კომპიუტერული მეცნიერება
პროგრამა შემუშავებულია 2020 წელს და ექვემდებარება პერიოდულ განახლებას.
პროგრამის შემუშავების, დანერგვისა და მისი განვითარების პროცესში აქტიურად ვთანამშრომლობთ კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტსა (Karlsruhe Institute of Technology) და შტაინბუხის გამოთვლით ცენტრთან (Steinbuch Center of Computing).
პროგრამა შემუშავდა 20-მდე მსხვილი ადგილობრივი და საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიის ჩართულობით, მათ შორის საქართველოს ბანკის, ლიბერთი ბანკის, ორიენტ ლოჯიკის, Edison LTD-ის, Innotec LTD-ის, TulaCo-ს, Feedc-ის, Deutsche Post DHL Group-ისა და სხვ., რაც პროგრამას ბაზრის საჭიროებებზე მორგებულს ხდის და განაპირობებს მის უნიკალურობას, ჩვენს კურსდამთავრებულებს კი დასაქმების მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს.
კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის მიზანია, მოამზადოს სტუდენტები მათ მიერ არჩეული სპეციალობისთვის. პროგრამის მიზანია უზრუნველყოს ხარისხიანი სწავლების პროცესი, სტუდენტებს მისცეს რჩევა და გაუწიოს დახმარება, რათა მათ მიიღონ ის ცოდნა, რაც აუცილებელია კომპიუტერული მეცნიერების დარგის მაღალი მოთხოვნებიდან გამომდინარე.
პროგრამის საგანმანათლებლო მიზნები შეესაბამება ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის მისიას, რაც გულისხმობს ცოდნის შექმნას, გაცემასა და გამოყენებას, რათა ხელი შეუწყოს მეცნიერებისა და საზოგადოების განვითარებას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
გარდა საჭირო პროფესიული უნარების მიწოდებისა, პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტებს ისეთი ცოდნით, რაც მათ დაეხმარება საზოგადოებაში ეფექტური და ჰარმონიული ცხოვრებისთვის. პროგრამის ზოგიერთი კურსი ხელს შეუწყობს მომავალი კურსდამთავრებულების კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას, ხოლო კურსების ნაწილი მიაწვდის მათ საბაზისო ცოდნას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. ჯგუფურ მუშაობაზე აქცენტი, ასევე ძირითადი კურსის სტრუქტურა მიმართულია იმისკენ, რომ შეავსოს კომპიუტერული პროგრამების ინჟინრების, ვებ და მობილური აპლიკაციების დეველოპერების, მონაცემების ინჟინრების, მონაცემთა მეცნიერების, სისტემისა და მონაცემთა დეველოპერებისა და ადმინისტრატორების მიმართ მზარდი მოთხოვნა.
პროგრამის ფარგლებში მათემატიკის, ალბათობის თეორიისა და სტატისტიკის ფუნდამენტური კურსები კარგად არის ინტეგრირებული კომპიუტერული პროგრამების ინჟინერიის, სისტემის ადმინისტრირებისა და მონაცემთა მეცნიერებების კურსებში. პროგრამის სტრუქტურა უზრუნველყოფს ადეკვატური პრაქტიკული და თეორიული ცოდნის მიღებას კომპიუტერული მეცნიერებების დარგში. პროგრამის კურსდამთავრებულები იქნებიან კონკურენტუნარიანები საქართველოში და ასევე საზღვარგარეთ კომპიუტერული პროგრამების ინჟინერიის, სისტემის ადმინისტრირებისა და მონაცემთა მეცნიერებების დარგში.
ამასთან ერთად, პროგრამა ორეინტირებულია ისეთი უნარების განვითარებაზე, რომლის გადაცემაც შესაძლებელია ზეპირი და წერითი კომუნიკაციისას ერთ არამშობლიურ ენაზე მაინც, რაც განავითარებს სტუდენტების მრავალკულტურულ ცოდნას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კურსდამთავრებულები გამოიყენებენ ამ უნარებს იმისთვის, რომ ჰქონდეთ კარიერული წინსვლა როგორც მრეწველობაში, ასევე სახელმწიფო სექტორსა თუ აკადემიურ სფეროში.
