3 აპრილს განათლების სკოლამ გამართა სამუშაო შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართულ ლექტორებსა და პარტნიორი სკოლის წარმომადგენელ ტუტორ მასწავლებლებთან. შეხვედრაზე განიხილეს სასკოლო პრაქტიკის ეფექტიანად განხორციელებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო, ასევე შინაარსობრივი საკითხები. დაიგეგმა თანამშრომლობის შემდგომი აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს სასკოლო პრაქტიკის წარმატებით განხორციელებასა და მომავალ მასწავლებლებში პრაქტიკული უნარების განვითარებას.

2022 წელი