5 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ტექნოლოგიის სკოლის გაზაფხულის სემესტრის ყოველკვირეული სემინარის ფარგლებში ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის ასოცირებული პროფესორი ია კუპატაძე და ასისტენტ-პროფესორი ნანა ზაზანაშვილი წაიკითხავენ საჯარო მოხსენებებს.

  • 17:00 საათი  – „თბილისი, როგორც ურბანული თანაკვეთის სივრცე – პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს წარდგენა“

ტექნოლოგიის სკოლის ასოცირებული პროფესორი ია კუპატაძე

სემინარზე წარმოდგენილი იქნება  პროექტის „თბილისი, როგორც ურბანული თანაკვეთის სივრცე“ ფარგლებში ია კუპატაძისა და მისი გუნდის მიერ შესრულებული სამუშაო. თბილისი მოსახლეობის მრავალფეროვნებით, ისტორიით, მოგონებებით, ურბანული ქსოვილით ქმნიდა ქალაქის მრავალშრიან სურათს – ანსამბლს, რომელიც საბჭოთა პერიოდის დაწყებასთან ერთად მნიშვნელოვნად იცვლება, საბჭოთა ქალაქის განვითარების ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით იგეგმება და  ამ სისტემის იდეოლოგიის ერთ-ერთ მატარებელ ორგანიზმად გადაიქცევა.

სემინარზე განხილული იქნება თბილისის განვითარების ეტაპები, კონცეფციები და რეალურად განხორციელებული ცვლილებები საბჭოთა ურბანიზმის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით.

  • 17:40 საათი – „თბილისის ურბანული გამოწვევები მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მაგალითზე“

ტექნოლოგიის სკოლის ასისტენტ-პროფესორი ნანა ზაზანაშვილი

სემინარზე წარმოდგენილი იქნება კვლევის შედეგები –  მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ურბანული განვითარების ტენდენციების მიმოხილვა,  საკვლევ არეალში დაგეგმილი მშენებლობების შეფასება და მათი ზეგავლენა კულტურული მემკვიდრეობის, მიწათსარგებლობისა და მობილობის კუთხით.

კვლევა განხორციელდა ღია საზოგადოების ფონდის (სამოქალაქო საზოგადოების ფონდი) მხარდაჭერით.

კვლევის ავტორები: თამარ ამაშუკელი, ნანა ზაზანაშვილი, ანა ხუროძე, ელენე ხუნდაძე, ვიზუალური მასალა: პავლე მაისურაძე, გიორგი მუზაშვილი, მიხეილ ჭინჭარაული

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 5 ივლისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

დასწრება თავისუფალია.

2024