პროგრამის საგანმანათლებლო მიზნებია:
მიზანი 1:
- კურსდამთავრებულს აქვს შესაბამისი ცოდნა და უნარები კომპიუტერული მეცნიერების დარგში, იმისთვის, რომ შეძლოს მაღალ პროფესიულ დონეზე საქმიანობა და ამით წვლილი შეიტანოს როგორც პროფესიული, ასევე ფართო საზოგადოების განვითარებაში;
მიზანი 2:
- კურსდამთავრებულს აქვს ავტონომიურად მუშაობის უნარი, შეუძლია ჯგუფში ეფექტურად მუშაობა, როგორც ლიდერსა და ჯგუფის წევრს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „კომპიუტერული მეცნიერების (ძირითადი სპეციალობა)“ პროგრამა ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტებზე:
- აკრედიტაციის საერთაშორისო მოთხოვნები (ABET);
- ABET აკრედიტებული საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამა: (სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა).
კომპიუტერული მეცნიერების პროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი სწავლის შედეგების მიღწევა:
- აანალიზებს კომპიუტინგის რთულ ამოცანებს და იყენებს კომპიუტინგის და სხვა დაკავშირებული დისციპლინების პრინციპებს გადაწყვეტის გზების განსასაზღვრად.
- პროგრამის დისციპლინის კონტექსტში, შექმნან, დანერგონ და შეაფასონ კომპიუტინგზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომელიც პასუხობს გამოთვლის განსაზღვრულ მოთხოვნებს;
- მოახდინონ ეფექტური კომუნიკაცია სხვადასხვა პროფესიულ კონტექსტში;
- გააცნობიერონ პროფესიული პასუხისმგებლობა და მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, სამართლებრივ და ეთიკურ პრინციპებზე დაყრდნობით;
- იმოქმედონ ეფექტურად როგორც ჯგუფის ლიდერებმა ან ჯგუფის წევრებმა პროგრამით გათვალისწინებული დისციპლინების შესაბამის აქტივობებში.
- იყენებს კომპიუტერული მეცნიერების თეორიას და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების საფუძვლებს კომპიუტერზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებისთვის.
- ლექციები და სემინარები;
- წერილობითი და ზეპირი მეთოდი;
- ანალიზისა და სინთეზის მეთოდი;
- პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება;
- ჯგუფური მუშაობა;
- ლაბორატორიული მუშაობა;
- პრაქტიკული სამუშაო;
- შებრუნებული საკლასო ოთახი;
- რეფლექსია;
- პროექტზე მუშაობა ინდივიდუალურად და ჯგუფებში.
შენიშვნა: კონკრეტული სწავლების მეთოდი შეირჩევა პროგრამის თითოეული კომპონენტისთვის და ჩამოთვლილია შესაბამის სილაბუსებში.
კომპიუტერული მეცნიერების კურსდამთავრებულები შეიძლება დასაქმდნენ სხვადასხვა ორგანიზაციაში და გააგრძელონ თავიანთი კარიერა ისეთ სფეროებში, როგორიცაა:
სისტემებისა და კომპიუტერული პროგრამების ინჟინერია
კურსდამთავრებულებს ექნებათ ფუნდამენტური ცოდნა და ტექნიკური უნარები დაბალი პროგრამული ენის ციფრული სისტემების მოწყობილობებსა და ელექტრონულ კომპონენეტებზე. კურსდამთავრებულებს შეეძლებათ პროგრამული მოწყობილობების სრულყოფილი ტესტირება და სისტემის მოთხოვნებიდან გამომდინარე მათი ნორმალური ფუნქციონირების უზრყნველოფა.
პროგრამის კურსდამთავრებულები მიიღებენ სათანადო ცოდნას და უნარებს, რომ შექმნან პროგრამული პლატფორმები და პროგრამები კომპიუტერებისთვის, მობილური მოწყობილობებისთვის და ვებისთვის. კურსდამთავრებულებს შეეძლებათ განავითარონ, შეინარჩუნონ, დატესტონ და წარმოადგინონ პროგრამები გამოთვლაზე დაფუძნებულ სისტემებში ინტეგრირებისა და დანერგვისთვის.
კომპიუტერული სისტემებისა და მონაცემთა ბაზის მენეჯმენტი, ოპერაციები და ადმინისტრირება
მიღებული ცოდნა და ტექნიკური უნარები კურსდამთავრებულს აძლევს შესაძლებლობას, რომ მართოს ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურა, კომპიუტერული სისტემები და მოემსახუროს მცირე, საშუალო და დიდ ორგანიზაციებს. ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი და კომპიუტერული სისტემები გულისხმობს კომპიუტერული სერვისების და სისტემების ფუნცქციონირების მუდმივ კონტროლს, ახალი პროდუქტების სათანადო შეფასებას ბიზნესებისთვის, რომელიც მათ გამოყენებას აპირებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის შესაბამის უსაფრთხოების აუდიტს და ორგანიზაციის საინფორმაციო სისტემების ხარვეზებისა და შესაძლო სირთულეების გამოვლენას. ეს პოზიცია საჭიროებს ეფექტური კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარების ფლობას, რომელიც სტუდენტს განუვითარდება სწავლების პროცესში.
