11-12 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება ჰაკათონი „ციფრული განათლება მომავლისთვის Georgia – Digital Education For Future“ საერთაშორისო პროექტის DigiEduHack ფარგლებში. პროექტი 48 საათის განმავლობაში მთელ მსოფლიოში ერთდროულად მიმდინარეობს, მონაწილე ქვეყნებს ადგილზე უწევთ თავიანთ გამოწვევებზე მუშაობა.

ღონისძიება ეწყობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი” ფარგლებში.

DigiEduHack, EIT-ის (ინოვაციისა და ტექნოლოგიის ევროპული ინსტიტუტი) ხორციელდება ევროკავშირის ციფრული განათლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

ღონისძიება, რომელიც 2019 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს, მთელი ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ ქვეყნების გუნდებს აერთიანებს განათლების უკეთესი მომავლის შესაქმნელად.

2023 წლის ჰაკათონის თემაა „საზოგადოების მოქცევა ციფრული განათლების ცენტრში“. ღონისძიების მთავარ ეტაპს მასპინძლობს ესპანეთის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობა.

ჰაკათონი მონაწილეებს მოუწოდებს, შეიმუშაონ საინტერესო გადაწყვეტა და შექმნან პროტოტიპები საგანმანათლებლო თემატიკაზე. ადგილობრივ ჰაკათონში გამარჯვებულ გუნდს შესაძლებლობა ექნება, თავისი იდეა წარადგინოს DigiEduHack-ის ოფიციალურ გვერდზე, რომელზეც მას შეაფასებენ საერთაშორისო ექსპერტები. საბოლოო გამარჯვებული ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდება.


ვის შეუძლია მონაწილეობა?

16 წლის ზევით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს: სტუდენტებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, ანტრეპრენიორებს, ინოვატორებსა და ციფრული განათლებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.

რის შესახებ იქნება გამოწვევები?

წლევანდელ ჰაკათონში გვექნება რამდენიმე მიმართულება, რომელთაგან უნდა აირჩიონ მონაწილე გუნდებმა, ესენია:

  • აპლიკაციის / პლატფორმის შექმნა
  • სამაგიდო თამაშების/კომპიუტერული თამაშების/VR თამაშების შექმნა
  • მონაცემთა დამუშავება განათლების მიმართულებით
  • ბლოკჩეინის გამოყენება განათლებისთვის

დღეს განსაკუთრებით მოთხოვნადია ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება სასწავლო პროცესში, ამიტომ ჰაკათონის თემა იქნება ციფრული განათლება. ეს მიმართულება ხელს უწყობს საგანმანათლებლო პროცესს და გვეხმარება უკეთესი შედეგის მიღწევაში. ჰაკათონის მიმდინარეობისას მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, შექმნან აპლიკაციები, პლატფორმები, საგანმანათლებლო თამაშების პროტოტიპები (როგორც სამაგიდო, ისე კომპიუტერული, VR თამაშები), იმუშაონ მონაცემებზე და დაადგინონ, როგორ შეუძლიათ ციფრულ ინსტრუმენტებს გააძლიერონ საზოგადოების მონაწილეობა ამ სფეროში.

რეგისტრაცია ინდივიდუალურია თუ ჯგუფური?

მონაწილეებს რეგისტრაცია შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფის სახით. ჯგუფის შექმნა ან წევრის დამატება შესაძლებელი იქნება ღონისძიების დაწყებამდე ან მის პირველ დღეს.

ჯგუფის წევრების მინიმალური რაოდენობა 2 ადამიანია, მაქსიმალური – 5.

ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია?

აუცილებელია, გუნდის მინიმუმ ერთმა წევრმა მაინც იცოდეს ინგლისური ენა, რადგან თითოეულმა მონაწილე გუნდმა იდეა DigiEduHack-ის ოფიციალურ გვერდზე უნდა წარადგინოს.


რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/MkC3XGAx4yH1jVH99

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 7 ნოემბერი, 23:59 საათი

ჰაკათონის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 6 ნოემბერს, 19:00 საათზე, ონლაინზუმის მეშვეობით. დაინტერესებული პირები მასზე დასწრებას შეძლებენ შემდეგი ბმულის საშუალებით https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/87615100461

წინა წლის პროექტები შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://shorturl.at/mEOTX

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: fablab@iliauni.edu.ge

2023