სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სასწავლო პროცესის შეფასებისა და განვითარების სპეციალისტის ვაკანსიას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სასწავლო პროცესის მონიტორინგი და შეფასება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად;
- სასწავლო პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად შესაბამისი განმავითარებელი სტრატეგიების შემუშავებაში მონაწილეობა;
- პროგრამების თვითშეფასების სრულ პროცესში მონაწილეობა: მონაცემების შეგროვება, დამუშავება, ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების შედგენაში მონაწილეობა;
- ფოკუსჯგუფების კვლევები აკადემიური პროგრამების ფარგლებში (მათ შორის ფოკუსჯგუფების), რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების დამუშავება და ანგარიშების მომზადება (სტუდენტებთან, აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან, დამსაქმებლებთან, კურსდამთავრებულებთან);
- ყოველსემესტრული მონაცემების (სტუდენტური გამოკითხვები, აკადემიური მოსწრება და სხვ.) ანალიზი, შეფასება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
- პროგრამის/პროგრამების სამუშაო ჯგუფებთან შეხვედრების ორგანიზება სასწავლო პროცესში გამოვლენილ გამოწვევებზე რეაგირებისა და განვითარების სტრატეგიების შესამუშავებლად;
- აკადემიური პერსონალის/მკვლევრების საქმიანობის თვითშეფასების ფორმების შეგროვება, ანალიზი და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
- საჭიროების მიხედვით დეკანის დავალებით ფაკულტეტზე მიმდინარე სხვა აქტივობებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი; სასურველია უმაღლესი განათლების ადმინისტრირებისა ან სოციოლოგიის მიმართულებით);
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Power Point). (IBM SPSS პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად);
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;
- უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიისა და ინსტრუმენტების ცოდნა;
- უმაღლესი განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
ქცევითი კომპეტენციები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- კომპლექსურ დავალებებთან გამკლავების უნარი;
- სიახლეებისადმი ღიაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- დროის მართვის უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
- ეთიკურობა და კეთილსინდისიერება.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი;
- სამუშაო გრაფიკი – სრული (კვირაში 40 საათი);
- სამუშაო დღეები – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
კონკურსი გაიმართება სამ ეტაპად:
- წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა;
- ტესტირება (IQ ტესტი);
- გასაუბრება – კონკურსანტები, რომლებიც წარმატებით გადალახავენ პირველ ეტაპს, გაივლიან გასაუბრებას შესაბამის კომისიასთან, შემდეგ – ფაკულტეტის დეკანთან.
კანდიდატმა ელექტრონული ფორმით ერთ ფაილად უნდა წარმოადგინოს:
- რეზიუმე (CV);
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის/დიპლომების ასლები;
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სამოტივაციო წერილი (მნიშვნელოვანია, მასში ჩანდეს კანდიდატის ხედვა, როგორ უპასუხებს მისი ცოდნა და გამოცდილება ვაკანსიით განსაზღვრული სამუშაო აღწერილობას).
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი დოკუმენტაცია 2023 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge
წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება „სასწავლო პროცესის შეფასებისა და განვითარების სპეციალისტი“.
კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეულ კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით.
2023