პროგრამის კურსდამთავრებულებს ექნებათ როგორც ფუნდამენტური ცოდნა, ასევე ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარები, რათა გააანალიზონ და შეაფასონ მონაცემებისა და სისტემის საჭიროებები მომხმარებლებისა და ორგანიზაციებისთვის. მონაცემთა ბაზისა და სისტემის ადმინისტრატორები ავითარებენ და ზრდიან შესაბამის ინფრასტრუქტურასა და წყაროებს, რათა შეინახონ და უზრუნველყონ ღირებული ინფორმაციის მიწოდება ოპტიმალური და ეფექტური გზებით.
სისტემის ადმინისტრატორები ვალდებულნი არიან აკონტროლონ სხვადასხვა სისტემებში მექანიზმების სწორი კონფიგურაციები და შეიმუშაონ ცენტრალური მართვის სისტემებისთვის ავთენტიფიკაცია და ავტორიზაცია, ფაილების გაზიარება, ელექტრონული ფოსტა, ვებისა და აპლიკაციების ინტეგრირება. კურსის განმავლობაში შეძენილი უნარები და ცოდნა მომავალ მონაცემთა ბაზისა და სისტემის ადმინისტრატორებსა და ოპერატორებს დაეხმარება შეასწორონ ხარვეზები მონაცემთა ბაზაში და განაახლონ სისტემები ჰორიზონტალური და ვერტიკალური შკალირების მოთხოვნების შესაბამისად.
მონაცემთა ინჟინერია და მონაცემთა მეცნიერება
დღესდღეობით, მონაცემებს აქვს არსებითი მნიშვნელობა ბიზნესის, მეცნიერების, ჯანდაცვის, ტრანსპორტირების, ლოგისტიკისა და სხვა სფეროებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრასა და სამომავლო დაგეგმვასთან. მონაცემთა დამუშავება და ანალიზი, ინფორმაციის მოძიება და მისგან ახალი ცოდნის შექმნა ის არის არსებითი უნარები, რომელიც საჭიროა მრეწველობის, მეცნიერების ან მედიცინისთვის.
ამ პროგრამის კურსდამთავრებულები მიიღებენ აუცილებელ და საკმარის ცოდნას როგორც მათემატიკის, ალბათობის თეორიისა და სტატისტიკის მიმართულებით, ასევე კომპიუტერული მეცნიერების სხვადასხვა დარგში, რათა გახდნენ წარმატებული და კომპეტენტური მონაცემთა მეცნიერები და მონაცემთა ინჟინრები.
ეს პროფესიონალები სხვადასხვა პროცესიებსა და მათ დინამიკას სტატისტიკურად აანალიზებენ და მოდელირებას უკეთებენ, რაც ცალკეული ფაქტების უკეთ გაგების და ახლო თუ შორეული მომავალი მოვლენების პროგნოზირების საშუალებას იძლევა.
ამ პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა გააგრძელოს სამაგისტრო პროგრამაზე.
ყველა სტუდენტი, რომელიც დაიშვება საბაკალავრო პროგრამაზე, ვალდებულია დააგროვოს 242 კრედიტი, რათა მიიღოს კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრის წოდება.
პროგრამის სტრუქტურა ადგილობრივი აკრედიტაციის მიზნებისთვის:
- თავისუფალი კომპონენტი: ზოგადი მოდული– 62 კრედიტი (მათ შორის, 14 კრედიტი არჩევითებიდან);
- ძირითადი სწავლის სფერო – 180 კრედიტი (მათ შორის, 42 კრედიტი არჩევითი საგნებიდან).
პროგრამის სტრუქტურა ABET აკრედიტაციის მიზნებისთვის:
- ზოგადი განათლება – 36 კრედიტი (მათ შორის, 6 კრედიტი არჩევითი საგნებიდან)
- მათემატიკა და საბაზისო მეცნიერებები -60 კრედიტი (მათ შორის, 6 კრედიტი არჩევითი საგნებითიდან);
- ძირითადი სპეციალობა – 144 კრედიტი (მათ შორის, 42 კრედიტი არჩევითი საგნებიდან).
