონცეფციები და შეძლებენ მათ შორის ორგანული კავშირების დადგენას. ამასთან, პროგრამის მიზანს წარმოადგენს შეუქმნას სტუდენტს მყარი საფუძველი თანამედროვე მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში მათი შემდგომი გამოყენებისთვის.
სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ მათემატიკის გამოყენებით ასპექტებს, რაც გულისხმობს ამოცანებისა და მათი ამოხსნის მეთოდების განზოგადების გზით პრობლემების გადაწყვეტისათვის საჭირო მიდგომების გამომუშავებას.
ასევე, პროგრამა ითვალისწინებს ისეთი ტრანსფერული უნარების განვითარებას, როგორც არის ქართულ და უცხოურ ენაზე ზეპირი და წერითი კომუნიკაცია, კრიტიკული ანალიზი და არგუმენტირებული მსჯელობა.
- კურსდამთავრებულს აქვს უმაღლესი მათემატიკის ფუნდამენტური კონცეფციების, ძირითადი მათემატიკური ცნებების, მათ შორის კლასიკური მათემატიკური მოდელის, პრინციპებისა და თეორიების საბაზო ცოდნა და შეუძლია მათ შორის არსებული ორგანული კავშირების იდენტიფიცირება;
- კურსდამთავრებულს შეუძლია ამ საბაზო ცოდნის ფარგლებში თეორიული და პრაქტიკული ხასიათის ამოცანათა ამოსახსნელად მათემატიკური მეთოდების შერჩევა და გამოყენება, კლასიკური მათემატიკური მოდელის შესაბამისი ამოცანების გამოკვლევა;
- კურსდამთავრებულს აქვს დამტკიცების და ლოგიკური მათემატიკური მსჯელობის უნარი მოცემულობების, დაშვებების და დასკვნების მკაფიო იდენტიფიკაციით;
- კურსდამთავრებულს შეუძლია პრაქტიკული ხასიათის პროექტის განხორციელება წინასწარ განსაზღვრული რეკომენდაციების/ინსტრუქციების მიხედვით;
- კურსდამთავრებულს შეუძლია მკაფიოდ და ზუსტად მოახდინოს საკუთარი არგუმენტებისა და დასკვნების კომუნიკაცია (ქართულსა და ინგლისურ ენებზე) სპეციალისტებთან და არასპეციალისტებთან; კომუნიკაციისას იცავს აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებს;
- კურსდამთავრებული იყენებს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს;
- კურსდამთავრებულს შეუძლია საკუთარი სწავლის პროცესის მართვა და შესაბამისი რესურსების გამოყენება.
- ლექცია;
- სემინარი;
- პრაქტიკული მეთოდი;
- დისკუსია/დებატები;
- დემონსტრირების მეთოდი;
- ელექტრონული სწავლების ელემენტები.
სასწავლო კომპონენტების სპეციფიკიდან გამომდინარე, პროგრამის განხორციელებისას შესაძლოა გამოიყენებოდეს სწავლების სხვა მეთოდებით, რომლებიც წარმოდგენილია კონკრეტული კურსების სილაბუსებში.
- ეკონომიკის მართვისა და დაგეგმვის სამსახურები;
- სამრეწველო, საკომუნიკაციო და სატრანსპორტო კომპანიები;
- საბანკო და სადაზღვევო კომპანიები;
- სტატისტიკის სამსახური;
- ორგანიზაციები და კომპანიები, სადაც მოითხოვება მათემატიკის და/ან კომპიუტერული მოდელირების და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცოდნა;
- ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები (ერთწლიანი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (მმსპ) გავლის შემთხვევაში).
მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის სტრუქტურა:
- თავისუფალი კომპონენტი: ზოგადი მოდული – 60 კრედიტი
- ძირითადი სწავლის სფერო – 120 კრედიტი
- დამატებითი პროგრამა/თავისუფალი კომპონენტი – 60 კრედიტი
ზოგადი მოდული – 60 კრედიტი:
- შესავალი თანამედროვე აზოვნებაში I – 6 კრედიტი
- შესავალი დაპროგრამებაში – 6 კრედიტი
- აკადემიური მუშაობის ტექნიკები – 6 კრედიტი
- ინგლისური ენის პრაქტიკული კურსები – 24 კრედიტი
- შესავალი კურსები – 18 კრედიტი:
-
- მეთემატიკის შესავალი კურსების ბლოკი – 12 კრედიტი
- სხვა დისციპლინების შესავალი კურსების ბლოკი (საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ბლოკი, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების ბლოკი, მეცნიერებათა და ხელოვნების ბლოკი) – 6 კრედიტი
ძირითადი სწავლის სფერო -120 კრედიტი:
- მათემატიკის პროგრამის სავალდებულო კურსები – 96 კრედიტი
- მათემატიკის პროგრამის სავალდებულო-არჩევითი კურსები – 24 კრედიტი
დამატებითი პროგრამა/თავისუფალი კომპონენტი – 60 კრედიტი
სწავლების ენა: ქართული
დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მათემატიკის ბაკალავრი
მისაღები კონტიგენტი: 50
მიღების ტიპი: ინდივიდუალური მიღება
სტუდენტმა მათემატიკის ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 240 კრედიტი.
მოდულის სახელწოდება | ECTS კრედიტი |
საუნივერსიტეტო საბაზო მოდული |
60 კრედიტი |
ძირითადი (major) პროგრამა |
120 კრედიტი |
დამატებითი (minor) პროგრამა ან თავისუფალი კრედიტი (არჩევითი კურსები) |
60 კრედიტი |
სწავლის საფასური
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურზე 1 წლის სწავლის საფასური 2250 ლარია*.
სწავლაში თქვენ მიერ გადასახდელი თანხის მოცულობა დამოკიდებულია სახელმწიფო გრანტის მოცულობაზე, რომელსაც მიიღებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.
გადახდის გრაფიკი
სტუდენტების ხელშეწყობის მიზნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 წლიდან მოქმედებს სწავლის საფასურის გადახდის სტუდენტზე მორგებული ინდივიდუალური გრაფიკის სისტემა.
სწავლის დაწყებამდე, უნივერსიტეტი სტუდენტთან აფორმებს სასწავლო ხელშეკრულებას, რომელში სტუდენტი თავად ირჩევს სწავლის საფასურის გადახდის გრაფიკის სასურველ ვარიანტს.
სტუდენტს შესაძლებლობა ექნება სწავლის წლიური საფასური გადაიხადოს:
- სრულად, ორ ნაწილად, ოთხ ნაწილად, ექვს ნაწილად, რვა ნაწილად ან ათ ნაწილად.
სწავლის დაფინანსების დამატებითი შესაძლებლობები
ანა კვარაცხელია
ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ტექნოლოგიის სკოლა
ქაქუჩა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, თბილისი 0162
T კორპუსი, T207
☏ (+995 32) 222 00 09 (358)
✉ ana.kvaratskhelia@iliauni.edu.ge
გვანცა ლორთქიფანიძე
კოორდინატორი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ტექნოლოგიის სკოლა
ქაქუჩა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5,T კორპუსი
☏ (+995 32) 222 00 09 (138)
✉ gvantsa.lortkipanidze@iliauni.edu.ge