ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე, ტურიზმის მენეჯმენტი)
საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი და რეგისტრაციის პროცედურა
სამაგისტრო პროგრამაზე – „ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე)“ – მიღება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების, შიდასაუნივერსიტეტო გამოცდისა და რეზიუმეს (CV) საფუძველზე.
პროგრამაზე დაიშვებიან აპლიკანტები, რომელთაც მოპოვებული აქვთ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ნებისმიერ სფეროში (სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო – ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებით).
*გაითვალისწინეთ: რეზიუმე არ განიხილება, თუ არ იქნება მითითებული/წარმოდგენილი:
- დიპლომის საშუალო ნიშანი (GPA) და GPA-ს გამოთვლის წესის დამადასტურებელი დოკუმენტი (GPA-ს მინიმალური და მაქსიმალური ქულა) ან დიპლომის ქულების საშუალო არითმეტიკული;
- სამუშაო გამოცდილებისა და სტაჟირების აღწერისას, დამქირავებელი კომპანიის/ორგანიზაციის ან უშუალო ხელმძღვანელის საკონტაქტო ინფორმაცია და პოზიციისა და სტაჟის ამსახველი ცნობა სამუშაო ადგილიდან;
- გაცვლით პროგრამაში, სასწავლო ტრენინგში, სემინარში, კონფერენციასა და სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი:
მიმართულება: | აკადემიური ხარისხი |
მენეჯმენტი | ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის მენჯმენტში |
საბანკო საფინანსო საქმე | ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი საბანკო საქმეში |
ტურიზმის მენეჯმენტი (მიმართულება მიმდინარეობს მილევად რეჟიმში) | ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ტურიზმში |
მოკლე აღწერა
სამაგისტრო პროგრამის მიზანია, მოამზადოს თანამედროვე ბიზნეს-გარემოზე, მის ცვალებად და მზარდ მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიონალი, რომელიც ბიზნესის ადმინისტრირების ერთ-ერთ დარგში (მენეჯმენტი, საბანკო-საფინანსო საქმე, ტურიზმის მენეჯმენტი) ღრმა და სისტემური თეორიული, ემპირიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე:
- იმოქმედებს, როგორც სანდო და დამოუკიდებელი ექსპერტი კომპანიის/ორგანიზაციის სტრატეგიის ჩამოყალიბის, მისი შეფასებისა და განვითარების პროცესში;
- კვლევისა და გადაწყვეტილების მიღების ინსტრუმენტების გამოყენებით, დამოუკიდებლად შეძლებს პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათ ეფექტურად გადაჭრას;
- გახდება კომპანიის/ორგანიზაციის ეფექტური გუნდის წევრი, შეძლებს მულტიდისციპლინურ გარემოში თანამშრომლობას კომპანიის/ორგანიზაციის წარმატებისათვის;
- პროფესიულ და აკადემიურ სფეროში შეძლებს მონაცემებზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებებისა და შედეგების ადვოკატირებას.
დასაქმების სფეროები
პროგრამის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს კერძო და საჯარო სექტორში მართვის სხვადასხვა ფუნქციონალურ სფეროში წამყვან მენეჯერულ პოზიციებზე.
შენიშვნა: ტურიზმის მენეჯმენტი (მიმართულება მიმდინარეობს მილევად რეჟიმში)
საკონტაქტო ინფომაცია
ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი
თბილისი, ქ.ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, E კორპუსი
☏ (+995 32) 222 00 09 (180)
✉ bte@ilaiuni.edu.ge
თამარ თაყაიშვილი
პროექტების მენეჯერი
➳ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5; ოთახი: E 302
☏ (+995 32) 222 00 09 (181)
✉ tamar_takaishvili@iliauni.edu.ge