სამოქალაქო ინჟინერია (ინგლისურენოვანი) – BTE

ტექნოლოგიის სკოლა

საბაკალავრო პროგრამები

სამოქალაქო ინჟინერია (ინგლისურენოვანი)

პროგრამა შემუშავებულია 2019 წელს და ექვემდებარება პერიოდულ განახლებას.

პროგრამა მიზნად ისახავს საინჟინრო სფეროს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას და ფოკუსირებულია სამოქალაქო ინჟინერიის ისეთ სფეროებზე, როგორებიცაა: წყლის რესურსების ინჟინერია, სტრუქტურული და გეოტექნიკური ინჟინერია და ტრანსპორტის ინჟინერია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამის მიზანია მოამზადოს სტუდენტები არჩეულ სპეციალიზაციაში კარიერული მოღვაწეობისათვის. პროგრამის მიზანია უზრუნველყოს ხარისხიანი სწავლება, საკონსულტაციო სერვისები და სტუდენტთა მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ მიზნების მიღწევა, სამოქალაქო ინჟინერიის მეტად მოთხოვნად დარგში წარმატების მისაღწევად საჭირო  ცოდნისა და გამოცდილების შეძენა.

სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამის საგანმანათლებლო მიზნები მჭიდროდაა დაკავშირებული უნივერსიტეტის მისიასთან – შექმნას, გადასცეს და გამოიყენოს ახალი ცოდნა ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების საკეთილდღეოდ. სამოქალაქო ინჟინერია მთლიანად ორიენტირებულია საზოგადოების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. პროგრამა გამოირჩევა ინტერნაციონალიზაციის მაღალი ხარისხით, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფილია პროგრამის საერთაშორისო ფოკუსით და პროგრამაში როგორც საერთაშორისო პერსონალის, ისე სტუდენტების ჩართულობით.

ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამის მისიაა მოამზადოს სტუდენტები მათ მიერ არჩეულ სპეციალიზაციაში კარიერული მოღვაწეობისათვის.  პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს ხარისხიანი სწავლება, საკონსულტაციო სერვისები და სტუდენტთა მხარდაჭერა/დახმარება, რათა მათ შეძლონ თავიანთი მიზნების მიღწევა,  ცოდნისა და გამოცდილების შეძენა, რომელიც საჭიროა სამოქალაქო ინჟინერიის მეტად მოთხოვნად დარგში წარმატების მისაღწევად.

სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამის საგანმანათლებლო მიზნები მჭიდრო კავშირშია უნივერისტეტის მისიასთან – შექმნას, გადასცეს და გამოიყენოს ახალი ცოდნა  ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების საკეთილდღეოდ.   სამოქალაქო ინჟინერია სრულიად ორიენტირებულია საზოგადოების ცხოვრების ხარისხისა და  სტანდარტების გაუმჯობესებაზე. პროგრამა გამოირჩევა  ინტერნაციონალიზაციის მაღალ ხარისხით,  რაც უზრუნველყოფილია პროგრამის საერთაშორისო ფოკუსით, პროგრამაში როგორც საერთაშორისო სტუდენტებისა და პერსონალის ჩართულობით.

ეს პროგრამა ეფუძნება ინტერდისციპლინურ მიდგომას და ორიენტირებულია ჩამოაყალიბოს ჰოლისტურად მოაზროვნე, პრობლემის გადაჭრის უნარის მქონე, ლიდერობის უნარებით აღჭურვილი სტუდენტები სამოქალაქო ინჟინერიის ისეთ დარგებში, როგორიცაა წყლის, ტრანსპორტის, სტრუქტურული და გეოტექნიკური ინჟინერია. პროგრამა შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს,  მენეჯერული უნარების განვითარების მიზნით, აირჩიონ  ბიზნესის ადმინისტრირების კურსები, რაც ხელს შეუწყობს მათ  წარმატებულ პროფესიულ კარიერას.

მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის საფუძვლებისა და დამატებით საბუნებისმეტყველო მეცნიერებების არჩევითი კურსების შემდგომ, სტუდენტებისთვის პროგრამით შეთავაზებული იქნება დარგობრივი სასწავლო კომპონენტები.  პროგრამა ისეა აგებული, რომ უზრუნველყოს პრაქტიკული და თეორიული ცოდნისა და უნარების შეკავშირება სამოქალაქო ინჟინერიის სფეროში. პროგრამის კურსდამთავრებულები იქნებიან კონკურენტუნარიანი პროფესიონალები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ პროექტის და საინჟინრო დიზაინის, ასევე მენეჯმენტის მიმართულებებით. მათ ასევე ექნებათ შესაძლებლობა სწავლა გააგრძელონ სამაგისტრო საფეხურზე.

ამასთანავე, პროგრამა ორიენტირებულია ისეთი ტრანსფერული უნარების განვითარებაზე,  როგორიცაა ეფექტური ზეპირი და წერითი კომუნიკაცია სულ მცირე ერთი უცხო ენის გამოყენებით, რაც სტუდენტებს განუვითარებს მულტიკულტურული გამოცდილებას/ცნობიერებას. გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები გამოიყენებენ ამ უნარებს ნებისმიერ სექტორში, რომელშიც  არ უნდა გააგრძელონ თავიანთი კარიერა, იქნება ეს კერძო, საჯარო თუ საგანმანათლებლო სექტორი.

პროგრამის საგანმანათლებლო მიზნები:

სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებმა უნდა მიაღწიონ პროგრამის ქვემოთ ჩამოთვლილ საგანმანათლებლო მიზნებს:

მიზანი 1: კურსდამთავრებულები, როგორც სამოქალაქო ინჟინრები,  შეძლებენ თანამშრომლობას გუნდურ გარემოში;

მიზანი 2: სამოქალაქო ინჟინერიის პროფესიაში კურსდამთავრებულები მზად იქნებიან ლიდერობისთვის;

მიზანი 3: კურსდამთავრებულები შეძლებენ ჩაერთონ უწყვეტ განათლებაში ინჟინერიის დარგში,  რომელიც შესაძლოა მოიცავდეს ბაკალავრის შემდგომ ხარისხს.

სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი  სწავლის შედეგების მიღწევა:

  • ინჟინერიის, მეცნიერების და მათემატიკის პრინციპების გამოყენებით ინჟინერიის კომლექსური პრობლემების იდენტიფიცირების, განსაზღვრის  და გადაჭრის უნარი;
  • საინჟინრო დიზაინის გამოყენებით კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული ისეთი გადაწყვეტილების მიღების უნარი, რომელშიც გათვალისწინებულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის, ასევე გლობალური, კულტურული, სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ფაქტორები;
  • ფართო საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • საინჟინრო სიტუაციებში ეთიკური და პროფესიული პასუხისმგებლობის გაცნობიერებისა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს საინჟინრო გადაწყვეტილების ზეგავლენას გლობალურ, ეკონომიკურ, გარემოსდაცვით და სოციალურ კონტექსტებზე;
  • გუნდში ეფექტური ფუნქციონერობის უნარით, რომლის წევრები ერთობლივად მართავენ გუნდს, ქმნიან კოლაბორაციულ და ინკლუზიურ გარემოს, განსაზღვრავენ ამოცანებს, გეგმავენ განსახორციელებელ საქმიანობას/დავალებებს და აღწევენ მიზნებს;
  • უნარი მოამზადოს და ჩაატაროს შესაბამისი ექსპერიმენტი, გაანალიზოს და ინტერპრეტაცია გაუკეთოს მონაცემებს, გამოიყენოს ინჟინრული მსჯელობა დასკვნების ჩამოსაყალიბებლად;
  • სწავლის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება, საჭიროებისამებრ, ახალი ცოდნის ათვისების და გამოყენების უნარი.
  • ლექციები და სემინარები/წერილობითი და ზეპირი მეთოდი;
  • ლაბორატორიული სამუშაო;
  • პრაქტიკული სამუშაო;
  • პროექტზე მუშაობა ინდივიდუალურად და ჯგუფებში.

