ბიზნესის სკოლის შესახებ
by webmaster on 14.03.2019 - 11:26AM
ბიზნესის სკოლის მიზანია, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოამზადოს ბიზნესის ადმინისტრირების სფეროს სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ კორპორაციულ, აკადემიურ, საჯარო თუ არასამთავრობო სექტორებში წარმატებული ადმინისტრირების და/ან სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებას, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბით.
ბიზნესის სკოლის პროგრამები სტუდენტებს უვითარებს:
- დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნების უნარს;
- ცოდნის პრაქტიკული გამოყენების უნარს;
- დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღების უნარს;
- საკუთარი აზრის არგუმენტირებულად გადმოსაცემად საჭირო ცოდნას;
- კომპანიის წინაშე არსებული პრობლემების ანალიზისა და სტრუქტურირების უნარს;
- პროექტების შემუშავებისა და მართვის უნარს.
ბიზნესის სკოლა გთავაზობთ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს. სწავლის დროს სტუდენტს საშუალება ეძლევა, იმუშაოს თანამედროვე ლაბორატორიებში, მიიღოს მონაწილეობა კვლევებში, გაიაროს პრაქტიკა და სტაჟირება მოწინავე ორგანიზაციებსა და ბანკებში.