ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების ფაკულტეტი 2019 წელს შეიქმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ფაკულტეტის მიზანია სამი მიმართულების – ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების – სინერგიით იმგვარი საუნივერსიტეტო პროგრამები შეიმუშაოს, რომელთა გამოყენებითი პოტენციალი ემსახურება საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების მართვისა და კვლევის საფუძვლების შექმნას.
ფაკულტეტი 3 სკოლისგან შედგება:
ფაკულტეტი ერთ სტრუქტურაში ასახავს, ერთი მხრივ, ტექნოლოგიებისა და ბიზნესის მჭიდრო კავშირს, რაც დღევანდელ მსოფლიოში ტრენდია, როგორც რეალურ ცხოვრებაში, ისე საგანმანათლებლო სივრცეში; ხოლო, მეორე მხრივ, ტექნოლოგიებისა და განათლების კავშირს, რაც ახალი რესურსია განათლების პროგრამებისთვის, რომლებიც ილიაუნისთვის ყოველთვის იყო იდენტობის მნიშვნელოვანი ფაქტორი (მისი შექმნის ისტორიიდან გამომდინარე).
ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების ფაკულტეტი პროგრამების არსებული კომპოზიციით, ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსებით, სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალით, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და საერთაშორისო პარტნიორებით იძლევა შესაძლებლობას, მოამზადოს:
- ბიზნესის ადმინისტრირების ისეთი სპეციალისტები, რომლებსაც ექნებათ საჭირო უნარები და შესაბამისი ტექნოლოგიების ცოდნა, რათა უპასუხონ თანამედროვე გამოწვევებს სწრაფად ცვალებად გარემოში და იყვნენ მოთხოვნადი შრომით ბაზარზე;
- საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებების ისეთი სპეციალისტები, რომლებსაც ექნებათ ადგილობრივ და საერთაშორისო ინდუსტრიასთან მუშაობის გამოცდილება, შესწავლილი ექნებათ ბიზნესისა და განათლების მიმათულებები და, შესაბამისად, კონკურენტუნარიანი იქნებიან არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო შრომით ბაზარზე;
- განათლების სფეროს წარმატებული სპეციალისტები და მკვლევრები, რომლებიც შეძლებენ თანამედროვე, საერთაშორისო და ეროვნული მოთხოვნების შესაბამისი ინოვაციური და მეცნიერულად დასაბუთებული ცოდნის შექმნასა და გავრცელებას; ასევე განათლების კვლევებსა და აკადემიურ პროგრამებში ინტერდისციპლინარული მიდგომების გამოყენებით ტექნოლოგიებისა და ბიზნესის მიმართულებებთან სინქრონიზაციას და სხვა დარგებთან კავშირების გაძლიერებას.
თანამედროვე უნივერსიტეტები ცოდნის გარდა პრაქტიკულ გამოცდილებასაც სთავაზობენ სტუდენტებს. ამის გარდა, ბევრი თანამედროვე სერვისი თუ ტექნოლოგია უშუალოდ უნივერსიტეტებში შეიქმნა. ფაკულტეტზე არსებული ლაბორატორიები სამივე მიმართულების სტუდენტებისთვის იქნება ბაზა, რომელიც თეორიულად მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა და ახალი პროექტების განხორციელებას შესაძლებელს გახდის სწავლის პროცესშივე.
ერთ ფაკულტეტის ქოლგის ქვეშ ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების მიმართულების სტუდენტებს შეეძლებათ საუნივერსიტეტო ლაბორატორიებში სწავლის პროცესშივე განახორციელონ ერთობლივი მაღალტექნოლოგიური პროექტები, დაიწყონ სტარტაპები ან შეიძინონ ისეთი მრავალფეროვანი ცოდნა და უნარები, რომ გახდნენ წარმატებული ფრილანსერები.
ფაკულტეტზე მიღება იწარმოებს სწავლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე.
ინფრასტრუქტურა და ლაბორატორიები
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსი
- ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია Fablab
- ილიაუნის პრეაქსელერატორი Zoomout
- ილიაუნის კიბერლაბორატორია Unilab
- ილიაუნის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისი TCO
- კონსტრუქციების და საშენი მასალების ლაბორატორია
- გეოტექნიკური (გრუნტების მექანიკის) ლაბორატორია; ჰიდრავლიკის (წყლის) ლაბორატორია;
- ელექტრული ინჟინერიის ლაბორატორიები; კომპიუტერული ინჟინერიის ლაბორატორია;