შენიშვნა: კონკრეტული სწავლების მეთოდი შეირჩევა პროგრამის თითოეული კომპონენტისთვის და  ჩამოთვლილია შესაბამის სილაბუსებში.

პროგრამის კურსამთავრებულები შეიძლება დასაქმდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებში, რომლებიც მშენებლობის, ტრანსპორტირების, ენერგეტიკისა და წყლის სისტემების დაგეგმვის, დიზაინის, მშენებლობის, მართვის, ტექნიკური უზრუნველყოფის, რემონტისა და განახლების მომსახურებასთან არის დაკავშირებული.

დასაქმების სფერო მოიცავს:

  • სახლებისა და სამრეწველო ნაგებობების მშენებლობა და საინჟინრო დიზაინი;
  • საავტომობილო გზების და რკინიგზების სატრანსპორტო კონსტრუქცია და აქტივების მართვა, ასევე მათან დაკავშირებული გვირაბებისა და ხიდების, ტრაფიკის ანალიზისა და ტრანსპორტის დაგეგმვასთან;
  • წყალმომარაგება, კანალიზაცია, ჩამდინარე წყლების მართვა, რეზერვუარების დიზაინი და მშენებლობა;
  • არსებული შენობების ინსპექტირება, შეფასება და მათი გამაგრება;
  • სახელმწიფო საწარმოები, როგორიცაა მუნიციპალიტეტები და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურული კომპანიები;
  • ფართო სპექტრი საინჟინრო აღჭურვილობის (საყოფაცხოვრებო, სამედიცინო, სამხედრო და სხვა) დიაგნოსტიკა და რემონტის

განახლებადი ენერგიის სისტემების დიზაინი და სამშენებლო მენეჯმენტი.

სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის სტრუქტურა:  

  • მათემატიკა, ფიზიკა და ქიმია – 66 ECTS (მათ შორის 6 ECTS არჩევითი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებიდან)
  • ზოგადი განათლება – 44 ECTS ((მათ შორის 6 ECTS არჩევითი ბიზნესის ადმინისტრირებიდან; 8 ECTS მენეჯმენტი და ფინანსების მოდულიდან)
  • ძირითადი სპეციალობა – 142 ECTS (მათ შორის 30 ECTS არჩევითი საგნებიდან)

მათემატიკა, ფიზიკა და ქიმიის ფუნდამენტური კურსები:

მათემატიკის, ფიზიკისა და ქიმიის კურსების (ლაბორატორიებთან ერთად) 66 ECTS უზრუნველყოფს სამოქალაქო ინჟინერიის სტუდენტებისათვის კარგ საფუძველს  სიღრმისეული სწავლის გაგრძელებისთვის.

ზოგადი განათლება:  

ზოგადი განათლება მოიცავს კურსებს, რომლებიც შესაბამისობაშია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიურ მიმართულებასთან (44 კრედიტი). მათ შორის, სასწავლო კურსს: „მშენებლობა და კულტურა“, რომელიც სპეციალურად ინჟინრებზეა მორგებული და ასევე შემდეგი ენის კურსებს:

  • ქართული ენის პრაქტიკულ კურსი უცხოელებისთვის/გერმანული/ინგლისური ენის პრაქტიკული კურსი – 12 კრედიტი *

*საერთაშორისო სტუდენტებმა უნდა გაიარონ ქართული ენის პრაქტიკული კურსები; ადგილობრივმა სტუდენტებმა უნდა გაიარონ გერმანული ან ინგლისური ენის პრაქტიკული კურსები.

