ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების საბოლოო შედეგები წარმოდგენილია აპელაციის გათვალისწინებით.

ბიზნესის სკოლა

ტექნოლოგიების სკოლა

განათლების სკოლა 

მაგისტრანტობის იმ კანდიდატებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს საერთო სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულება გაფორმდება:

ა) ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან – 2023 წლის 16 და 18 სექტემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსში, „უნიფუდის“ სივრცეში (მისამართი: ქ .ჩოლოყაშვილის N3/5).

ბ) სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან – 2023 წლის 19 სექტემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსში, „უნიფუდის“ სივრცეში (მისამართი: ქ .ჩოლოყაშვილის N3/5).

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!

მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც შესაბამის ვადებში (ძირითადი სიისთვის – 2023 წ. 16-18  სექტემბერი, სათადარიგო სიისთვის – 2023 წ. 19 სექტემბერი) არ გააფორმებენ ხელშეკრულებას, კარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოსადგენი დოკუმენტების სია:

მაგისტრანტობის     კანდიდატმა    ხელშეკრულების     გასაფორმებლად     უნდა      წარმოადგინოს ქვემოთ   ჩამოთვლილი    დოკუმენტები,   ასევე  თან   უნდა   იქონიოს   პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალი და ასლი:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;
ბ) მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი, იმ პირობით, რომ ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის დასრულებამდე წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს;
გ) ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიზნით საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში, მინდობილმა პირმა უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა;
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის).

იმ შემთხვევაში,  თუ  პროგრამებზე  განსაზღვრული  მისაღები  რაოდენობა  არ  შეივსება ძირითადი  სიებიდან  და  დარჩება   ვაკანტური  ადგილები,  ფაკულტეტის   წარმომადგენელი ხელშეკრულებების გასაფორმებლად 18 და 19 სექტემბერს  რეგისტრაციისას  მითითებულ  ტელეფონის  ნომრებზე  დაუკავშირდება  სათადარიგო სიის კანდიდატებს რეიტინგის მიხედვით,  დარჩენილი ვაკანტური ადგილების რაოდენობის შესაბამისად.

იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტი დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს, დიპლომის ნოტარიულად დამოწმებულ ასლს, მისი ჩარიცხვის შესახებ ბრძანება ბათილი იქნება გამოცემის მომენტიდან (ვადა 2023-24 ს/წლის შემოდგომის სემესტრის დასრულებამდე).

2023