- ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე, ტურიზმის მენეჯმენტი) ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 196 ძირითადი სია, სათადარიგო სია
- MBA (ENG) – ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 40 ძირითადი სია,
- ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი – ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 30 ძირითადი სია, სათადარიგო სია
- საზოგადოებრივი ურთიერთობები – ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 70 ძირითადი სია, სათადარიგო სია
ტექნოლოგიების სკოლა
- თანამედროვე მათემატიკის ძირითადი პარადიგმები და გამოყენებები – ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 6 ძირითადი სია
- თანამედროვე არქიტექტურა და მდგრადი განვითარება – ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 11 ძირითადი სია
- ახალი მასალები ნანოელექტრონიკისა და ნანოინჟინერიისთვის – ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 2 ძირითადი სია,
- ენერგეტიკისა და მინერალური რესურსების მართვა და მდგრადი განვითარება – ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 12 ძირითადი სია
- პროგრამული ინჟინერია – ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 15 ძირითადი სია
განათლების სკოლა
- განათლების ადმინისტრირება – ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 60 ძირითადი სია, სათადარიგო სია
- სპეციალური განათლება – ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 20 ძირითადი სია, სათადარიგო სია
მაგისტრანტობის იმ კანდიდატებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს საერთო სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულება გაფორმდება:
ა) ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან – 2022 წლის 16-17 სექტემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსში, „უნიფუდში“ (მისამართი: ქ .ჩოლოყაშვილის N3/5).
ბ) სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან – 2022 წლის 19-20 სექტემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსში, „უნიფუდში“ (მისამართი: ქ .ჩოლოყაშვილის N3/5).
მნიშვნელოვანი ინფორმაცია!
მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც შესაბამის ვადებში (ძირითადი სიისთვის – 2022 წ. 16-17 სექტემბერი, სათადარიგო სიისთვის – 2022 წ. 19-20 სექტემბერი) არ გააფორმებენ ხელშეკრულებას, კარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოსადგენი დოკუმენტების სია:
მაგისტრანტობის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები, ასევე თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალი:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;
ბ) მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი, იმ პირობით, რომ ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის დასრულებამდე წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს;
გ) ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიზნით საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში, მინდობილმა პირმა უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა;
დ) 1 ცალი ფოტოსურათი ზომით 3X4;
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის).
ასევე იმ აპლიკანტებს ვისაც ელ.ფოსტაზე გაეგზავნა წერილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის/აღიარების დადასტურების დოკუმენტის წარდგენის შესახებ, ხელშეკრულების გაფორმებისას უნდა წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება არ გაფორმდება.
იმ შემთხვევაში, თუ პროგრამებზე განსაზღვრული მისაღები რაოდენობა არ შეივსება ძირითადი სიებიდან და დარჩება ვაკანტური ადგილები, ფაკულტეტის წარმომადგენელი ხელშეკრულებების გასაფორმებლად 19 სექტემბერს რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომრებზე დაუკავშირდება სათადარიგო სიის კანდიდატებს რეიტინგის მიხედვით, დარჩენილი ვაკანტური ადგილების რაოდენობის შესაბამისად.
იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტი დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს, დიპლომის ნოტარიულად დამოწმებულ ასლს, მისი ჩარიცხვის შესახებ ბრძანება ბათილი იქნება გამოცემის მომენტიდან (ვადა 2022-23 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დასრულებამდე).
2022 წელი