დამატებითი სპეციალობა (მაინორი) – BTE

განათლების სკოლა

საბაკალავრო პროგრამები

დამატებითი სპეციალობა (მაინორი)

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ძირითად (major) სპეციალობასთან ერთად, გთავაზობთ შესაძლებლობას აირჩიოთ დამატებითი (minor) სპეციალობა, რომელიც მოიცავს 60 (ECTS) კრედიტს.

დამატებითი სპეციალობა თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ კურიკულუმით გათვალისწინებული არჩევითი თავისუფალი კრედიტების ნაცვლად.

თქვენ მიერ არჩეული დამატებითი სპეციალობის (minor) მიმართულება უნდა იყოს თქვენი ძირითადი პროგრამის (major) მიმართულებისგან განსხვავებული.

მაინორის არჩევის შემთხვევაში, სწავლის დასრულებისთვის გექნებათ ორი სპეციალობა, რაც კიდევ უფრო კონკურენტულს გაგხდით შრომის ბაზარზე.

ვის შეუძლია დამატებითი სპეციალობის (Minor) არჩევა?

დამატებითი სპეციალობის (Minor) არჩევა შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლების საბაკალავრო საფეხურზეა, გარდა:

  • სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისა;
  • სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ასარჩევად გთავაზობთ შემდეგ დამატებით სპეციალობებს:

Share on :

მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა / დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლება (I-VI კლასები)
პროგრამების კატალოგი
?>
Loading please wait....