ძირითადი სპეციალობა: 

  • სპეციალობის სავალდებულო კურსები – 112 ECTS (მათ შორის დიზაინის 6 კრედიტი)
  • სპეციალობის არჩევითი კურსები – 30 ECTS

 

სავალდებულო/არჩევითი კურსის არჩევანი: სტუდენტები ირჩევენ ოთხს კურსს შემდეგი 6 სფეროდან (არაუმეტეს ერთი კურსისა სფეროში – ეს უზრუნველყოფს ფართო ცოდნის საფუძველს, რაც შეიძლება  განისაზღვროს სწავლების შემდგომ საფეხურზე).

წყალი და გარემო – სამოქალაქო ინჟინერია (გამოყენებითი ჰიდროლოგია).

ტრანსპორტირება – სამოქალაქო ინჟინერია (საგზაო ინჟინერია, მაგისტრალის ინჟინერია).

სტრუქტურული – სამოქალაქო ინჟინერია (სტრუქტურული საინჟინრო – 2 ვარიანტი).

გეოტექნიკური – სამოქალაქო ინჟინერია (გეოტექნიკური ინჟინერია).

გარემოსდაცვითი ინჟინერია (გარემოს მართვა).

სამშენებლო ინჟინერია (მშენებლობა და მართვა).

დამამთავრებელი კურსის დიზაინის პროექტი: 

სწავლის ბოლო სემესტრის განმავლობაში სტუდენტებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა დამამთავრებელი კურსის დიზაინის პროექტში (6 ECTS). ამ სასწავლო კურსის მიზანია მოამზადოს სტუდენტები სამოქალაქო ინჟინერიის სფეროში რეალური გამოწვევებისთვის, მათ ინდუსტრიაში გაცნობით და მათი განვითარებული პრობლემების გადაჭრის უნარების გამოყენების გზით ინდუსტრიის პრობლემების საინჟინრო დიზაინის გადაწყვეტილებების მოსაძებნად. სტუდენტები ასევე განავითარებენ თავიანთ მენეჯერულ უნარებს დაგეგმვის, დიზაინისა და ვადების დაკმაყოფილების გზით დარგის მონაწილეობით. და ბოლოს, სტუდენტები გააუმჯობესებენ კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და გუნდური მუშაობის უნარებს პროგრამის ამ პრაქტიკული კომპონენტების განმავლობაში.

გუნდები, როგორც წესი, შედგება 3-6 სტუდენტისაგან ფაკულტეტის მენტორის/ხელმძღვანელის ხელმძღვანელობით და შეთანხმებული ინდუსტრიის სპონსორთან, რომელიც ჩართული იქნება წინა სემესტრში სტუდენტებთან თანამშრომლობით პროექტის კონცეფციის განვითარების ფაზაში და საბოლოო ეტაპზე. სემესტრი, როგორც პროექტის მიმომხილველი. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტები იმუშავებენ ჯგუფურად, თითოეულმა სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ინდივიდუალური აქტივობის ანგარიში, რომელშიც ნაჩვენები იქნება, თუ რა ამოცანები დაევალა მათ ჯგუფის მიერ და შეთანხმებული იყო ფაკულტეტის მრჩეველის მიერ და როგორ მოახერხეს მათი ინდივიდუალური დავალებების შესრულება. ჯგუფის ყველა წევრი ასევე შეაფასებს ერთმანეთს ანონიმურად, როგორც ჯგუფის თითოეული წევრის აქტიური ჩართულობა, ხელმისაწვდომობა და გუნდის დადგენილ ვადების დაკმაყოფილების უნარი.

სწავლების ენა: ინგლისური

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 252 ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სამოქალაქო ინჟინერიის ბაკალავრი

მიღების ტიპი: ინდივიდულური მიღება

ვანდა ფირცხალაძე
ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
➳ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, T კორპუსი
☏ (+995 32) 222 00 09 (131)

 

გვანცა ლორთქიფანიძე
ტექნოლოგიების სკოლის პროგრამების კოორდინატორი
➳ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, T კორპუსი
☏ (+995 32) 222 00 09 (138)
✉ gvantsa.lortkipanidze@iliauni.edu.ge

Share on :

სამაგისტრო პროგრამების სტანდარტი
სიახლეები
?>
Loading please wait....