21 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ტექნოლოგიის სკოლის გაზაფხულის სემესტრის ყოველკვირეული სემინარის ფარგლებში ასისტენტ-პროფესორი მარიამ მიქელაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას „დრეკადობის თეორიის კვაზისტატიკის ამოცანები სამგვარი ფოროვნობის მქონე ნანომასალებისთვის“.

XXI საუკუნეში ნანოსტრუქტურის ფოროვანი მასალების მექანიკური თვისებების პროგნოზირება უწყვეტ გარემოთა მექანიკის ერთ-ერთი აქტუალური თემაა.

ბუნებრივ და ხელოვნურ ნანოფოროვან მასალებს მრავალფოროვანი ნანომასშტაბიანი სტრუქტურის გამო უნიკალური მექანიკური, თერმული და სხვა თვისებები აქვთ, რის გამოც ფართოდ გამოიყენება ინჟინერიაში, ტექნოლოგიაში, მედიცინასა და სხვა არაერთ სფეროში.

მომხსენებელი ისაუბრებს, რა სახის ნანოსტრუქტურულ მასალებზე მიმდინარეობს კვლევები და რაოდენ მნიშვნელოვანია ბმული პროცესების მექანიკური ეფექტების გათვალისწინება ფოროვანი გარემოს თანამედროვე თეორიებში.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 21 ივნისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5