იხილეთ დეტალური ინფორმაცია ქვემოთ ჩამოთვლილი პროგრამების მიხედვით შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების თარიღების, ადგილმდებარეობისა და ფორმატის შესახებ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია! 

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები ჩატარდება დისტანციურად, გასაუბრებები ყველა პროგრამისთვის ჩატარდება პლატფორმა Zoom-ის, ხოლო წერითი კომპონენტები – პლატფორმა Elearning.iliauni.edu.ge -ს გამოყენებით,

გამონაკლისი პროგრამებია:

  • თანამედროვე მათემატიკის ძირითადი პარადიგმები და გამოყენებები;
  • თანამედროვე არქიტექტურა და მდგრადი განვითარება;
  • პროგრამული ინჟინერია.

რომელი სპეციალობის გამოცდა ჩატარდება უნივერსიტეტში.

ელ პლატფორმა Zoom-ის გადმოწერაზე, შესაბამისი ტექნიკური (აუდიო და ვიდეო) პარამეტრების გამართვაზე, ასევე მის სივრცეში უწყვეტი ინტერნეტკავშირის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია მაგისტრანტობის კანდიდატი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ და წინასწარ გადაამოწმოთ მზაობა გამოცდის დისტანციურად ჩაბარებისთვის და გამოცდის დროს თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც ონლაინ წარმოუდგენთ კომისიას.

გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მიერ არჩეული პროგრამისთვის, რომელიც გულისხმობს გასაუბრებას/ზეპირ გამოცდას, განსაზღვრულ გამოცდამდე სულ მცირე ერთი დღით ადრე მიიღებთ Zoom პლატფორმის შესაბამის ბმულს ელმისამართზე.

ინგლისური ენის გამოცდების განრიგი

შიდასაუნივერსიტეტო სპეციალობის გამოცდების განრიგი

  • ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე, ტურიზმის მენეჯმენტი) – 2022 წლის 1 სექტემბერი – ქეისის განხილვა განრიგი
  • ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი  2022 წლის 2 სექტემბერი – ქეისის განხილვა განრიგი   3, 4, 5 სექტემბერი – გასაუბრება
  • MBA (ENG) ვ 2022 წლის 3 სექტემბერი – ქეისის განხილვა
  • საზოგადოებრივი ურთიერთობები – 2022 წლის 3 სექტემბერი – გასაუბრება
  • სპეციალური განათლება  2022 წლის 31 აგვისტო 2 სექტემბერი  –  გასაუბრება
  • განათლების ადმინისტრირება – 2022 წლის 1, 2, 5,6,7 სექტემბერი – გასაუბრება
  • ენერგეტიკისა და მინერალური რესურსების მართვა და მდგრადი განვითარება – 2022 წლის 1 სექტემბერი – გასაუბრება
  • ახალი მასალები ნანოელექტრონიკისა და ნანოინჟინერიისთვის – 2022 წლის 2 სექტემბერი – გასაუბრება
  • თანამედროვე არქიტექტურა და მდგრადი განვითარება – 2022 წლის 1-2 სექტემბერი გამოცდა ჩატარდება უნივერსიტეტში – გასაუბრება
  • თანამედროვე მათემატიკის ძირითადი პარადიგმები და გამოყენებები – 2022 წლის 31 აგვისტო, 5 სექტემბერი – წერითი გამოცდა და 7 სექტემბერი გასაუბრება 
  • პროგრამული ინჟინერია – 2022 წლის 31 აგვისტო – წერითი გამოცდა (გამოცდა ჩატარდება უნივერსიტეტში)
2022 წელი