ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის შიდა მობილობის შესახებ სტუდენტთა მიერ განცხადებების დაწერის ბოლო ვადაა 2023 წლის 21 ივლისის 18:00 საათის ჩათვლით;
დასკვნებზე ხელმოწერის ბოლო ვადად განისაზღვრა 2023 წლის 5 სექტემბერი;
შიდა მობილობის მსურველმა სტუდენტმა განცხადება უნდა გადმოგზავნოს სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა ,,არგუსი“-ს საშუალებით;
ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი შიდა მობილობას აცხადებს შემდეგ პროგრამებზე:
- ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ქვემოთ მოცემულ საბაკალავრო პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველ პირებს, რომლებიც ჩარიცხულნი არიან 2020-2021 სასწავლო წლამდე, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მეოთხე გამოცდად ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ ერთ-ერთი საგანი – მათემატიკა, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია ან ბიოლოგია:
ა) მათემატიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა);
ბ) კომპიუტერული ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა);
გ) კომპიუტერული ინჟინერია (საერთაშორისო);
- პირველი პუნქტით განსაზღვრულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან ამავე პუნქტში მითითებული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ;
- პირველი პუნქტი არ ეხება სტუდენტებს, რომელთაც ზოგადი მოდულის ფარგლებში წარმატებით აქვთ გავლილი შესავალი კურსი/კურსები დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების (INTROLF) ან საინჟინრო ბლოკიდან (INTROENG);
- 2020-2021 და 2021-2022 სასწავლო წლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები, რომლებსაც სურთ საბაკალავრო საგანამანათლებლო პროგრამაზე: „კომპიუტერული ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა)“ შიდა მობილობა, უნდა აკმაყოფილებდნენ პროგრამით განსაზღვრულ წინაპირობებს, გადალახული ჰქონდეთ შემდეგი მინიმალური კომპეტენციის ზღვრები: ინგლისური ენა – 30%+1 ქულა, მათემატიკა – 30%+1 ქულა და წარმოადგინონ ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მითითებული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ;
- 2022-2023 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები, რომლებსაც სურთ საბაკალავრო საგანამანათლებლო პროგრამაზე: „კომპიუტერული ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა)“ შიდა მობილობა, უნდა აკმაყოფილებდნენ პროგრამით განსაზღვრულ წინაპირობებს, გადალახული ჰქონდეთ შემდეგი მინიმალური კომპეტენციის ზღვრები: ინგლისური ენა – 30%+1 ქულა, მათემატიკა ან ფიზიკა – 30%+1 ქულა და წარმოადგინონ ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მითითებული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ;
- 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრამდე ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომელებსაც სურთ შიდა მობილობა საბაკალავრო საგანმანთლებლო პროგრამაზე: „კომპიუტერული ინჟინერია (საერთაშორისო)“, გარდა პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობისა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ ინგლისური ენა და გადალახული უნდა ჰქონდეთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 75%+1;
- 2020-2021 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები, რომლებსაც სურთ საბაკალავრო საგანამანათლებლო პროგრამაზე: „კომპიუტერული ინჟინერია (საერთაშორისო)“ შიდა მობილობა, უნდა აკმაყოფილებდნენ პროგრამით განსაზღვრულ წინაპირობებს, გადალახული ჰქონდეთ შემდეგი მინიმალური კომპეტენციის ზღვრები: ინგლისური ენა – 75%+1 ქულა, მათემატიკა – 45%+1 ქულა და წარმოადგინონ ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მითითებული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ;
- 2021-2022 სასწავლო წელს ეროვნული გამოცდების საფუძველზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები, რომლებსაც სურთ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე: „კომპიუტერული ინჟინერია (საერთაშორისო)“ შიდა მობილობა, უნდა აკმაყოფილებდნენ პროგრამით განსაზღვრულ წინაპირობებს, გადალახული ჰქონდეთ შემდეგი მინიმალური კომპეტენციის ზღვრები: ინგლისური ენა – 70%+1 ქულა, მათემატიკა – 40%+1 ქულა და წარმოადგინონ ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მითითებული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ;
- 2022-2023 სასწავლო წელს ეროვნული გამოცდების საფუძველზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები, რომლებსაც სურთ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე: „კომპიუტერული ინჟინერია (საერთაშორისო)“ შიდა მობილობა, უნდა აკმაყოფილებდნენ პროგრამით განსაზღვრულ წინაპირობებს, გადალახული ჰქონდეთ შემდეგი მინიმალური კომპეტენციის ზღვრები: ინგლისური ენა – 70%+1 ქულა, მათემატიკა ან ფიზიკა – 40%+1 ქულა და წარმოადგინონ ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მითითებული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ;
