ბიზნესის ადმინისტრირება: მენეჯმენტი – BTE

ბიზნესის სკოლა

საბაკალავრო პროგრამები

ბიზნესის ადმინისტრირება: მენეჯმენტი

სწავლების ენა: ქართული

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი მენეჯმენტში

მიღების ტიპი: ერთიანი მიღება

პროგრამის შესახებ

ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა მოიცავს მენეჯმენტის, ტურიზმის, საბანკო და საფინანსო საქმისა და კულტურის მენეჯმენტის მიმართულებებს და ემსახურება საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების მართვისა და კვლევის მყარი საფუძვლების შექმნას.

ფაკულტეტი ერთ სტრუქტურაში ასახავს, ერთი მხრივ, ტექნოლოგიებისა და ბიზნესის მჭიდრო კავშირს, რაც დღევანდელ მსოფლიოში ტრენდია, როგორც რეალურ ცხოვრებაში, ისე საგანმანათლებლო სივრცეში, ხოლო, მეორე მხრივ, ტექნოლოგიებისა და განათლების კავშირს, რაც ახალი რესურსია განათლების პროგრამებისთვის.

ფაკულტეტზე არსებული ლაბები ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის იქნება ბაზა, რომელიც თეორიულად მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა და ახალი პროექტების განხორციელებას შესაძლებელს გახდის სწავლის პროცესშივე.

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია პროფესიონალის მომზადება, რომელიც შეძლებს თანამედროვე ცოდნისა და სამეწარმეო მიდგომების გამოყენებით მიიღოს მონაწილეობა მმართველობით საქმიანობაში მენეჯმენტის, საბანკო და საფინანსო საქმის ან ტურიზმის დარგში და აღჭურვილი იქნება ბიზნესის საქმიანობისთვის საჭირო ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენების უნარით.

პროგრამა ასევე ორიენტირებულია სტუდენტს განუვითაროს ბიზნესის ადმინისტრირებასა და მეწარმეობასთან დაკავშირებული საქმიანობის დაგეგმვის, ორგანიზებისა და განხორციელებისათვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

სწავლების მესამე სემესტრიდან სტუდენტმა უნდა აირჩიოს საბაკალავრო პროგრამით განსაზღვრული სამი მიმართულებიდან ერთ-ერთი: მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე, ტურიზმი – სწავლის დასასრულს პროგრამის მოთხოვნების შესრულების შესაბამისად მას მიენიჭება კვალიფიკაცია.

მენეჯმენტის პროგრამა მოიცავს ოპერაციული, ტაქტიკური და სტრატეგიული მიმართულებების შესწავლას, მენეჯმენტის ცნებისა და შინაარსის საფუძვლიან გაცნობას, მართვის პროცესს, ფუნქციებს, სტრუქტურებსა და მეწარმეობის თეორიულ/პრაქტიკულ კურსს.

კურსდამთავრებულს ეცოდინება

  • ბიზნესის არსი, ძირითადი კონცეფციები, ბიზნესის როლი და მნიშვნელობა ეკონომიკაში;
  • მიკროეკონომიკური ანალიზის მნიშვნელობა ბიზნესის სფეროში გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
  • ეროვნული ეკონომიკის ფუნქციონირების საფუძვლები; კავშირი მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს შორის მოკლევადიანი და გრძელვადიანი პერსპექტივით;
  • ოპერაციული მენეჯმენტის ზოგადი თეორიები და თანამედროვე ტენდენციები;
  • სტრატეგული მენეჯმენტის არსი, ძირითადი კონცეპტები და ინსტრუმენტები;
  • ფინანსების დაგეგმვის, ორგანიზაციისა და საფინანსო კონტროლის ძირითადი პრინციპები და ბიუჯეტირების მეთოდები;
  • მმართველობითი აღრიცხვის ძირითადი პრინციპები და ფინანსური რესურსების მართვის მეთოდები;
  • მეწარმეობის არსი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების როლი მეწარმეობაში;
  • მეწარმეობის ძირითადი მახასიათებლები და თანმხლები პროცესები;
  • ორგანიზაციული ქცევის ბაზისური პრინციპები
  • ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი საკითხები, თეორიები და მოდელები.

სწავლის მეთოდები მოიცავს ინტერაქტიულ ლექციებსა და სემინარებს, ვერბალურ და წერით მეთოდს, მასტერკლასებს, შემთხვევის ანალიზს, პროექტებს, დისკუსია / დებატებში ჩართულობას, ჯგუფურ (collaborative) მუშაობას, თანამშრომლობითი (cooperative) სწავლებას, პროექტებზე/პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებას, გონებრივ იერიშს (Brain storming), რეფლექსიას, როლურ და სიტუაციურ თამაშებს/სიმულაციებს, დემონსტრირების მეთოდებს, მოდელირებას, ლაბორატორიულ და პრაქტიკულ მუშაობას.

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულები შეიძლება დასაქმდნენ კერძო ან საჯარო სექტორის სხვადასხვა მმართველობით და საშუალო რგოლის პოზიციებზე, წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი და განავითარონ ინოვაციური იდეები. პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია, სწავლა განაგრძოს უმაღლესი განათლების შემდგომ საფეხურზე.

ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მისაღებად უნდა დააგროვო, ჯამში, 240 კრედიტი;
გარდა ძირითადი სპეციალობისა (Major), ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას, აირჩიო დამატებითი სპეციალობა (Minor) ან თავისუფალი კრედიტები.
ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში, უნდა გაიარო საუნივერსიტეტო საბაზო მოდულით გათვალისწინებული კურსები (60 კრედიტი), ძირითადი (major) სპეციალობის პროგრამით გათვალისწინებული კურსები (120 კრედიტი) და დამატებითი სპეციალობის კურსები ან თავისუფალი კრედიტები (60 კრედიტი).

კურსების კატალოგი

კურიკულუმი

პროგრამის აღწერა

მოდულის სახელწოდება

საუნივერსიტეტო საბაზო მოდული

ძირითადი (major) პროგრამა

დამატებითი (minor) პროგრამა ან
თავისუფალი კრედიტი (არჩევითი კურსები)

ECTS კრედიტი

60

120

60

სწავლის საფასური

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურზე 1 წლის სწავლის საფასური 2250 ლარია*.

სწავლაში თქვენ მიერ გადასახდელი თანხის მოცულობა დამოკიდებულია სახელმწიფო გრანტის მოცულობაზე, რომელსაც მიიღებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.

გადახდის  გრაფიკი

სტუდენტების ხელშეწყობის მიზნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 წლიდან მოქმედებს სწავლის საფასურის გადახდის სტუდენტზე მორგებული ინდივიდუალური გრაფიკის სისტემა.

სწავლის დაწყებამდე, უნივერსიტეტი სტუდენტთან აფორმებს სასწავლო ხელშეკრულებას, რომელში სტუდენტი თავად ირჩევს სწავლის საფასურის გადახდის გრაფიკის სასურველ ვარიანტს.

სტუდენტს შესაძლებლობა ექნება სწავლის წლიური საფასური გადაიხადოს:

  • სრულად, ორ ნაწილად, ოთხ ნაწილად, ექვს ნაწილად რვა ნაწილად ან ათ ნაწილად.

სწავლის დაფინანსების დამატებითი შესაძლებლობები

საკონტაქტო ინფორმაცია:

E 402 ოთახი, ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5
☏ (+995 32) 2 22 00 09 (180)
✉ bte@iliauni.edu.ge

Share on :

სოციალური მედია
ბიზნესის ადმინისტრირება: საბანკო და საფინანსო საქმე
?>
Loading please wait....