ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება) – BTE

განათლების სკოლა

სასერტიფიკატო პროგრამები

ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება)

პროგრამა განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებიც ფლობენ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხს, ჩაბარებული აქვთ შესაბამისი საგნის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა და სურთ მასწავლებლად მუშაობა.

პროგრამის მიზანია მოამზადოს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური) მასწავლებელი, რომელსაც ექნება წარმატებული პროფესიული საქმიანობისათვის შესაბამისი თეორიული ცოდნა, პრაქტიკული უნარ-ჩვევები და ღირებულებები და შეძლებს უპასუხოს მასწავლებლისათვის წაყენებულ თანამედროვე მოთხოვნებს.

პროგრამის სახელწოდება: ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება)

სწავლების ენა: ქართული

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 60 ECTS

  • პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის ბლოკიდან – 30 კრედიტი;
  • სასკოლო პრაქტიკის ბლოკიდან – 6 კრედიტი;
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სწავლების ბლოკი– 24 კრედიტი.

შენიშვნა: პროგრამის დასასრულს ყველა სტუდენტი წარმოადგენს ელექტრონულ პორტფოლიოს. ამ კომპონენტში სტუდენტი ფასდება „ჩათვლით“ ან „არჩათვლით“. კურსდამთავრებული პროგრამის დასრულების დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებს პორტფოლიოს დადებითად შეფასების შემთხვევაში.

პროგრამის კურსდამთავრებულს

  • შეუძლია დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, ეროვნული სასწავლო გეგმის, სკოლის პრიორიტეტების, მოსწავლეთა საჭიროებებისა და მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო გეგმების, მათ შორის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის, შემუშავება, მათზე დაყრდნობით სასწავლო პროცესის წარმართვა და შეფასება;
  • შეუძლია მოსწავლეებს განუვითაროს ესთეტიკური აღზრდისთვის აუცილებელი გამჭოლი უნარები და ღირებულებები (შემოქმედებითობა, ანალიზისა და ინტერპრეტაციის უნარი);
  • შეუძლია საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება ესთეტიკური ბლოკის საგნების სწავლებისას;
  • იცის პიროვნების განვითარებისა და განათლების ძირითადი თეორიები და შეუძლია ამ ცოდნის ეფექტიანად გამოყენება თითოეული მოსწავლის, მათ შორის სსსმ მოსწავლეთა, ფიზიკური, სოციალურ-ემოციური თუ კოგნიტური განვითარებისთვის ხელშემწყობი უსაფრთხო, თავისუფალი და მამოტივირებელი სასწავლო გარემოს შესაქმნელად.
  • ლექცია / სემინარი;
  • დისკუსია და დებატები;
  • ინდივიდუალური, წყვილებში და ჯგუფური მუშაობის მეთოდები;
  • სიტუაციის ანალიზი (Case Study);
  • პრეზენტაცია;
  • დემონსტრირება;
  • პროექტებით სწავლება;
  • კოგნიტური დიაგრამებით სწავლება;
  • უკუკავშირის მეთოდები;
  • პედაგოგიური პრაქტიკა; პედაგოგიურ პრაქტიკაზე დაკვირვება, ანალიზი, რეფლექსია;
  • პრაქტიკული მუშაობა;
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდები და სხვ.
  • კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს
  • კერძო და საჯარო სკოლებში;
  • დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების უფროს მასწავლებლად;
  • მოსწავლეთა და აბიტურიენტთა მოსამზადებელ ცენტრებში;
  • პედაგოგთა გადამზადების ცენტრებში;
  • საგანმანათლებლო რესურსცენტრებში;
  • განათლების სფეროში მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში.

პროგრამაზე რეგისტრაცია ტარდება ელექტრონულად.

რეგისტრაციის დროს აპლიკანტმა სისტემაში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

  • ავტობიოგრაფია/ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ცნობა საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ გამოცდაზე რეგისტრაციის ნომრის, მიღებული და მინიმალური გამსვლელი ქულის მითითებით (ცნობა აპლიკანტმა უნდა გამოითხოვოს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტიდან (NAEC));
  • რეგისტრაციისას საგნის გამოცდის ჩაბარების ცნობის არარსებობის შემთხვევაში უნდა აიტვირთოს საგამოცდო ბარათი. გაითვალისწინეთ, პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას სავალდებულოა წარმოდგენილი იყოს აღნიშნული ცნობა;
  • მასწავლებლის სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში სანოტარო წესით დამოწმებული მასწავლებლის სერტიფიკატის ასლი;
  • ელექტრონული ფოტოსურათი, პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში კი ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოდგენილი უნდა იყოს ორი ფოტოსურათი და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი; უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაშიგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი; ფაკულტეტის ადმინისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაშიგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დიპლომის ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის).
  • პროგრამა ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, დაფინანსებული ადგილების რაოდენობა განისაზღვრება ყოველწლიურად;
  • ფასიანი ადგილების გამოცხადების შემთხვევაში პროგრამის წლიური საფასურია 2250 ლარი.
  • ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • შესაბამისი საგნისა და საფეხურის საგნის კომპეტენცია, დადასტურებული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდით; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური).
  • შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა – გასაუბრება.

E 402 ოთახი, ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

☏ (+995 32) 2 22 00 09 (180)

✉ bte@iliauni.edu.ge

Share on :

ბიზნესის სკოლის დოქტორანტთა სადოქტორო ნაშრომები
ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (მუსიკა)
?>
Loading please wait....