სამოქალაქო ინჟინერია (ინგლისურენოვანი) – BTE

ტექნოლოგიის სკოლა

საბაკალავრო პროგრამები

სამოქალაქო ინჟინერია (ინგლისურენოვანი)

პროგრამის შესახებ

სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა შემუშავდა 2019 წელს. პროგრამა მიზნად ისახავს საინჟინრო სფეროს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას და ფოკუსირებულია სამოქალაქო ინჟინერიის ისეთ სფეროებზე, როგორებიცაა: წყლის რესურსების ინჟინერია, სტრუქტურული და გეოტექნიკური ინჟინერია და ტრანსპორტის ინჟინერია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამის მიზანია მოამზადოს სტუდენტები არჩეულ სპეციალიზაციაში კარიერული მოღვაწეობისათვის. პროგრამის მიზანია უზრუნველყოს ხარისხიანი სწავლება, საკონსულტაციო სერვისები და სტუდენტთა მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ მიზნების მიღწევა, სამოქალაქო ინჟინერიის მეტად მოთხოვნად დარგში წარმატების მისაღწევად საჭირო  ცოდნისა და გამოცდილების შეძენა.

სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამის საგანმანათლებლო მიზნები მჭიდროდაა დაკავშირებული უნივერსიტეტის მისიასთან – შექმნას, გადასცეს და გამოიყენოს ახალი ცოდნა ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების საკეთილდღეოდ. სამოქალაქო ინჟინერია მთლიანად ორიენტირებულია საზოგადოების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. პროგრამა გამოირჩევა ინტერნაციონალიზაციის მაღალი ხარისხით, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფილია პროგრამის საერთაშორისო ფოკუსით და პროგრამაში როგორც საერთაშორისო პერსონალის, ისე სტუდენტების ჩართულობით.

პროგრამა ეფუძნება ინტერდისციპლინურ მიდგომას და ორიენტირებულია ჩამოაყალიბოს პოლისტურად მოაზროვნე, პრობლემის გადაჭრის უნარის მქონე, ლიდერობის უნარით აღჭურვილი სტუდენტები სამოქალაქო ინჟინერიის ისეთ დარგებში, როგორებიცაა: წყლის, ტრანსპორტის, სტრუქტურული და გეოტექნიკური ინჟინერია. პროგრამა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს მენეჯერული უნარების განვითარების მიზნით გაიარონ ბიზნესის ადმინისტრირების კურსები, რაც ხელს შეუწყობს მათ წარმატებულ პროფესიულ კარიერას.

პროგრამის ფარგლებში მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ფუნდამენტური კურსები ქმნის შემდგომში ინჟინერიის დიზაინის საფუძველს. პროგრამა შედგენილია ისე, რომ უზრუნველყოს პრაქტიკული და თეორიული ცოდნისა და უნარების სინთეზი სამოქალაქო ინჟინერიის სფეროში. პროგრამის კურსდამთავრებულები იქნებიან კონკურენტუნარიანი პროფესიონალები საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ პროექტის, საინჟინრო დიზაინისა და მენეჯმენტის მიმართულებით. მათ ასევე ექნებათ შესაძლებლობა სწავლა გაგანაგრძონ სამაგისტრო საფეხურზე.

პროგრამის საგანმანათლებლო მიზნები:

სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებმა უნდა მიაღწიონ ქვემოთ ჩამოთვლილ საგანმანათლებლო მიზნებს:

1. კურსდამთავრებულები, როგორც სამოქალაქო ინჟინრები, შეძლებენ თანამშრომლობას გუნდურ გარემოში;
2. კურსდამთავრებულები მზად იქნებიან ლიდერობისთვის სამოქალაქო ინჟინერიის სფეროში;
3. კურსდამთავრებულები შეძლებენ ჩაერთონ ინჟინერიის დარგის უწყვეტ განათლებაში, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს ბაკალავრის შემდგომ ხარისხს.

სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამა მოიცავს მათემატიკის, ფიზიკისა და ქიმიის ფუნდამენტურ კურსებს. დამატებითი ლაბორატორიები უზრუნველყოფენ გაძლიერებულ სწავლებას .

სავალდებულო / არჩევითი კურსები: სტუდენტები ირჩევენ ოთხ კურსს შემდეგი მიმართულებებიდან:

წყალი და გარემო – სამოქალაქო ინჟინერია (გამოყენებითი ჰიდროლოგია); ტრანსპორტირება – სამოქალაქო ინჟინერია (საგზაო ინჟინერია, გზატკეცილის ინჟინერია);

სტრუქტურული სამოქალაქო ინჟინერია (სტრუქტურული ინჟინერია – 2 ოფცია);

გეოტექნიკური სამოქალაქო ინჟინერია (გეოტექნიკური ინჟინერია).

