ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი
საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი და რეგისტრაციის პროცედურა:
სამაგისტრო პროგრამაზე – „ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი“ – მიღება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების, შიდასაუნივერსიტეტო გამოცდისა და რეზიუმეს (CV) საფუძველზე.*
პროგრამაზე დაიშვებიან აპლიკანტები, რომელთაც მოპოვებული აქვთ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ნებისმიერ სფეროში (სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო – ბიზნესის, ეკონომიკის ან მედიცინის მიმართულებით).
*გაითვალისწინეთ: რეზიუმე არ განიხილება, თუ არ იქნება მითითებული/წარმოდგენილი:
- დიპლომის საშუალო ნიშანი (GPA) და GPA-ს გამოთვლის წესის დამადასტურებელი დოკუმენტი (GPA-ს მინიმალური და მაქსიმალური ქულა) ან დიპლომის ქულების საშუალო არითმეტიკული;
- სამუშაო გამოცდილებისა და სტაჟირების აღწერისას, დამქირავებელი კომპანიის/ორგანიზაციის ან უშუალო ხელმძღვანელის საკონტაქტო ინფორმაცია და პოზიციისა და სტაჟის ამსახველი ცნობა სამუშაო ადგილიდან;
- გაცვლით პროგრამაში, სასწავლო ტრენინგში, სემინარში, კონფერენციასა და სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ჯანდაცვის მენეჯმენტში
პროგრამის მიზანი
სამაგისტრო პროგრამის მიზანია, მოამზადოს საერთაშორისო ბიზნესგარემოზე, მის ცვალებად და მზარდ მოთხოვნებზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი სპეციალისტი, რომელიც ჯანდაცვის მენეჯმენტის სფეროში ღრმა და სისტემური თეორიული, ემპირიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე
- იმოქმედებს, როგორც სანდო და დამოუკიდებელი ექსპერტი კომპანიის/ორგანიზაციის სტრატეგიის ჩამოყალიბების, მისი შეფასებისა და განვითარების პროცესში;
- კვლევისა და გადაწყვეტილების მიღების ინსტრუმენტების გამოყენებით, დამოუკიდებლად შეძლებს პრობლემების იდენტიფიცირებას და მათ ეფექტურად გადაჭრას;
- გახდება კომპანიის/ორგანიზაციის ეფექტური გუნდის წევრი, შეძლებს მულტიდისციპლინურ გარემოში თანამშრომლობას კომპანიის/ორგანიზაციის წარმატებისათვის;
- პროფესიულსა და აკადემიურ სფეროებში შეძლებს მონაცემებზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებებისა და შედეგების ადვოკატირებას.
დასაქმების სფეროები
პროგრამის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს კერძო და საჯარო სექტორში ჯანდაცვის სფეროს ორგანიზაციების წამყვან მენეჯერულ პოზიციებზე.
ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი
თბილისი, ქ.ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, E კორპუსი
☏ (+995 32) 222 00 09 (180)
✉ bte@ilaiuni.edu.ge
თამარ თაყაიშვილი
პროექტების მენეჯერი
➳ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5; ოთახი: E 302
☏ (+995 32) 222 00 09 (181)
✉ tamar_takaishvili@iliauni.edu.ge