27 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში ილიაუნის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის მოწვევით სოფიის წმინდა კლიმენტ ოჰრიდელის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი მარია ტრიფონოვა წაიკითხავს ლექციას „გარემოს გათვალისწინება ეკონომიკურ ანალიზში: ევროკავშირის ნახშირბადის ბაზრის გაკვეთილები”.

მომხსენებელი ისაუბრებს ნახშირბადის ფასების მექანიზმის სირთულეებსა და ამ კუთხით ევროკავშირის გამოცდილებასა და გაკვეთილებზე, განიხილავს ნახშირბადის ფასის დადგენის ფუნდამენტურ საკითხებს, ევროკავშირის ემისიებით ვაჭრობის სისტემის (EU ETS) ეკონომიკურ ეფექტებს, ნახშირბადით ვაჭრობის სამომავლო პერსპექტივას ევროკავშირში, ასევე ნახშირბადის საზღვრის რეგულირების მექანიზმს (CBAM) და ეროვნულ პოლიტიკასა და მარეგულირებელ ჩარჩოს ენერგეტიკული თანამეგობრობის ქვეყნებში მონიტორინგის, ანგარიშგებისა და გადამოწმების (MRV) სისტემების ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირებისთვის.

სემინარი დასრულდება დისკუსიით საქართველოსთვის ამ მექანიზმების გამოყენებისა და მათი შესაძლო ეკონომიკური ეფექტების შესახებ.

განსახილველი თემები:

  • ნახშირბადის ბაზრის პრინციპები და ეკონომიკური შედეგები;
  • ნახშირბადის ბაზრის ევროპული მოდელი და მისი შესაძლო გამოყენება სხვა რეგიონებში;
  • ენერგეტიკული გაერთიანების MRV სისტემის ოპერაციული ასპექტები;
  • საქართველოში ნახშირბადის ბაზრის დანერგვის პერსპექტივები.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 27 ივნისი, 17:00

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

დასწრება თავისუფალია.