სამოქალაქო ინჟინერია (ქართულენოვანი)
პროგრამა შემუშავებულია 2022 წელს და ექვემდებარება პერიოდულ განახლებას.
პროგრამის მიზანია სამოქალაქო ინჟინერიის ისეთი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან ფართო თეორიული ცოდნითა და შესაბამისი საინჟინრო პრაქტიკული უნარებით. პროგრამა ასევე მიზნად ისახავს სტუდენტების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას წარმატებული პროფესიული კარიერისთვის, რათა მათ წვლილი შეიტანონ საზოგადოებრივი კეთილდღეობის, ცხოვრების ხარისხისა და შექმნილი გარემოს გაუმჯობესებაში.
პროგრამის მიზანია მოამზადოს ისეთი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები სამოქალაქო ინჟინერიაში, რომელებიც აღჭურვილი იქნებიან ფართო თეორიული ცოდნითა და შესაბამისი საინჟინრო პრაქტიკული უნარებით. ასევე, პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას, წარმატებული პროფესიული კარიერისთვის, რათა მათ წვლილი შეიტანონ საზოგადოებრივი კეთილდღეობის, ცხოვრების ხარისხისა და შექმნილი გარემოს გაუმჯობესებაში.
პროგრამის საგანმანათლებლო მიზნები:
მიზანი 1: კურსდამთავრებულს ექნება დასაქმებისათვის აუცილებელი პროფესიული უნარ-ჩვევები, რათა გახდეს წარმატებული ინჟინერი შესაბამის სამუშაო სფეროში;
მიზანი 2: კურსდამთავრებულს ექნება სათანადო ცოდნა და უნარ-ჩვევები, რაც აუცილებელია არჩეულ კარიერაში ფორმალური თუ არაფორმალური გზით მუდმივი განვთარებისათვის.
მიზანი 3: კურსდამთავრებულს ექნება სათანადო ცოდნა და უნარ-ჩვევები, საზოგადოებისა და გარემოს განვითარებასა და გაუმჯობესებაში წვლილის შესატანად.
სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი სწავლის შედეგების მიღწევა:
- ინჟინერიის, მეცნიერების და მათემატიკის პრინციპების გამოყენებით ინჟინერიის კომლექსური პრობლემების იდენტიფიცირების, განსაზღვრის და გადაჭრის უნარი;
- საინჟინრო დიზაინის გამოყენებით კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული ისეთი გადაწყვეტილების მიღების უნარი, რომელშიც გათვალისწინებულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის, ასევე გლობალური, კულტურული, სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ფაქტორები;
- ფართო საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- საინჟინრო სიტუაციებში ეთიკური და პროფესიული პასუხისმგებლობის გაცნობიერებისა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს საინჟინრო გადაწყვეტილების ზეგავლენას გლობალურ, ეკონომიკურ, გარემოსდაცვით და სოციალურ კონტექსტებზე;
- გუნდში ეფექტური ფუნქციონერობის უნარით, რომლის წევრები ერთობლივად მართავენ გუნდს, ქმნიან კოლაბორაციულ და ინკლუზიურ გარემოს, განსაზღვრავენ ამოცანებს, გეგმავენ განსახორციელებელ საქმიანობას/დავალებებს და აღწევენ მიზნებს;
- უნარი მოამზადოს და ჩაატაროს შესაბამისი ექსპერიმენტი, გაანალიზოს და ინტერპრეტაცია გაუკეთოს მონაცემებს, გამოიყენოს ინჟინრული მსჯელობა დასკვნების ჩამოსაყალიბებლად;
- სწავლის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება, საჭიროებისამებრ, ახალი ცოდნის ათვისების და გამოყენების უნარი.
- ლექციები და სემინარები;
- წერილობითი და ზეპირი მეთოდი;
- პრაქტიკული მუშაობა;
- ლაბორატორიული მუშაობა;
- დემონსტრირების მეთოდი;
- დისკუსია/დებატები;
- ანალიზისა და სინთეზის მეთოდი;
- პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება;
- ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა;
- შებრუნებული საკლასო ოთახი;
- რეფლექსია;
- პროექტზე მუშაობა ინდივიდუალურად და ჯგუფებში.
შენიშვნა: კონკრეტული სწავლების მეთოდი შეირჩევა პროგრამის თითოეული კომპონენტისთვის და ჩამოთვლილია შესაბამის სილაბუსებში.
კურსდამთავრებული შეძლებს დასაქმებას:
- სამოქალაქო და ინფრასტრუქტურული ნაგებობების მშენებლობებზე (ჰიდროტექნიკური ნაგებობების, სავტომობილო გზების, ხელოვნური ნაგებობების, სამოქალაქო და სამრეწველო დანიშნულების შენობების,და ასე შემდეგ)
- საპროექტო და საინჟინრო-კვლევაძიებით ბიუროებში (სამოქალაქო და სამრეწველო შენობების კონსტრუქცების დაპროექტება, სავტომობილო გზების დაპროექტება, ხიდების და სხვა ხელოვნური ნაგებობების დაპროექტება, ჰიდროტექნიკური ნაგებობების დაპროეტება, საყრდენი კედლების და საძირკვლების დაპროექტება, და სხვა).
