ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წელს  განხორციელდება მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამები შემდეგი მიმართულებებით:

  • ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო-საშუალო საფეხური);
  • მათემატიკა (საბაზო-საშუალო საფეხური);
  • საზოგადოებრივი მეცნიერებები:

ისტორია (საბაზო-საშუალო საფეხური);
სამოქალაქო განათლება (საბაზო-საშუალო საფეხური);
გეოგრაფია (საბაზო-საშუალო საფეხური);

  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:

ბიოლოგია (საბაზო-საშუალო საფეხური);
ფიზიკა (საბაზო-საშუალო საფეხური);

  • უცხო ენები:

ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური);
გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური);
რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური);

  • ქართული, როგორც მეორე/უცხო ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური);
  •  მუსიკა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური);
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური);
  • დაწყებითი განათლება (I-IV კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების მასწავლებელი)

რეგისტრაციის დროს წარმოსადგენი დოკუმენტაცია

პროგრამაზე რეგისტრაცია და შიდასაუნივერსიტეტო მისაღები გამოცდები ჩატარდება ელექტრონული ფორმატით.

რეგისტრაციის  დროს აპლიკანტმა სისტემაში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) ავტობიოგრაფია (CV) – ქართულ ენაზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ გამოცდაზე რეგისტრაციის ნომრის, მიღებული და მინიმალური გამსვლელი ქულის მითითებით (ცნობა აპლიკანტმა უნდა გამოითხოვოს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტიდან (NAEC)).

რეგისტრაციისას საგნის გამოცდის ჩაბარების ცნობის არარსებობის შემთხვევაში, უნდა აიტვირთოს საგამოცდო ბარათი. გაითვალისწინეთ, პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში, ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას სავალდებულოა, წარმოადგენილი იყოს აღნიშნული ცნობა.

დ) მასწავლებლის სერტიფიკატის არსებობის  შემთხვევაში, სანოტარო წესით დამოწმებული მასწავლებლის სერტიფიკატის ასლი;
ე) ელექტრონული ფოტოსურათი, პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში კი,  ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოდგენილი უნდა იყოს ორი ფოტოსურათი და  ფოტოსურათის ელვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD).
ვ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა  შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი;

უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;
ზ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის).

თითოეული პროგრამისა და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ფორმატისა და შეფასების კრიტერიუმების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

„პროგრამა ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, უახლოეს მომავალში მოგაწვდით ინფორმაციას რეგისტრაციის ვადებისა და თითოეულ მიმართულებაზე მისაღები ადგილების შესახებ”.