ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ”Training for Life (T4L) Industry-Led Workforce Development” მხარდაჭერით აგრძელებს DevOps, ტექნოლოგიურ ტრენინგების სერიას Advanced IT Trainings.

პროექტის ფარგლებში სულ 120 IT სფეროს დამწყები პრაქტიკოსი განივითარებს უნარებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი DevOps-ის მიმართულებით.

პროექტი 2021 წლის 10 ოქტომბრიდან დაიწყო და მისმა 60-მა მონაწილემ 6 თვის განმავლობაში უფასოდ გაიარა ინტენსიური DevOps, DataOps და CloudOps მიმართულებებით.

მეორე ნაკადისთვის მიღება ცხადდება DevOps კურსზე, რომელიც ასევე მოიცავს DataOps-ისა და CloudOps-ის თემატიკას. ამ კურსისთვისაც 60 მონაწილე შეირჩევა. მეორე ნაკადის კურსი ფასიანია, მისი ღირებულებაა 1000 ლარი.

მონაწილეები გაივლიან ტრენინგებს, რომლებიც მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტს, და დასრულდება ფინალური პროექტით.

მონაწილეები გაივლიან კარიერული განვითარების ტრენინგებსაც, რომლებზეც გაეცნობიან, რა შესაძლებლობები არსებობს დღეს საქართველოში და საზღვარგარეთ დეველოპერების დასაქმებისთვის, შეხვდებიან წამყვანი IT კომპანიების წარმომადგენლებს და მონაწილეობას მიიღებენ დასაქმების ფორუმებში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორ IT კომპანიებთან ერთად ტრენინგების მონაწილეებს შესთავაზებს სტაჟირების პროგრამებში ჩართვას. სტაჟირება დაფინანსდება პროექტიდან 600 ლარით, თანხაში გათვალისწინებულია გადასახადებიც.

კურსში მონაწილეობას მიიღებს IT სფეროში დასაქმებული 60 პრაქტიკოსი, დაინტერესებული DevOps მიმართულებით კარიერის განვითარებაში.

კურსის ხანგრძლივობაა 6 თვე, კვირაში – 3 საათი. ღირებულება – 1000 ლარი.

პროექტის ხელმძღვანელია ერეკლე მაღრაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით;

ვისთვის არის განკუთვნილი კურსი?

კურსი განკუთვნილია დამწყები IT სფეროში მომუშავე დამწყები ინჟინრებისთვის, რომელთაც აქვთ პროგრამირების გარკვეული გამოცდილება და სურთ უახლესი ტექნოლოგიების შესწავლა პროცესებისა და მონაცემთა მართვის ავტომატიზაციის მიმართულებით.

DevOps კურსზე განხილული იქნება თემები:

  • DevOps-ის მნიშვნელობა თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებში, პროცესების ავტომატიზაცია;
  • პითონის საფუძვლები, შესავალი Flask-სა და FastAPI პაკეტებში;
  • NIX systems OS/Networking შესავალი;
  • Git-ზე დაფუძნებული სისტემების გამოყენება;
  • აპლიკაციის კონტეინერიზაცია Docker-ისა და Podman-ის გამოყენებით;
  • DevOps პროცესების დაგეგმვა;
  • არტეფაქტების მართვა;
  • ტესტირების საფუძვლები;
  • კონტეინერების მართვის ინსტრუმენტები (K8S, EKS);
  • K8S ოპერაციები; შესავალი CI/CD-ში;
  • შესავალი AWS-სა და Digital Ocean Clouds-ში;
  • პროგრამული უზრუნველყოფის მონიტორინგი, უწყვეტი ინტეგრაცია და ტესტირება.

DevOps კურსის მოთხოვნები:

  • პროგრამირების პრაქტიკული გამოცდილება (სასურველია გამოცდილება Python-ში);
  • ლინუქსის საწყისების ცოდნა: სერვისების კონფიგურაცია და მარტივი სკრიპტები შექმნა;
  • ქსელებისა და განაწილებული სისტემების საფუძვლების ცოდნა.

როგორ გავხდე პროექტის მონაწილე?

პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2022 წლის 11 დეკემბერისა. 

სააპლიკაციო ფორმა https://bit.ly/3GiNAzh

კანდიდატები შეირჩევიან მოტივაციისა და გამოცდილების საფუძველზე.

USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა მიზნად ისახავს ქვეყანაში ისეთი სექტორების გაძლიერებას, რომელთაც აქვთ დიდი პოტენციალი დასაქმების ბაზრის გაფართოების, შემოსავლის ზრდისა და წარმატებული ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაციის მიმართულებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: devops@iliauni.edu.ge

2022