- 2020-2021 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები, რომლებსაც სურთ საბაკალავრო საგანამანათლებლო პროგრამაზე: „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა) (ინგლისურენოვანი)“ შიდა მობილობა, უნდა აკმაყოფილებდნენ პროგრამით განსაზღვრულ წინაპირობებს, გადალახული ჰქონდეთ შემდეგი მინიმალური კომპეტენციის ზღვრები: ინგლისური ენა – 75%+1 ქულა, მათემატიკა – 45%+1 ქულა და წარმოადგინონ ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მითითებული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ;
- 2021-2022 სასწავლო წელს ეროვნული გამოცდების საფუძველზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები, რომლებსაც სურთ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე: „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა) (ინგლისურენოვანი)“ შიდა მობილობა, უნდა აკმაყოფილებდნენ პროგრამით განსაზღვრულ წინაპირობებს, გადალახული ჰქონდეთ შემდეგი მინიმალური კომპეტენციის ზღვრები: ინგლისური ენა – 70%+1 ქულა, მათემატიკა – 40%+1 ქულა და წარმოადგინონ ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მითითებული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ;
- 2022-2023 სასწავლო წელს ეროვნული გამოცდების საფუძველზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები, რომლებსაც სურთ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე: „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა) (ინგლისურენოვანი)“ შიდა მობილობა, უნდა აკმაყოფილებდნენ პროგრამით განსაზღვრულ წინაპირობებს, გადალახული ჰქონდეთ შემდეგი მინიმალური კომპეტენციის ზღვრები: ინგლისური ენა – 70%+1 ქულა, მათემატიკა ან ფიზიკა – 40%+1 ქულა და წარმოადგინონ ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მითითებული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ;
- 2020-2021 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანამანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები, რომლებსაც სურთ საბაკალავრო საგანამანათლებლო პროგრამაზე: „სამოქალაქო ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა) (ინგლისურენოვანი)“ შიდა მობილობა, უნდა აკმაყოფილებდნენ პროგრამით განსაზღვრულ წინაპირობებს, გადალახული ჰქონდეთ შემდეგი მინიმალური კომპეტენციის ზღვრები: ინგლისური ენა – 75%+1 ქულა, მათემატიკა – 50%+1 ქულა და წარმოადგინონ ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მითითებული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ;
- 2021-2022 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანამანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები, რომლებსაც სურთ საბაკალავრო საგანამანათლებლო პროგრამაზე: „სამოქალაქო ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა) (ინგლისურენოვანი)“ შიდა მობილობა, უნდა აკმაყოფილებდნენ პროგრამით განსაზღვრულ წინაპირობებს, გადალახული ჰქონდეთ შემდეგი მინიმალური კომპეტენციის ზღვრები: ინგლისური ენა – 70%+1 ქულა, მათემატიკა – 40%+1 ქულა და წარმოადგინონ ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მითითებული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ;
- 2022-2023 სასწავლო წელს ეროვნული გამოცდების საფუძველზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები, რომლებსაც სურთ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე: „სამოქალაქო ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა) (ინგლისურენოვანი)“ შიდა მობილობა, უნდა აკმაყოფილებდნენ პროგრამით განსაზღვრულ წინაპირობებს, გადალახული ჰქონდეთ შემდეგი მინიმალური კომპეტენციის ზღვრები: ინგლისური ენა – 70%+1 ქულა, მათემატიკა ან ფიზიკა – 40%+1 ქულა და წარმოადგინონ ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მითითებული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ;
- ქვემოთ ჩამოთვლილ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველმა პირებმა, გარდა პროგრამაზე მიღების წინაპირობების დაკმაყოფილებისა, წარმატებით უნდა გაიარონ გასაუბრება დარგობრივ კომისიასთან:
-
-
- კომპიუტერული ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა);
- კომპიუტერული ინჟინერია (საერთაშორისო);
- სამოქალაქო ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა) (ინგლისურენოვანი);
- ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა) (ინგლისურენოვანი).
-
- ქვემოთ ჩამოთვლილ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ინდივიდუალურად განსაზღვრულია მისაღები ადგილების რაოდენობა და რეიტინგი დგება ერთიანი ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულების საფუძველზე.
-
-
- კომპიუტერული ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა) – 10 ადგილი.