კომპიუტერული მეცნიერების ძირითადი კურსი აერთიანებს კომპიუტერული მეცნიერების კურსებს და დამატებითი არჩევითი კურსებიდან კომპიუტერულ მეცნიერებაში და ზოგად განათლებაში არსებულ ფუნდამენტურ მიმართულებებს. სავალდებულო და არჩევითი კურსების ყველა კომბინაცია უზრუნველყოფს კომპუტინგის დარგში აუცილებელი და საკმარისი ცოდნისა და გამოცდილების მიწოდებას სტუდენტისთვის.
მათ შესაძლებლობა ექნებათ გამოიყენონ უსაფრთხო კომპუტინგის პრინციპები როგორც ინდივიდუალურად, ასევე ორგანიზაციის შიგნით, საზოგადოდ განხორციელებული საქმიანობის ლოკალური და გლობალური შედეგების გათვალისწინებით. ამასთან, კურიკულუმი საშუალებას იძლევა, სტუდენტებმა მიიღონ ცოდნა ბაზისური მეცნიერებებისა და ზოგადი განათლების კურსებიდან, მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირების კურსიდან.
კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა ითვალისწინებს პროექტის (6 კრედიტი) შესრულებას, რომლის დროსაც სტუდენტებს ევალებათ ამოხსნან რეალური გამოთვლითი პრობლემა იმ ცოდნისა და უნარების გამოყენებით, რაც მიიღეს სწავლის პერიოდში. პროექტის გუნდი, როგორც წესი, დაკომპლექტდება 3-დან 6 სტუდენტამდე ფაკულტეტის მენტორისა და სუპერვაიზორის მეთვალყურეობის ქვეშ.
პროექტის მიზანია, წერის, პრეზენტაციისა და ჯგუფური მუშაობის ინტეგრირებით სტუდენტის პრაქტიკული, ტექნიკური და კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესება, რაც ემსახურება სტუდენტების ტრანსფორმაციას პროფესიონალად და მომავალ დასაქმებულებად.
სწავლის საფასური
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურზე 1 წლის სწავლის საფასური 2250 ლარია*.
სწავლაში თქვენ მიერ გადასახდელი თანხის მოცულობა დამოკიდებულია სახელმწიფო გრანტის მოცულობაზე, რომელსაც მიიღებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.
გადახდის გრაფიკი
სტუდენტების ხელშეწყობის მიზნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 წლიდან მოქმედებს სწავლის საფასურის გადახდის სტუდენტზე მორგებული ინდივიდუალური გრაფიკის სისტემა.
სწავლის დაწყებამდე, უნივერსიტეტი სტუდენტთან აფორმებს სასწავლო ხელშეკრულებას, რომელში სტუდენტი თავად ირჩევს სწავლის საფასურის გადახდის გრაფიკის სასურველ ვარიანტს.
სტუდენტს შესაძლებლობა ექნება სწავლის წლიური საფასური გადაიხადოს:
- სრულად, ორ ნაწილად, ოთხ ნაწილად, ექვს ნაწილად, რვა ნაწილად ან ათ ნაწილად.
სწავლის დაფინანსების დამატებითი შესაძლებლობები
სასწავლო პროგრამის სტრუქტურა
სწავლების ენა: ინგლისური
დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრი
მიღების ტიპი: ინდივიდუალური მიღება
სტუდენტმა ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 240 კრედიტი.
მოდულის სახელწოდება | ECTS კრედიტი |
თავისუფალი კომპონენტი: ზოგადი მოდული | 60 კრედიტი |
ძირითადი სწავლის სფერო | 180 კრედიტი |
ჩარიცხვის წელი – 2021-2022
- სტუდენტების რაოდენობა 24
- ქართველი სტუდენტები- 21
- საერთაშორისო სტუდენტები – 3
ჩარიცხვის წელი – 2023-2024
- სტუდენტების რაოდენობა – 55
- ქართველი სტუდენტები – 42
- საერთაშორისო სტუდენტები – 13
ანა ჭრელაშვილი
ტექნოლოგიების სკოლის პროგრამების კოორდინატორი
➳ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, T კორპუსი
☏ (+995 32) 222 00 09 (276)
✉ ana.tchrelashvili@iliauni.edu.ge
ვანდა ფირცხალაძე
ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
➳ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, T კორპუსი
☏ (+995 32) 222 00 09 (131)
✉ vanda.pirtskhaladze@iliauni.edu.ge