ბიზნესის ადმინისტრირება
პროგრამის მიზანია, მოამზადოს ახალი თაობის პროფესიონალები, რომლებსაც აქვთ უნარი, განახორციელონ თანამედროვე, უახლეს მეთოდოლოგიებზე დამყარებული ორიგინალური, ინოვაციური კვლევები ბიზნესის ადმინისტრირების ფუნქციონალურ სფეროში (ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი) ცოდნის არსებული ფარგლების გაფართოების მიზნით და ჩაერთონ სწავლების პროცესში კვლევის და სწავლების ეფექტური ინტეგრაციისთვის.
სწავლის შედეგები ცოდნა და გაცნობიერება
- კურსდამთავრებულს აქვს ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში საკვლევი პრობლემატიკის/საკითხის უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნა;
- კურსდათმავრებულს აქვს საკვლევი პრობლემატიკისათვის/საკითხისათვის რელევანტური კვლევის უახლესი, ინოვაციური მეთოდების ცოდნა;
- კურსდამთავრებული აცნობიერებს ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში საკვლევი პრობლემატიკის/საკითხის შესახებ ცოდნის განახლებულ ფარგლებს არსებული ცოდნის ხელახლა გააზრებისა და ნაწილობრივი გადაფასების გზით ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
- კურსდამთავრებულს შეუძლია ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში საკვლევი პრობლემის/საკითხის განსაზღვრა და მისი აქტუალობის დასაბუთება რელევანტურ, უახლეს და სანდო ლიტერატურაზე/წყაროებზე დაყრდნობით;
- საკვლევ პრობლემასთან/საკითხთან დაკავშირებული უახლესი ცოდნის ანალიზი და სისტემატიზაცია;
- საკვლევი სფეროს შესაბამისი ახლებური კვლევითი და ანალიტიკური მეთოდებისა და მიდგომების შემუშავებითა და გამოყენებით ახალი ცოდნის შექმნა;
- ინოვაციური კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვა, განხორციელება და ზედამხედველობა;
- ახალი ცოდნის ვალიდობის დადასტურება სამეცნიერო პუბლიკაციებში;
- აკადემიური საქმიანობისას სასწავლო კონტექსტის შესაბამისად სწავლების და შეფასების ეფექტური სტრატეგიების განსაზღვრა და გამოყენება; მცირე თუ დიდი აუდიტორიის ეფექტური მართვა;
- დასკვნის გაკეთების უნარი კურსდამთავრებულს შეუძლია შერჩეული საკვლევი პრობლემატიკის/საკითხის შესწავლის თანამედროვე კონცეფციების, მიდგომების კრიტიკული და თანმიმდევრული ანალიზი, სინთეზი და შეფასება შერჩეული საკითხის/პრობლემატიკის კვლევის ინოვაციური მეთოდოლოგიის ჩამოყალიბების მიზნით;
- კვლევის შედეგების საფუძველზე შერჩეული საკითხის/პრობლემატიკის შესახებ დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბება; შერჩეული პრობლემის/საკითხის კვლევის მიზნით სწორი და ეფექტური გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე მიღების პროცესი ითვალისწინებს სამ საფეხურს:*
(1) ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება;
(2) კვლევის განაცხადის განხილვა და შეფასება დარგობრივი კომისიის მიერ;
(3) ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან.
1. ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნის დადასტურება – კანდიდატებს, რომლებმაც უნდა დაადასტურონ ინგლისური ენის ფლობის დონე, ჩაუტარდებათ შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა/ტესტირება ინგლისურ ენაში.
ინგლისური ენის ტესტისგან თავისუფლდებიან კანდიდატები, რომლებიც ინგლისური ენის სულ მცირე C1 დონის კომპეტენციას დაადასტურებენ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ დოკუმენტის წარმოდგენით:
ა) ინგლისური ენის ცოდნის სულ მცირე C1 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი:
- Cambridge ESOL Exams: Cambridge English Scale – 180; IELTS – 6.5; CAE – Grade C; FCE – Grade A; BEC Vantage – Grade A; ILEC –Pass with C1; BULATS – 74; TOEIC – 865; Aptis Test;
- TOEFL: 95;
- Pearson tests: PTE General level – 4; PTE Academic.
ბ) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი- Certus;
გ) ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომი.**
2.სადოქტორო კვლევის განაცხადის განხილვა – სადოქტორო პროგრამაზე ჩაბარებისას კანდიდატებმა რეგისტრაციისას წარმოსადგენ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინონ სადოქტორო კვლევის განაცხადი (დანართი #1), რომელიც განსახილველად და შესაფასებლად გადაეგზავნება დარგობრივ კომისიას. კვლევითი განაცხადი შეფასდება 5 ქულიანი სარეიტინგო სკალისა და დანართში #2 განსაზღვრული წესის მიხედვით. განაცხადის შეფასების მინიმალური მისაღები ზღვარია 3 ქულა. აპლიკანტები, რომელთა განაცხადი შეფასდება 3-ზე დაბალი ქულით, გამოეთიშებიან კონკურსს.
ზეპირი გამოცდა – სადოქტორო პროგრამაზე მიღების საბოლოო ეტაპზე დოქტორანტობის კანდიდატებმა დარგობრივი კომისიის წინაშე უნდა წარადგინონ პრეზენტაცია და წარმართონ თემის ირგვლივ დისკუსია. გამოცდა შეფასდება 5 ქულიანი სარეიტინგო სკალისა და დანართში #3 განსაზღვრული წესის მიხედვით. ზეპირი გამოცდის შეფასების მინიმალური მისაღები ზღვარია 3 ქულა. აპლიკანტები, რომლებიც ზეპირ გამოცდაში მიიღებენ 3-ზე დაბალ ქულას, გამოეთიშებიან კონკურსს.
საბოლოოდ, პროგრამაზე მიღებისათვის სადოქტორო კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განაცხადისა და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.
*პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ეკონომიკასა და ბიზნესის ადმინისტრირებაში ან სხვა მიმართულებით მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი. სხვა მიმართულებით მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის შემთხვევაში აპლიკანტს მოეთხოვება 7 წლიანი მენეჯერული გამოცდილება ანGMAT (ქულა -მინიმუმ 550).
**დიპლომის ნამდვილობა უნდა იყოს შესაბამისად დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ .BTE – სადოქტორო პროგრამა დანართი 2
☏ (+995 32) 2 22 00 09 (180)
✉ bte@iliauni.edu.ge
➳ ოთახები:E302 E 305, E303, E405, E403
ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
თამარ თაყაიშვილი
პროექტების მენეჯერი
➳ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5; ოთახი: E 302
☏ (+995 32) 222 00 09 (181)
✉ tamar_takaishvili@iliauni.edu.ge
სოფიო გაბისონია
ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო საფეხურის პროგრამის მესამე კურსის, საბაკალავრო საფეხურის კულტურის მენეჯმენტის პროგრამის და სადოქტორო პროგრამის კოორდინატორი
➳ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5; ოთახი: E305
✉ sopio_gabisonia@iliauni.edu.ge