სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის საპროექტო განაცხადმა, რომელიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულების სტუდენტებისთვის გასვლითი ტურის ორგანიზებას ვარძიასა და ვანის ქვაბებში რეალურ ობიექტზე გეოდეზიური აზომვების განსახორციელებლად გამოცდილების მისაღებად, სტუდენტური პროექტების საუნივერსიტეტო საბჭოს გადაწყვეტილებით, საუნივერსიტეტო დაფინანსება მოიპოვა.

ტური 27-28 მაისს მოეწყო. სტუდენტებს  შესაძლებლობა ჰქონდათ, ლექციებზე შეძენილი თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოეყენებინათ, აეზომათ რეალური ობიექტები.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს, სტუდენტურ გაერთიანებას თუ კლუბს შეუძლია დაწეროს პროექტი და უნივერსიტეტისგან მოიპოვოს მისი განხორციელებისთვის საჭირო მხარდაჭერა თუ ფინანსური რესურსი.

ყოველ წელს სტუდენტთა მიერ ინიციირებული რამდენიმე ათეული პროექტი იღებს საუნივერსიტეტო მხარდაჭერას.

პროექტის დაწერისა და წარდგენისთვის საჭირო ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://iliauni.edu.ge/ge/studentebistvis/ilias-saxelmwifo-universitetshi-studenturi-proeqtebis-wardgenisa-da-dafinansebis-wesi