თანამედროვე არქიტექტურა და მდგრადი განვითარება – BTE

ტექნოლოგიის სკოლა

სამაგისტრო პროგრამები

თანამედროვე არქიტექტურა და მდგრადი განვითარება

პროგრამა შემუშავდა 2012 წელს და  განახლდა 2022 წელს. პროგრამის განახლება შესაძლებელია ყოველი სასწავლო წლის დაწყებამდე, სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით.

თანამედროვე არქიტექტურისა და მდგრადი განვითარების სამაგისტრო პროგრამა ემსახურება ინოვაციური მიდგომების განვითარებას, ინდივიდუალური ნიჭის თუ შემოქმედებითი უნარის გაფართოებას/გაღრმავებას და თანამდეროვე არქიტექტორულ პრაქტიკაში მდგრადი განვითარების პრინციპების ფართო გამოყენების ხელშეწყობას.

თანამედროვე არქიტექტურისა და მდგრადი განვითარების სამაგისტრო პროგრამა ემსახურება ინოვაციური მიდგომების განვითარებას, ინდივიდუალური ნიჭის თუ შემოქმედებითი უნარის გაფართოებას/გაღრმავებას და თანამდეროვე არქიტექტორულ პრაქტიკაში მდგრადი განვითარების პრინციპების ფართო გამოყენების ხელშეწყობას.

პროგრამის მიზანია, გაზარდოს კონკურენტუნარიანი არქიტექტორების ახალი თაობა, რომელიც:

  • აღჭურვილი იქნება მდგრადი არქიტექტურის თანამედროვე კონცეფციების, თეორიების, მეთოდებისა და უახლესი ტენდენცების/დისკურსის შესახებ სიღრმისეული ცოდნით;
  • შეძლებს კვლევის საფუძველზე არქიტექტურული პროექტის დამოუკიდებლად შესრულებას მდგრადი განვითარების პრინციპების, ტენდენციების, არქიტექტურული სტანდარტების და სხვადასხვა ფაქტორების (მათ შორის კლიმატური, სოციალური, ეკონომიკური, გარემოს დაცვითი, კულტურული) გათვალისწინებით;
  • როგორც სტუდიურ, ასევე რეალურ სამუშაო გარემოში შეძლებს შესაბამისი კონტექსტების კვლევისა და ფაქტორების ანალიზით მიღებული მომიჯნავე სპეციალობების ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნის შემოქმედებით ინტეგრირებას ორიგინალურ პრაქტიკულ არქიტექტურულ გადაწყვეტილებებში;
  • მზად იქნება დამოუკიდებელი არქიტექტურული საქმიანობისთვის პროფესიული ეთიკის მოთხოვნების შესაბამისად.

პროგრამის კურსდამთავრებული/კურსდამთავრებულს:

  • ავლენს სიღრმისეულ ცოდნას დარგში არსებული ძირითადი კონცეფციების, თეორიებისა და თანამედროვე დისკურსის შესახებ და აცნობიერებს მათ კავშირს არქიტექტურულ დიზაინთან და პრაქტიკასთან;
  • შეუძლია დამოუკიდებლად შეასრულოს ორიგინალური არქიტექტურული პროექტი საწყისი სტადიიდან საბოლოო სტადიამდე, რელევანტური მეთოდების გამოყენებით, ჰუმანიტარული, სოციალური, ეკონომიკური, გარემოს დაცვითი, კულტურული კონტექსტების კვლევისა და კრიტიკული ანალიზის საფუძველზე, კონცეპტუალური, ფუნქციურ-ტექნოლოგიური, სივრცული, ტექნიკური, ერგონომიკული და ესთეტიკური ფაქტორების გათვალისწინებით ;
  • არქიტექტორის პროფესიის მნიშვნელობის და საზოგადოებაში არქიტექტორის როლის გააზრებით ახორციელებს არქიტექტურულ საქმიანობას, რომლის დროსაც ითვალისწინებს დამკვეთისა და მომხმარებლის ინტერესებს, იცავს შესაბამის სამართლებრივ რეგულაციებსა და პროფესიულ ეთიკას და აცნობიერებს არქიტექტურულ საქმიანობასა და სამშენებლო ინდუსტრიასთან დაკავშირებულ ბიზნეს პროცესებს;
  • ავლენს სისტემურ ცოდნას არქიტექტურული ნაგებობების გარემოზე ზემოქმედების შემცირების თანამედროვე სტრატეგიებისა და კონცეფციების შესახებ და არჩევს მასალებს არა მხოლოდ მათი ესთეტიკური მახასიათებლების, არამედ გარემოზე მათი პოტენციური ზეგავლენის გათვალისწინებით;
  • პროექტში ერთ ფუნქციონირებად მთლიანობად აერთიანებს კონსტრუქციულ, საკომუნიკაციო, საინჟინრო და უსაფრთხოების სისტემებს;
  • დაინტერესებულ მხარეებთან (აკადემიურ, პროფესიულ და ფართო საზოგადოებასთან) კომუნიკაციისთვის, ეფექტიანად იყენებს ვიზუალურ, წერილობით, ზეპირ მეთოდებსა და მედიის შესაძლებლობებს;

შეუძლია ეფექტურად მუშაობა ავტონომიურად და მულტიდისციპლინურ გუნდში და კრიტიკული რეფლექსია საკუთარი შედეგების შესახებ.

  • ლექცია და სემინარი;
  • პრაქტიკული მუშაობის მეთოდი;
  • სტუდიური სწავლება;
  • დისკუსია/დებატები;
  • შემთხვევის ანალიზი (case study);
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • ჯგუფური მუშაობა;
  • ელექტრონული სწავლების ელემენტები;
  • გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლება (experiential learning);
  • სუპერვიზია;
  • ანალიზი და სინთეზი;
  • პროექტებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი და სხვა.

შენიშვნა: პროგრამის სხვადასხვა კომპონენტში გამოყენებული სწავლების მეთოდები მითითებულია შესაბამის სილაბუსებში.

პროგრამის სტრუქტურა120 კრედიტი:

  • პროგრამის სავალდებულო კურსები – 72 კრედიტი 
  • პროგრამის არჩევითი კურსები – არაუმეტეს 18 კრედიტი
  • სამაგისტრო ნაშრომი – 24 კრედიტი
  • პრაქტიკა – 6 კრედიტი

კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს სახელმწიფო და კერძო არქიტექტურულ ან კონსტრუქტორის სახელოსნოებში, სამშენებლო კომპანიებში, შესაბამისი პროფილის სახელმწიფო სტრუქტურაში.

ანა კვარაცხელია
ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ტექნოლოგიის სკოლა
ქაქუჩა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, თბილისი 0162
T კორპუსი, T207
☏ (+995 32) 222 00 09 (358)
ana.kvaratskhelia@iliauni.edu.ge

გვანცა ლორთქიფანიძე
კოორდინატორი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ტექნოლოგიის სკოლა
ქაქუჩა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5,T კორპუსი
☏ (+995 32) 222 00 09 (138)
gvantsa.lortkipanidze@iliauni.edu.ge

Share on :

თანამედროვე მათემატიკის ძირითადი პარადიგმები და გამოყენებები
პროგრამული ინჟინერია
?>
Loading please wait....