სტუდენტს განვითარებული ექნება:

  • ინჟინერიის, მეცნიერებისა და მათემატიკის პრინციპების გამოყენებით ინჟინერიის კომლექსური პრობლემების იდენტიფიცირების, განსაზღვრისა და გადაჭრის უნარი;
  • საინჟინრო დიზაინის გამოყენებით კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული ისეთი გადაწყვეტილების მიღების უნარი, რომელშიც გათვალისწინებულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის, ასევე გლობალური, კულტურული, სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ფაქტორები;
  • ფართო საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • საინჟინრო სიტუაციებში ეთიკური და პროფესიული პასუხისმგებლობის გაცნობიერებისა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს საინჟინრო გადაწყვეტილების ზეგავლენას გლობალურ, ეკონომიკურ, გარემოსდაცვით და სოციალურ კონტექსტებზე;
  • ეფექტური ფუნქციონერობის უნარი გუნდში, რომლის წევრები ერთობლივად მართავენ გუნდს, ქმნიან კოლაბორაციულ და ინკლუზიურ გარემოს, განსაზღვრავენ ამოცანებს, გეგმავენ განსახორციელებელ საქმიანობას/დავალებებს და აღწევენ მიზნებს;
  • უნარი, მოამზადოს და ჩაატაროს შესაბამისი ექსპერიმენტი, გააანალიზოს და ინტერპრეტაცია გაუკეთოს მონაცემებს,ინჟინრული მსჯელობა გამოიყენოს დასკვნების ჩამოსაყალიბებლად;
  • სწავლის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენების, საჭიროებისამებრ ახალი ცოდნის ათვისებისა და გამოყენების უნარი.

სწავლის მეთოდები მოიცავს ლექციასა და სემინარებს,  წერით და ვერბალურ ნაწილს, ლაბორატორიულ და პრაქტიკული სამუშაოს, პროექტზე მუშაობას ინდივიდუალურად და ჯგუფურად.

შენიშვნა: კონკრეტული სწავლების მეთოდი შეირჩევა პროგრამის თითოეული კომპონენტისთვის და მოცემულია შესაბამის სილაბუსებში.

კურსდამთავრებულებს შეუძლიათ დასაქმდნენ სხვადასხვა ორგანიზაციაში, რომლებიც დაკავშირებულია ინფრასტრუქტურის ისეთი კომპონენტების დაგეგმვასთან, პროექტირებასთან, მშენებლობასთან, მენეჯმენტთან, მოვლა-შეკეთებასთან და განახლებასთან, როგორებიცაა: შენობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა და წყლის სისტემები.

დასაქმების სფერო:

  • სახლებისა და სამრეწველო ნაგებობების მშენებლობის მენეჯმენტი და ინჟინერია;
  • საავტომობილო გზებისა და რკინიგზის სატრანსპორტო კონსტრუქცია/ მშენებლობა და აქტივების მართვა მათთან დაკავშირებული გვირაბებითა და ხიდებით, საგზაო მოძრაობის ანალიზი და ტრანსპორტირების დაგეგმვა;
  • წყალმომარაგების, კანალიზაციის, ჩამდინარე წყლების გამწმენდისა და წყალსაცავების პროექტირება და მშენებლობა;
  • არსებული შენობების შემოწმება, შეფასება და მათი გამაგრება;
  • საზოგადოებრივი საწარმოები, როგორებიცაა მუნიციპალიტეტები და სახელწიფო საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურული კომპანიები;
  • საინჟინრო აღჭურვილობის ფართო სპექტრის დიაგნოსტიკა და შეკეთება (საყოფაცხოვრებო, სამედიცინო, სამხედრო და ა.შ.);
  • განახლებადი ენერგიის სისტემების პროექტირება და მშენებლობის მენეჯმენტი.

სტუდენტმა სამოქალაქო ინჟინერიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, უნდა შეასრულოს პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნები და დააგროვოს 252 კრედიტი, მათ შორის:

მოთხოვნები და დააგროვოს 252 კრედიტი, მათ შორის: კრედიტი
მათემატიკა, ფიზიკა და ქიმია 60 კრედიტი
ზოგადი განათლება 56 კრედიტი
ძირითადი პროგრამა 136 კრედიტი

სწავლების ენა: ინგლისური

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 252 ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სამოქალაქო ინჟინერიის ბაკალავრი

მიღების ტიპი: ინდივიდულური მიღება

მარიამ მაჭავარიანი
ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
➳ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, T კორპუსი
☏ (+995 32) 222 00 09 (319)
✉ mariam.machavariani.4@iliauni.edu.ge

გვანცა ლორთქიფანიძე
ტექნოლოგიების სკოლის პროგრამების კოორდინატორი
➳ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, T კორპუსი
☏ (+995 32) 222 00 09 (138)
✉ gvantsa.lortkipanidze@iliauni.edu.ge

Share on :

სამაგისტრო პროგრამების სტანდარტი
სიახლეები
?>
Loading please wait....