საზოგადოებრივი ურთიერთობები
მისაღები ადგილების რაოდენობა: 60 ვაკანტური ადგილი
საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: ზეპირი გამოცდა.რეზიუმე (CV)
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: საზოგადოებრივი ურთიერთობების მაგისტრი
მოკლე აღწერა:
სამაგისტრო პროგრამის მიზანია შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნებიდან გამომდინარე, საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში ისეთი კადრების მომზადება, რომლებიც ორგანიზაციული კონტექსტისგან დამოუკიდებლად შეძლებენ ორგანიზაციებისთვის საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიისა და ტაქტიკის განსაზღვრას, ასევე – ორგანიზაციების შიდა და გარე კომუნიკაციის წარმართვას, დარგში არსებული უახლესი ტენდენციებისგათვალისწინებით.
პროგრამა შემუშავებულია გერმანიის ქემნიცის ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და აშშ-ის სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტში არსებულ ანალოგიურ პროგრამებზე დაყრდნობით, აკადემიური პერსონალის გამოცდილების საფუძველზე.
დასაქმების სფეროები:
კურსდამთავრებულს შეეძლება:
- იმუშაოს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებსა და კომუნიკაციის სპეციალიზებულ სააგენტოებში;
- სწავლა განაგრძოს შემდგომ აკადემიურ საფეხურზე.
თამარ თაყაიშვილი
პროექტების მენეჯერი
➳ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5; ოთახი: E 302
☏ (+995 32) 222 00 09 (181)
✉ tamar_takaishvili@iliauni.edu.ge
მურო თაკალანძე
საზოგადოებრივი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის განვითარების მენეჯერი
➳ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5
✉ murtaz.takalandze@iliauni.edu.ge