ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება – I-IV კლასები)
პროგრამა განკუთვნილია იმ პირთათვის, რომლებიც ფლობენ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხს, ჩაბარებული აქვთ შესაბამისი საგნის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა და სურთ მასწავლებლად მუშაობა.
პროგრამის მიზანია მოამზადოს დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასები) ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი, რომელსაც ექნება წარმატებული პროფესიული საქმიანობისათვის შესაბამისი თეორიული ცოდნა, პრაქტიკული უნარ-ჩვევები და ღირებულებები და შეძლებს უპასუხოს მასწავლებლისთვის წაყენებულ თანამედროვე მოთხოვნებს.
პროგრამის სახელწოდება: ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა,ბუნებისმეტყველება –- I-IV კლასები)
სწავლების ენა: ქართული
დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 60 ECTS
- პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის ბლოკი – 27 კრედიტი
- საგნობრივი მეთოდიკების ბლოკი – 27 კრედიტი
- სასკოლო პრაქტიკის ბლოკი – 6 კრედიტი
შენიშვნა: პროგრამის დასასრულს ყველა სტუდენტი წარმოადგენს ელექტრონულ პორტფოლიოს. ამ კომპონენტში სტუდენტი ფასდება „ჩათვლით“ ან „არჩათვლით“. კურსდამთავრებულს პროგრამის დასრულების დამადასტურებელ სერტიფიკატს აძლევენ პორტფოლიოს დადებითად შეფასების შემთხვევაში.
პროგრამის კურსდამთავრებულს
- შეუძლია დაწყებით საფეხურზე (I-IV კლასები) ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, ეროვნული სასწავლო გეგმის, სკოლის პრიორიტეტების, მოსწავლეთა საჭიროებებისა და მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო გეგმების, მათ შორის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის, შემუშავება, მათზე დაყრდნობით სასწავლო პროცესის წარმართვა და შეფასება;
- შეუძლია დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის საბაზისო აკადემიური უნარების (წიგნიერება, მათემატიკური წიგნიერება, ეკოლოგიური წიგნიერება, საინფორმაციო წიგნიერება) განვითარება;
- იცის პიროვნების განვითარებისა და განათლების ძირითადი თეორიები და შეუძლია ამ ცოდნის ეფექტიანად გამოყენება თითოეული მოსწავლის, მათ შორის სსსმ მოსწავლეთა, ფიზიკური, სოციალურ-ემოციური თუ კოგნიტური განვითარებისთვის ხელშემწყობი უსაფრთხო, თავისუფალი და მამოტივირებელი სასწავლო გარემოს შესაქმნელად;
- შეუძლია თვითშეფასების, კოლეგებისაგან, დირექციისაგან, მოსწავლეებისაგან, მშობლებისაგან მიღებული უკუკავშირისა და მოსწავლეთა საჭიროებების ანალიზის საფუძველზე საკუთარი პრაქტიკის კომპლექსური, თანმიმდევრული და კრიტიკული ანალიზი – ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება და პროფესიული განვითარების შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა.
- ლექცია / სემინარი;
- დისკუსია და დებატები;
- ინდივიდუალური, წყვილებში და ჯგუფური მუშაობის მეთოდები;
- სიტუაციის ანალიზი (Case Study);
- პრეზენტაცია;
- დემონსტრირება;
- პროექტებით სწავლება;
- ექსპერიმენტი;
- კოგნიტური დიაგრამებით სწავლება;
- უკუკავშირის მეთოდები;
- პედაგოგიური პრაქტიკა; პედაგოგიურ პრაქტიკაზე დაკვირვება, ანალიზი, რეფლექსია;
- ლაბორატორიული და პრაქტიკული მუშაობა;
- პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდები და სხვ.
კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს
- კერძო და საჯარო სკოლებში;
- დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასები) ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების უფროს მასწავლებლად;
- მოსწავლეთა და აბიტურიენტთა მოსამზადებელ ცენტრებში;
- პედაგოგთა გადამზადების ცენტრებში;
- საგანმანათლებლო რესურსცენტრებში;
- განათლების სფეროში მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში.
რეგისტრაციის დროს აპლიკანტმა სისტემაში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
- ა) ავტობიოგრაფია/ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ცნობა საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ გამოცდაზე რეგისტრაციის ნომრის, მიღებული და მინიმალური გამსვლელი ქულის მითითებით (ცნობა აპლიკანტმა უნდა გამოითხოვოს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრიდან (NAEC));რეგისტრაციისას საგნის გამოცდის ჩაბარების ცნობის არარსებობის შემთხვევაში უნდა აიტვირთოს საგამოცდო ბარათი. გაითვალისწინეთ, პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას სავალდებულოა წარმოდგენილი იყოს აღნიშნული ცნობა;
- მასწავლებლის სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში სანოტარო წესით დამოწმებული მასწავლებლის სერტიფიკატის ასლი;
- ელექტრონული ფოტოსურათი, პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში კი ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოდგენილი უნდა იყოს ორი ფოტოსურათი და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი;უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი; ფაკულტეტის ადმინისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დიპლომის ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის).
- პროგრამა ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, დაფინანსებული ადგილების რაოდენობა განისაზღვრება ყოველწლიურად;
- ფასიანი ადგილების გამოცხადების შემთხვევაში პროგრამის წლიური საფასურია 2250 ლარი.
- ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- შესაბამისი საგნისა და საფეხურის საგნის კომპეტენცია, დადასტურებული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული დაწყებითი საფეხურის პედაგოგების (I-IV კლასები) გამოცდით;
- შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა – გასაუბრება.
ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
☏ (+995 32) 2 22 00 09 (180)