ნიკოლოზ ყაველაშვილი – BTE

ადმინისტრაცია

ნიკოლოზ ყაველაშვილი

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანი

ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5;

nikoloz.kavelashvili@iliauni.edu.ge

ნიკოლოზ ყაველაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის პროფესორია 2016 წლიდან. 2014-2021 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი და საბჭოსთან არსებული აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარე. 2019-2021 წლებში ის იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის საბჭოს წევრი. 2012 წლიდან 2016 წლის დასაწყისამდე – ილიაუნის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე და ასოცირებული პროფესორი. 2006-დან 2011 წლამდე მუშაობდა ფონდ „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ (millenium challenge georgia fund) პროექტის რეგიონული განვითარების ფონდის დირექტორად. 2002-2006 წლებში იყო „ბედმინსტერ კაპიტალ მენეჯმენტის“ ვიცე-პრეზიდენტი და დირექტორი საქართველოში (ეს ორგანიზაცია მართავდა usd 200-მილიონიან საინვესტიციო ფონდს, რომელსაც მხარს უჭერდა აშშ-ის მთავრობის სააგენტო overseas private investment corporation). 2002 წლამდე ნიკოლოზ ყაველაშვილი მუშაობდა: ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორად „კონოკო აჭგაზის“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელად. უფრო ადრე კი – საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისებში. გავლილი აქვს სტაჟირება გაეროს ცენტრალურ ოფისში ნიუ-იორკში.

ნიკოლოზ ყაველაშვილმა 1991 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1998 წელს კი – state university of new york at binghampton-ის მაგისტრატურა ეკონომიკისა და ფინანსების სპეციალობით, 2013 წელს მოიპოვა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის წოდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

ფინანსები, საბანკო საქმე, ფასიანი ქაღალდების პორტფოლიოს მენეჯმენტი, განვითარების ეკონომიკა, ეკონომეტრიკა, მონეტარული პოლიტიკა

Share on :

innovation-lab
სამოქალაქო ინჟინერია (ქართულენოვანი)
?>
Loading please wait....