ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის შიდა მობილობის შესახებ სტუდენტთა მიერ განცხადებების დაწერის ბოლო ვადაა 2023 წლის 12 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით;
შიდა მობილობის მსურველმა სტუდენტმა განცხადება უნდა გამოგზავნოს სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა ,,არგუსის“საშუალებით;
ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი შიდა მობილობას აცხადებს შემდეგ პროგრამებზე:
1. ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ქვემოთ მოცემულ საბაკალავრო პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველ პირებს, რომლებიც ჩარიცხულნი არიან 2020-2021 სასწავლო წლამდე, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მეოთხე გამოცდად ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ ერთ-ერთი საგანი – მათემატიკა, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია ან ბიოლოგია:
ა) მათემატიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა);
ბ) კომპიუტერული ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა);
გ) კომპიუტერული ინჟინერია (საერთაშორისო);
2. პირველი პუნქტით განსაზღვრულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან ამავე პუნქტში მითითებული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ;
3. პირველი პუნქტი არ ეხება სტუდენტებს, რომელთაც ზოგადი მოდულის ფარგლებში წარმატებით აქვთ გავლილი შესავალი კურსი/კურსები დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების (INTROLF) ან საინჟინრო ბლოკიდან (INTROENG);
4. 2020-2021 და 2021-2022 სასწავლო წლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები, რომლებსაც სურთ შიდა მობილობა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე „კომპიუტერული ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა)“, უნდა აკმაყოფილებდნენ პროგრამით განსაზღვრულ წინაპირობებს, გადალახული ჰქონდეთ შემდეგი მინიმალური კომპეტენციის ზღვრები: ინგლისური ენა – 30%+1 ქულა, მათემატიკა – 30%+1 ქულა და წარმოადგინონ ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მითითებული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ;
5. 2022-2023 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები, რომლებსაც სურთ შიდა მობილობა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე „კომპიუტერული ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა)“, უნდა აკმაყოფილებდნენ პროგრამით განსაზღვრულ წინაპირობებს, გადალახული ჰქონდეთ შემდეგი მინიმალური კომპეტენციის ზღვრები: ინგლისური ენა – 30%+1 ქულა, მათემატიკა ან ფიზიკა – 30%+1 ქულა და წარმოადგინონ ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მითითებული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ;
6. 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრამდე ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებსაც სურთ შიდა მობილობა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე „კომპიუტერული ინჟინერია (საერთაშორისო)“, გარდა პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობისა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ ინგლისური ენა და გადალახული უნდა ჰქონდეთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 75%+1;
7. 2020-2021 და 2021-2022 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მესამე, არჩევით საგნად ჩაბარებული აქვთ მათემატიკა და გადალახული აქვთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მიეცეთ უფლება განახორციელონ შიდა მობილობა ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ნებისმიერ პროგრამაზე;
8. 2020-2021 და 2021-2022 სასწავლო წელს სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მესამე, არჩევით საგნად ჩაბარებული აქვთ ისტორია და გადალახული აქვთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მიეცეთ უფლება განახორციელონ შიდა მობილობა ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ერთიანი მიღების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე: „ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, ტურიზმი) (ძირითადი სპეციალობები)“ და „კულტურის მენეჯმენტი (ძირითადი სპეციალობა)“;
9. 2020-2021 და 2021-2022 სასწავლო წლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ერთიანი მიღების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე: „ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, ტურიზმი) (ძირითადი სპეციალობები)“ და „კულტურის მენეჯმენტი (ძირითადი სპეციალობა)“ ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მესამე, არჩევით, საგნად ჩაბარებული აქვთ მხოლოდ ისტორია, შეეზღუდოთ შიდა მობილობა ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სხვა პროგრამებსა და ინდივიდუალური მიღების მიმართულებაზე – ბიზნესის ადმინისტრირება (საბანკო და საფინანსო საქმე);
10. 2020-2021 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები, რომლებსაც სურთ შიდა მობილობა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე „კომპიუტერული ინჟინერია (საერთაშორისო)“ შიდა მობილობა, უნდა აკმაყოფილებდნენ პროგრამით განსაზღვრულ წინაპირობებს, გადალახული ჰქონდეთ შემდეგი მინიმალური კომპეტენციის ზღვრები: ინგლისური ენა – 75%+1 ქულა, მათემატიკა – 45%+1 ქულა და წარმოადგინონ ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მითითებული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ;
11. 2021-2022 სასწავლო წელს ეროვნული გამოცდების საფუძველზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები, რომლებსაც სურთ შიდა მობილობა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე „კომპიუტერული ინჟინერია (საერთაშორისო)“ , უნდა აკმაყოფილებდნენ პროგრამით განსაზღვრულ წინაპირობებს, გადალახული ჰქონდეთ შემდეგი მინიმალური კომპეტენციის ზღვრები: ინგლისური ენა – 70%+1 ქულა, მათემატიკა – 40%+1 ქულა და წარმოადგინონ ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მითითებული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ;
