ბიზნესის ადმინისტრირება: ტურიზმი – BTE

ბიზნესის სკოლა

საბაკალავრო პროგრამები

ბიზნესის ადმინისტრირება: ტურიზმი

სწავლების ენა: ქართული

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი ტურიზმში

მიღების ტიპი: ერთიანი მიღება

პროგრამის შესახებ

ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა მოიცავს მენეჯმენტის, ტურიზმის, საბანკო და საფინანსო საქმისა და კულტურის მენეჯმენტის მიმართულებებს და ემსახურება საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების მართვისა და კვლევის მყარი საფუძვლების შექმნას.

ფაკულტეტზე არსებული ლაბები ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის იქნება ბაზა, რომელიც თეორიულად მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა და ახალი პროექტების განხორციელებას შესაძლებელს გახდის სწავლის პროცესშივე.

პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტი თანამშრომლობს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა  მონაწილეობა მიიღონ განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე საერთაშორისო თუ ადგილობრივ ღონისძიებებში. მაგალითად, ევროპის ეკოტურიზმის მეხუთე საერთაშორისო კონფერენციის – EuroEco2018 სამუშაო ჯგუფი სწორედ ილიაუნის სტუდენტებით იყო დაკომპლექტებული.

პროგრამას უფრო პრაქტიკულს ხდის უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა და ლაბორატორიები, როგორებიცაა:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსი,  აღჭურვილი თანამედროვე ინფრასტრუქტურით;
  • ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია Fablab-ი – სტუდენტებს შეუძლიათ თავიანთი იდეები  სრულიად უსასყიდლოდ აქციონ რეალობად;
  • ილიაუნის პრეაქსელერატორი Zoomout-ი  სტუდენტს საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში ეხმარება;
  • Unilab-ი –  ინოვაციური ტექნოლოგიების კიბერლაბორატორია;
  • ილიაუნის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისი.

პროგრამის მიზანია პროფესიონალის მომზადება, რომელიც შეძლებს თანამედროვე ცოდნისა და სამეწარმეო მიდგომების გამოყენებით მიიღოს მონაწილეობა მმართველობით საქმიანობაში მენეჯმენტის, საბანკო და საფინანსო საქმის ან ტურიზმის დარგში და აღჭურვილი იქნება ბიზნესის საქმიანობისთვის საჭირო ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენების უნარებით.

პროგრამა ასევე ორიენტირებულია სტუდენტს განუვითაროს ბიზნესის ადმინისტრირებასა და მეწარმეობასთან დაკავშირებული საქმიანობის დაგეგმვის, ორგანიზებისა და განხორციელებისათვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

სწავლების მესამე სემესტრიდან სტუდენტმა უნდა აირჩიოს ერთ-ერთი საბაკალავრო პროგრამით განსაზღვრული სამი მიმართულებიდან: მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე, ტურიზმი–  სწავლის დასასრულს პროგრამის მოთხოვნების შესრულების შესაბამისად მას მიენიჭება კვალიფიკაცია.

ტურიზმის პროგრამა მოიცავს ინდუსტრიის სპეციფიკის, მართვის პრინციპებისა და თეორიული საფუძვლების გაცნობას. სასწავლო კურსები ორიენტირებულია ტურისტული პროდუქტის განვითარებაზე, ღონისძიების მენეჯმენტსა და ტურიზმის სხვადასხვა მიმართულებაზე, როგორებიცაა: აგროტურიზმი, ეკოტურიზმი და კულტურული ტურიზმი.

პროგრამის კურსდამთავრებულს ეცოდინება:

