სპეციალური განათლება – დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლება (I-VI კლასები)
პროგრამის მიზანია მოამზადოს სპეციალური განათლების სპეციალისტი, რომელიც მულტიდისციპლინური თანამშრომლობის გზით უზრუნველყოფს ინკლუზიური საგანმანათლებლო პროცესის მართვასა და გარემოს მოწყობას პიროვნებისა და ჯგუფის საჭიროების შესაბამისად.
პროგრამა ემსახურება სტუდენტებში კომპლექსური თეორიული ცოდნის შეძენასა და პრაქტიკული უნარების უზრუნველყოფას.
პროგრამის პრიორიტეტია სტუდენტებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პიროვნებისა და ჯგუფის განათლების ეფექტური სტრატეგიების სწავლება და სპეციალური და ინკლუზიური განათლების კვლევა.
- ლექცია;
- სემინარი;
- დისკუსია და დებატები;
- ინდივიდუალური, წყვილებში და ჯგუფური მუშაობის მეთოდები;
- შემთხვევის ანალიზი;
- პრეზენტაცია;
- პროექტებით სწავლება;
- კოგნიტური დიაგრამებით სწავლება;
- უკუკავშირის მეთოდები;
- პრაქტიკული მუშაობა, პრაქტიკაზე დაკვირვება, ანალიზი, რეფლექსია;
- პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდები და სხვა.
პროგრამით გათვალისწინებული კომპონენტების ფარგლებში შესაძლოა გამოყენებული იყოს ზემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე მეთოდი ან ნებისმიერი სხვა მეთოდი კონკრეტული სასწავლო ამოცანიდან გამომდინარე, რაც ასახულია შესაბამის სილაბუსში.
კურსდამთავრებული / კურსდამთავრებულს
- იყენებს ჯგუფისა და პიროვნების სწავლების ეფექტურ სტრატეგიებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს;
- შეუძლია საგანმანათლებლო გარემოს შეფასება და მისი მორგება პიროვნებისა და ჯგუფის საგანმანათლებლო საჭიროებებზე;
- შეუძლია სასწავლო პროცესის დაგეგმვა და მართვა, მისი ეფექტიანობის შეფასება, მტკიცებულებებსა და მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებათა მიღება საგანმანათლებლო პროცესის გასაუმჯობესებლად;
- სპეციალური მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით შეუძლია სხვადასხვა საგანმანათლებლო გარემოს კონტექსტში პიროვნებისა და ჯგუფის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირება დიფერენცირებული მიდგომის დანერგვის მიზნით.
სპეციალური მასწავლებლის, კონსულტანტის, ტრენერის, კოორდინატორის და სხვა მსგავს პოზიციებზე საჯარო, არასამთავრობო, კერძო დაწესებულებებში, კერძოდ,
- ზოგადსაგანმანათლებლო (მათ შორის სპეციალიზებული პროფილის), სკოლამდელი, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;
- სოციალური და დასაქმების მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება (აბილიტაცია/რეაბილიტაცია, დღის ცენტრი, ბავშვთა ადრეული განვითარება და სხვ.);
- არაფორმალური საგანმანათლებლო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება.
სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამის დასასრულებლად და სპეციალური განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს 120 კრედიტი:
- სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და მართვის ბლოკი – 48 კრედიტი;
- სპეციალიზაციის ბლოკი – 42 კრედიტი;
- სამაგისტრო ნაშრომის ბლოკი – 30 კრედიტი.
- ბაკალავრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- შესაბამისი საერთო სამაგისტრო გამოცდისა და უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის წარმატებით ჩაბარება.
შენიშვნა:
- პროგრამაზე მიღების პირობები, შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის მოთხოვნები და შეფასების სისტემა განთავსდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
- პროგრამაზე სწავლებისთვის აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (პროგრამაზე სწავლის მსურველების ენობრივი კომპეტენცია ინგლისურ ენაში შემოწმდება შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ფარგლებში).
E 402 ოთახი, ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
☏ (+995 32) 2 22 00 09 (180)