12. 2022-2023 სასწავლო წელს ეროვნული გამოცდების საფუძველზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები, რომლებსაც სურთ შიდა მობილობა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე „კომპიუტერული ინჟინერია (საერთაშორისო)“, უნდა აკმაყოფილებდნენ პროგრამით განსაზღვრულ წინაპირობებს, გადალახული ჰქონდეთ შემდეგი მინიმალური კომპეტენციის ზღვრები: ინგლისური ენა – 70%+1 ქულა, მათემატიკა ან ფიზიკა – 40%+1 ქულა და წარმოადგინონ ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მითითებული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ;
13. 2020-2021 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები, რომლებსაც სურთ შიდა მობილობა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა) (ინგლისურენოვანი)“, უნდა აკმაყოფილებდნენ პროგრამით განსაზღვრულ წინაპირობებს, გადალახული ჰქონდეთ შემდეგი მინიმალური კომპეტენციის ზღვრები: ინგლისური ენა – 75%+1 ქულა, მათემატიკა – 45%+1 ქულა და წარმოადგინონ ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მითითებული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ;
14. 2021-2022 სასწავლო წელს ეროვნული გამოცდების საფუძველზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები, რომლებსაც სურთ შიდა მობილობა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა) (ინგლისურენოვანი)“, უნდა აკმაყოფილებდნენ პროგრამით განსაზღვრულ წინაპირობებს, გადალახული ჰქონდეთ შემდეგი მინიმალური კომპეტენციის ზღვრები: ინგლისური ენა – 70%+1 ქულა, მათემატიკა – 40%+1 ქულა და წარმოადგინონ ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მითითებული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ;
15. 2022-2023 სასწავლო წელს ეროვნული გამოცდების საფუძველზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები, რომლებსაც სურთ შიდა მობილობა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა) (ინგლისურენოვანი)“, უნდა აკმაყოფილებდნენ პროგრამით განსაზღვრულ წინაპირობებს, გადალახული ჰქონდეთ შემდეგი მინიმალური კომპეტენციის ზღვრები: ინგლისური ენა – 70%+1 ქულა, მათემატიკა ან ფიზიკა – 40%+1 ქულა და წარმოადგინონ ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მითითებული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ;
16. 2021-2022 სასწავლო წელს ეროვნული გამოცდების საფუძველზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები, რომლებსაც სურთ შიდა მობილობა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე „კომპიუტერული მეცნიერება (ძირითადი სპეციალობა) (ინგლისურენოვანი)“, უნდა აკმაყოფილებდნენ პროგრამით განსაზღვრულ წინაპირობებს, გადალახული ჰქონდეთ შემდეგი მინიმალური კომპეტენციის ზღვრები: ინგლისური ენა – 70%+1 ქულა, მათემატიკა – 40%+1 ქულა და წარმოადგინონ ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მითითებული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ;
17. 2022-2023 სასწავლო წელს ეროვნული გამოცდების საფუძველზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები, რომლებსაც სურთ შიდა მობილობა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე „კომპიუტერული მეცნიერება (ძირითადი სპეციალობა) (ინგლისურენოვანი)“, უნდა აკმაყოფილებდნენ პროგრამით განსაზღვრულ წინაპირობებს, გადალახული ჰქონდეთ შემდეგი მინიმალური კომპეტენციის ზღვრები: ინგლისური ენა – 70%+1 ქულა, მათემატიკა ან ფიზიკა – 40%+1 ქულა და წარმოადგინონ ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მითითებული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ;
18. ქვემოთ ჩამოთვლილ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველმა პირებმა, გარდა პროგრამაზე მიღების წინაპირობების დაკმაყოფილებისა, წარმატებით უნდა გაიარონ გასაუბრება დარგობრივ კომისიასთან:
- კომპიუტერული ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა);
- კომპიუტერული ინჟინერია (საერთაშორისო);
- კომპიუტერული მეცნიერება (ძირითადი სპეციალობა) (ინგლისურენოვანი);
- ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა) (ინგლისურენოვანი).
19. ქვემოთ ჩამოთვლილ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ინდივიდუალურად განსაზღვრულია მისაღები ადგილების რაოდენობა და რეიტინგი დგება ერთიანი ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულების საფუძველზე.
- კომპიუტერული ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა) – 10 ადგილი.
- კომპიუტერული ინჟინერია (საერთაშორისო) – 10 ადგილი.
- კომპიუტერული მეცნიერება (ძირითადი სპეციალობა) (ინგლისურენოვანი) – 5 ადგილი.
- ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა) (ინგლისურენოვანი) – 10 ადგილი.
- მათემატიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) – 5 ადგილი.
20. სამაგისტრო საფეხურზე შიდა მობილობისას დაცული უნდა იქნეს ის წინაპირობები, რომლებიც დადგენილია სამაგისტრო პროგრამებზე მიღებისთვის;
21. 2020-2021 წლის სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთო სამაგისტრო გამოცდის საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომელთაც სურთ ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტზე სამაგისტრო პროგრამებზე გადასვლა, შიდა მობილობის უფლება წარმოეშობათ მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, რომელსაც შეესაბამება მათ მიერ ჩაბარებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი;
22. სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე „თანამედროვე მათემატიკის ძირითადი პარადიგმები და გამოყენებები“ განისაზღვროს 2 ვაკანტური ადგილით;
23. ზემოაღნიშნულ სამაგისტრო პროგრამაზე გადასვლის მსურველი პირების რეიტინგი დგება სამაგისტრო პროგრამის წინაპირობების დასაკმაყოფილებად ჩატარებულ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდაში დარგობრივი ცოდნის კომპონენტში მიღებული ჯამური ქულის საფუძველზე;
2023 წელი