ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლასა და ფაბლაბს შორის აქტიური თანამშრომლობა დაიწყო. მათი ორგანიზებით ფაბლაბ ილიაუნის მენეჯერი, ავთანდილ მღებრიშვილი შეხვდა „დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლება(I-VI კლასები)“ – ის სტუდენტებს, გააცნო მათ ფაბლაბის საქმიანობა და ჩაუტარა მასტერკლასი თემაზე „მეწარმეობის როლი განათლებაში“.

განათლების სკოლა და ფაბლაბი სამომავლოდაც ბევრ საინტერესო ერთობლივ აქტივობას გეგმავს.

2022 წელი