როვნული საუნივერსიტეტო სტარტაპკონკურსი მიმდინარეობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კლივლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტის Cleveland State University, რეგიონული განვითარების სააგენტოს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა GITA • Tech Park და ამერიკის საელჩოს თანამშრომლობით.
კონკურსის ჟიურის წევრთა გადაწყვეტილებით, გამარჯვებულ გუნდს ”PHARAO” შესაძლებლობა ჰქონდა, გასცნობოდა უცხოურ სტარტაპის ეკოსისტემას, შეხვედროდა ინვესტორებს და გაეცნო იდეა დაინტერესებული პირებისთვის.
ერთკვირიანი ვიზიტის დროს გუნდი გაეცნო კლივლენდის უნივერსიტეტის სტარტაპის ეკოსისტემას, შეხვდა უნივერსიტეტის საინფორმაციო სისტემების პროფესორ ჩარლი მაკელროის, დაამყარეს ახალი ურთიერთობები, მოინახულეს Weston Ideation Lab – ვესტონის იდეების ლაბორატორია, სადაც იდეებს ცდიან, ამტკიცებენ და რეალობად გარდაქმნიან.
ვიზიტი სტარტაპისთვისკარგი გამოცდილება იყო, რადგან მათ დაისახეს ახალი გეგმები და მიზნები, რომლებიც ხელს შეუწყობს სტარტაპის განვითარებას.
PHARAO ქმნის ნამდვილი ადამიანების 3D ასლების პლატფორმას ინოვაციური ლაზერული სკანირების ტექნოლოგიით და აგვარებს ციფრულ სივრცეებში, VR-ში, მეტავერსებსა და თამაშებში მომხმარებლის რეალისტური წარმოჩინების პრობლემას.
კონკურსში მონაწილეობდნენ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა გუნდები.
კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში სამეწარმეო ეკოსისტემის გაუმჯობესება-განვითარებასა და ქართველი სტუდენტებისთვის პრაქტიკული სამეწარმეო განათლებისა და სტარტაპაზროვნების ჩამოყალიბებას.
2022