  • ბიზნესის არსი, ძირითადი კონცეფციები, ბიზნესის როლი და მნიშვნელობა ეკონომიკაში;
  • ტურიზმის მენეჯმენტის სფეროს ძირითადი თეორიები და კონცეფციები, თანამედროვე მიდგომები და პრაქტიკული ასპექტები;
  • ტურისტული ბიზნესის სტრუქტურა, საოპერაციო სპეციფიკა და მართვის პრინციპები;
  • ტურიზმის ინდუსტრიის, მასში შემავალი სექტორებისა და პროდუქტების თეორიული საფუძვლები და განვითარების შესაძლებლობები;
  • ტურისტული რესურსების ძირითადი მახასიათებლები და განვითარების პოტენციალი;
  • ტურისტული პროდუქტის განვითარების კონცეპტუალური საფუძვლები და პროცედურები;
  • ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალის ანალიზი ქვეყნის/რეგიონის/კონკრეტული ლოკაციის გათვალისწინებით;
  • ტურისტული პროდუქტების განვითარების შესაძლებლობების განსაზღვრა/შეფასება და შესაბამისი მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება;
  • ტურიზმის ინდუსტრიაში შემავალი სექტორებისა და პროდუქტების მართვის პრინციპების ანალიზი/შეფასება;
  • კონკრეტული ტურისტული მიმართულების განვითარების საჭიროების იდენტიფიცირება და სწორი სტრატეგიის შემუშავება.

სწავლის მეთოდები მოიცავს ინტერაქტიულ ლექციებსა და სემინარებს, ვერბალურ და წერით მეთოდს, მასტერკლასებს, შემთხვევის ანალიზს, პროექტებს, დისკუსია / დებატებში ჩართულობას, ჯგუფურ (collaborative) მუშაობას, თანამშრომლობითი (cooperative) სწავლებას, პროექტებზე/პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებას, გონებრივ იერიშს (Brain storming), რეფლექსიას, როლურ და სიტუაციურ თამაშებს/სიმულაციებს, დემონსტრირების მეთოდებს, მოდელირებას, ლაბორატორიულ და პრაქტიკულ მუშაობას.

დასაქმების შესაძლებლობები

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულები შეიძლება დასაქმდნენ კერძო ან საჯარო სექტორის სხვადასხვა მმართველობით და საშუალო რგოლის პოზიციებზე, წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი და განავითარონ ინოვაციური იდეები. ასევე პროგრამის კურსდამთავრებულს შესაძლებლობა აქვს სწავლა განაგრძოს უმაღლესი განათლების შემდგომ საფეხურზე.

საბაკალავრო პროგრამის მოთხოვნების შესასრულებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 კრედიტი

კურსების კატალოგი

პროგრამის აღწერა

კურიკულუმი

მოდულის სახელწოდება  ECTS კრედიტი

საუნივერსიტეტო საბაზო მოდული

60 კრედიტი

ძირითადი (major) პროგრამა

120 კრედიტი
დამატებითი (minor) პროგრამა ან
თავისუფალი კრედიტი (არჩევითი კურსები)
60 კრედიტი

სწავლის საფასური

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურზე 1 წლის სწავლის საფასური 2250 ლარია*.

სწავლაში თქვენ მიერ გადასახდელი თანხის მოცულობა დამოკიდებულია სახელმწიფო გრანტის მოცულობაზე, რომელსაც მიიღებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.

გადახდის  გრაფიკი

სტუდენტების ხელშეწყობის მიზნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 წლიდან მოქმედებს სწავლის საფასურის გადახდის სტუდენტზე მორგებული ინდივიდუალური გრაფიკის სისტემა.

სწავლის დაწყებამდე, უნივერსიტეტი სტუდენტთან აფორმებს სასწავლო ხელშეკრულებას, რომელში სტუდენტი თავად ირჩევს სწავლის საფასურის გადახდის გრაფიკის სასურველ ვარიანტს.

სტუდენტს შესაძლებლობა ექნება სწავლის წლიური საფასური გადაიხადოს:

  • სრულად, ორ ნაწილად, ოთხ ნაწილად, ექვს ნაწილად, რვა ნაწილად ან ათ ნაწილად.
  • სრულად, ორ ნაწილად, ოთხ ნაწილად, ექვს ნაწილად რვა ნაწილად ან ათ ნაწილად.

სწავლის დაფინანსების დამატებითი შესაძლებლობები

E 402 ოთახი, ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5
☏ (+995 32) 2 22 00 09 (180)
✉ bte@iliauni.edu.ge

Share on :

ბიზნესის ადმინისტრირება: საბანკო და საფინანსო საქმე
დამატებითი სპეციალობა (მაინორი)
?>
Loading please wait....