- საინჟინრო საკონსულტაციო კომპანიები
- სამშენებლო-საექსპერტო ბიუროებში
- სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებში
- სახელმწიფო და მუნიციპალურ დაწესებულებაში (მერიების, მუნიციპალიტეტეტების და სამინისტროების სამშენებლო პროფილით მომუშავე სამსახურებში)
ამასთანავე, პროგრამის კურსდამთავრებულს შეეძლება სწავლა განაგრძოს უმაღლესი განათლების მომდევნო საფეხურზე – მაგისტრატურაში.
სამოქალაქო ინჟინერიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლდ, სტუდენტმა უნდა დააგროვოს 254 ECTS, შემდეგი სტრუქტურის შესაბამისად:
პროგრამის სტრუქტურა: 8 სემესტრი, 254 ECTS (1 ECTS: 25 საათი)
- თავისუფალი კომპონენტი: ზოგადი მოდული – 48 ECTS
- სავალდებულო სასწავლო კომპონენტები – 42 ECTS
- ზოგადი მოდულის სავალდებულო- არჩევითი სასწავლო კომპონენტები – 6 ECTS
- ძირითადი სწავლის სფერო – 206 ECTS (მათ შორის, 30 ECTS სპეციალობის სავალდებულო– არჩევითი სასწავლო კომპონენტები და 6 ECTS საბაზისო მეცნიერებების სავალდებულო–არჩევითი სასწავლო კომპონენტები).
- მათემატიკა და საბაზისო მეცნიერებები – 64 ECTS
- ძირითადი სწავლის სფეროს სავალდებულო სასწავლო კომპონენტები – 112 ECTS
- ძირითადი სწავლის სფეროს სპეციალობის სავალდებულო- არჩევითი სასწავლო კომპონენტები – 30 ECTS
სპეციალობის სავალდებულო–არჩევითი კურსის არჩევანი:
ძირითადი სწავლის სფეროს ფარგლებში, სტუდენტმა უნდა აირჩიოს ხუთი სასწავლო კურსი ქვემოთჩამოთვლილი ექვსი სფეროდან და ამავდროულად, მინიმუმ ერთი სასწავლო კურსი ოთხი განსხვავებული სფეროდან. აღნიშნული უზრუნველყოფს როგორც სფეროს ფართო ცოდნის, ასევე სწავლის შემდგომი საფეხურის საფუძველს.
- სტრუქტურული ინჟინერია
- გეოტექნიკური ინჟინერია
- ტრანსპორტის ინჟინერია
- მშენებლობის ინჟინერია
- წყლის რესურსების ინჟინერია
- გარემოს ინჟინერია
დამამთავრებელ სემესტრში, 3-5 სტუდენტისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, პროგრამის განხორციელებაში ჩართული აკადემიური პერსონალისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლების ხელმძღვანელობით, მუშაობს დამამთავრებელი კურსის დიზაინის პროექტზე (6 კრედიტი), რომლის მიზანი სამოქალაქო ინჟინერიის სფეროში არსებული რეალური გამოწვევებისთვის სტუდენტების მომზადება.
დამამთავრებელი კურსის დიზაინის პროექტის ფარგლებში სტუდენტმა უნდა მოახდინოს შეძენილი თეორიული ცოდნის და უნარების გამოყენება, ასევე გუნდში ეფექტური მუშაობის უნარების დემონსტრირება მათ წინაშე დასმული საინჟინრო ამოცანის გადაჭრისას. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტები პროექტზე იმუშავებენ ჯგუფურად, თითოეულ სტუდენტს ევალება წარმოადგინოს ინდივიდუალური აქტივობის ანგარიში, რომელიც შეაფასებს მის ინდივიდუალურ კონტრიბუციას.
პროგრამაზე სწავლის მსურველმა უნდა ჩააბაროს ერთიანი ეროვნული გამოცდები და გადალახოს პროგრამით განსაზღვრული შემდეგი მინიმალური კომპეტენციის ზღვრები:
- ინგლისური ენა – 40%+1;
- ქართული ენა – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი მინიმალური ზღვარი;
- მათემატიკა – 40% +1 ან ფიზიკა 40% +1.
➳ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, T კორპუსი
☏ (+995 32) 222 00 09 (131)
გვანცა ლორთქიფანიძე
ტექნოლოგიების სკოლის პროგრამების კოორდინატორი
➳ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, T კორპუსი
☏ (+995 32) 222 00 09 (138)
✉ gvantsa.lortkipanidze@iliauni.edu.ge