თანამედროვე მათემატიკის ძირითადი პარადიგმები და გამოყენებები
პროგრამა შემუშავდა 2011 წელს და განახლებულია 2020 წელს.
პროგრამა შესაძლოა განახლდეს ყოველი სასწავლო სემესტრის დასაწყისში სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესების მიზნით.
სამაგისტრო პროგრამაზე: „თანამედროვე მათემატიკის ძირითადი პარადიგმები და გამოყენებები” მიღება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის საფუძველზე.
პროგრამაზე დაიშვებიან აპლიკანტები, რომელთაც მოპოვებული აქვთ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მათემატიკაში ან მონათესავე დარგებში.
სამაგისტრო პროგრამის „თანამედროვე მათემატიკის ძირითადი პარადიგმები და გამოყენებები“ მიზანია, მოამზადოს კონკუტენტუნარიანი კურსდამთავრებულები წარმატებული პროფესიული კარიერისთვის ან სწავლის შემდგომი საფეხურისთვის, რომლებსაც ექნებათ ღრმა და სისტემური ცოდნა თანამედროვე მათემატიკის მნიშვნელოვანი, უნივერსალური და ფართოდ გამოყენებადი პარადიგმების, კონცეფციებისა და მეთოდების შესახებ; შეძლებენ მათემატიკის არჩეულ სფეროში კვლევის დამოუკიდებლად განხორციელებას; დაუფლებულნი იქნებიან მათემატიკის გამოყენებით ასპექტებს, რაც გულისხმობს განზოგადებისა და აბსტრაგირების გზით აქტუალური ამოცანების გადაწყვეტისათვის საჭირო მიდგომების გამომუშავებას.
კურსდამთავრებულს აქვს:
- თანამედროვე მათემატიკური მეცნიერების მნიშვნელოვანი, უნივერსალური და ფართოდ გამოყენებადი შედეგების, პარადიგმებისა და მეთოდების ღრმა და სისტემური ცოდნა;
- აქტუალურ ამოცანათა ფართო სპექტრის (მათ შორის, პრაქტიკული ხასიათის ამოცანების) ამოსახსნელად მათემატიკური მეთოდების გამოყენებისა და მათემატიკური მოდელების შექმნის და გამოკვლევის უნარი;
- კვლევის შერჩეულ სფეროში არსებული ცოდნის კრიტიკული ანალიზის საფუძველზე საკვლევი თემატიკის შერჩევის, კვლევის პროცესის დაგეგმვის, თანამედროვე მეთოდების გამოყენებით კვლევის დამოუკიდებლად განხორციელებისა და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბების უნარი;
- აკადემიური და პროფესიული საზოგადოების წინაშე მათემატიკური იდეების, კონტექსტის, საკუთარი არგუმენტებისა და დასკვნების კომუნიკაციის უნარი როგორც ზეპირად, ასევე წერილობით, აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით;
- ავტონომიურად მოქმედების უნარი სწავლებისა და კვლევის პროცესში და ავლენს საკუთარ მეცნიერულ ხედვასა და პროფესიულ დამოკიდებულებას.
- ლექცია და სემინარი;
- ანალიზი და სინთეზი;
- დისკუსია/დებატები;
- პრაქტიკული მუშაობის მეთოდი;
- დემონსტრირების მეთოდი;
- სუპერვიზია.
სასწავლო კომპონენტების სპეციფიკიდან გამომდინარე, პროგრამის განხორციელებისას შესაძლოა გამოიყენებოდეს სწავლების სხვა მეთოდებით, რომლებიც წარმოდგენილია კონკრეტული კურსების სილაბუსებში.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტი ვალდებულია დააგროვოს მინიმუმ 120 კრედიტი, მათ შორის:
- 10 სავალდებულო კურსი – 60 კრედიტი
- 5 არჩევითი კურსი – 30 კრედიტი:
- 3 პროგრამით გათვალისწინებული არჩევითი კურსი – 18 კრედიტი
- 2 საუნივერსიტეტო არჩევითი კურსი – 12 კრედიტი *
- სამაგისტრო ნაშრომი – 30 კრედიტი
*სტუდენტს არჩევითი 12 კრედიტის მოპოვება შეუძლია როგორც საუნივერსიტეტო, ასევე პროგრამის არჩევითი კურსების ბლოკიდან.
შენიშვნა: საჭიროების შემთხვევაში სტუდენტს მიეცემა შესაძლებლობა, კრედიტების გარეშე გაიაროს აღდგენითი კურსი (ე.წ. Remedial Course) საბაკალავრო საფეხურის პროგრამიდან.
- საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებში;
- საჯარო და კერძო სექტორის სხვადასხვა ორგანიზაციაში, კერძოდ სტატისტიკის სამსახურში, საბანკო და სადაზღვევო კომპანიებში, ეკონომიკის მართვისა და დაგეგმვის სამსახურში და სხვ.
პროგრამის კურსდამთავრებულმა სწავლა შეიძლება გააგრძელოს სადოქტორო საფეხურზე.
ანა კვარაცხელია
ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ტექნოლოგიის სკოლა
ქაქუჩა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, თბილისი 0162
T კორპუსი, T207
☏ (+995 32) 222 00 09 (358)
✉ ana.kvaratskhelia@iliauni.edu.ge
გვანცა ლორთქიფანიძე
კოორდინატორი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ტექნოლოგიის სკოლა
ქაქუჩა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5,T კორპუსი
☏ (+995 32) 222 00 09 (138)
✉ gvantsa.lortkipanidze@iliauni.edu.ge