ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 4–9 მაისს გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად საერთაშორისო სეზონურ სკოლასა და კონფერენციაში „ქართული ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები“. კონფერენცია და სეზონური სკოლა განკუთვნილია ბუნებრივი ენის დამუშავების ტექნოლოგიებით დაინტერესებული პირებისთვის.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებსა და მკვლევრებს, რომელთა ინტერესებს წარმოადგენს:
- მანქანური თარგმნა;
- ტექსტიდან მონაცემებისა და ინფორმაციის მოპოვება;
- ტექსტის დამუშავების სტატისტიკური მეთოდები;
- გრამატიკული ფორმალიზმი;
- სემანტიკური პროცესები;
- ლინგვისტური რესურსები და დიალოგური სისტემები;
- საუბრის ამოცნობა და სინთეზი.
ხუთდღიანი სეზონური სკოლა მოიცავს ვორკშოპების სერიას, რომელიც ეძღვნება ბუნებრივი ენის კომპიუტერული დამუშავების ტექნოლოგიების თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს და განკუთვნილია კომპიუტერული მეცნიერებების ლინგვისტიკის მიმართულების სტუდენტებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მომუშავე პროფესიონალებისთვის.
კონფერენცია გაიმართება 9 მაისს.
სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური
კონფერენციასა და საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა უფასოა.
სეზონურ სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი: https://bit.ly/323pRxo
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და წარმოადგინონ მოხსენების აბსტრაქტი: https://bit.ly/3t53C6n
რეგისტრაცია დასრულდება 2021 წლის 24 აპრილს.
შერჩეულ კანდიდატებს შედეგი ეცნობებათ არაუგვიანეს 2021 წლის 27 აპრილისა.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე: nlp@iliauni.edu.ge
მონაწილეები შეირჩევიან გამოცდილებისა და მოტივაციის საფუძველზე.
კონფერენცია და სეზონური სკოლა ტარდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ადმინისტრირებული „გამოყენებითი კვლევებისათვის საგრანტო პროგრამის“ 2019 წლის კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული საგრანტო პროექტის CARYS 19-1287 „ქართული ენის კომპიუტერული დამუშავების API” ფარგლებში.
2021 წელი