ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის საბჭოს 2022 წლის 12 დეკემბრის სხდომის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 15 დეკემბრიდან ცხადდება კონკურსი ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნივერსიტეტის კანცელარიაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელზე უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- განცხადება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის სახელზე;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის განვითარებისა და ადმინისტრირების კონცეფცია;
- ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია ან/და პუბლიკაცია, რომელიც უკეთ წარმოაჩენს კანდიდატს;
- ავტობიოგრაფია.
კანდიდატს მოეთხოვება საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის სპეციფიკის ცოდნა და გამოცდილება ამ კუთხით, ასევე უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია-აკრედიტაციის სტანდარტების ცოდნა, გამოცდილება კვლევის მიმართულებით.
კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2023 წლის 16-დან 23 იანვრის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა), უნივერსიტეტის კანცელარიაში (მის.: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი N3-5).
ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანის არჩევნები გაიმართება 2023 წლის 31 იანვარს.
ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის საბჭო
2022 წელი