- კომპიუტერული ინჟინერია (საერთაშორისო) – 10 ადგილი.
- ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა) (ინგლისურენოვანი) – 10 ადგილი.
- მათემატიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) – 5 ადგილი.
-
- სამაგისტრო საფეხურზე შიდა მობილობისას დაცული უნდა იქნას ის წინაპირობები, რაც დადგენილია სამაგისტრო პროგრამებზე მიღებისთვის;
- 2020-2021 წლის სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთო სამაგისტრო გამოცდის საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომელთაც სურთ ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტზე სამაგისტრო პროგრამებზე გადასვლა შიდა მობილობის უფლება წარმოეშობათ მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, რომელსაც შეესაბამება მათ მიერ ჩაბარებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი;
- სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე: “თანამედროვე მათემატიკის ძირითადი პარადიგმები და გამოყენებები” განისაზღვროს 2 ვაკანტური ადგილით;
- სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე: “პროგრამული ინჟინერია” განისაზღვროს 3 ვაკანტური ადგილით;
- ზემოაღნიშნულ სამაგისტრო პროგრამაზე გადასვლის მსურველი პირების რეიტინგი დგება სამაგისტრო პროგრამის წინაპირობების დაკმაყოფილების მიზნით ჩატარებულ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდაში დარგობრივი ცოდნის კომპონენტში მიღებული ჯამური ქულის საფუძველზე.
- 1. ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლების (I-VI კლასები) ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველ პირებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მეოთხე გამოცდად ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ ერთ-ერთი საგანი – მათემატიკა ან ისტორია და უნდა აკმაყოფილებდნენ პროგრამით განსაზღვრულ სხვა წინაპირობებს. კერძოდ, გადალახული უნდა ჰქონდეთ შემდეგი მინიმალური კომპეტენციის ზღვრები: უცხო ენა – 30%, ქართული ენა -35%, ისტორია – 35%, მათემატიკა – 30% და წარმოადგინონ ცნობა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მითითებული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ; 23. 2.ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანამანათლებლო პროგრამაზე„დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლება (I-VI კლასები)“ მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველმა პირებმა, გარდა პროგრამაზე მიღების წინაპირობების დაკმაყოფილებისა, წარმატებით უნდა გაიარონ გასაუბრება დარგობრივ კომისიასთან, რომლის ფარგლებშიც მობილობის მსურველებს შესაძლებლობა მიეცემათ დაასაბუთონ მასწავლებლის პროფესიით დაინტერესების მოტივი. 23.3.ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანამანათლებლო პროგრამაზე„დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლება (I-VI კლასები)“ მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი პირი ისწავლის თვითდაფინანსებით.
- ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლების (I-VI კლასები) ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე შიდა მობილობისათვის განისაზღვროს 1 ვაკანტური ადგილი.
- 2020-2021 და 2021-2022 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მესამე, არჩევით საგნად ჩაბარებული აქვთ მათემატიკა და გადალახული აქვთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მიეცეთ უფლება განახორციელონ შიდა მობილობა ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ნებისმიერ პროგრამაზე;
- 2020-2021 და 2021-2022 სასწავლო წელს სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მესამე, არჩევით საგნად ჩაბარებული აქვთ ისტორია და გადალახული აქვთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მიეცეთ უფლება განახორციელონ შიდა მობილობა ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ერთიანი მიღების საბაკალავრო საგანამანათლებლო პროგრამებზე: „ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, ტურიზმი) (ძირითადი სპეციალობები)“ და „კულტურის მენეჯმენტი (ძირითადი სპეციალობა)“;
- 2020-2021 და 2021-2022 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ერთიანი მიღების საბაკალავრო საგანამანათლებლო პროგრამებზე: „ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, ტურიზმი) (ძირითადი სპეციალობები)“ და „კულტურის მენეჯმენტი (ძირითადი სპეციალობა)“ ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებთაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მესამე, არჩევით საგნად ჩაბარებული აქვთ მხოლოდ ისტორია, შეეზღუდოთ შიდა მობილობა ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სხვა პროგრამებსა და ინდივიდუალური მიღების მიმართულებაზე – ბიზნესის ადმინისტრირება (საბანკო და საფინანსო საქმე);
- ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი) შიდა მობილობისათვის განისაზღვროს 5 ადგილი.
- ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი შიდა მობილობისათვის განისაზღვროს 5 ადგილი.
- ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის შემდეგი პროგრამებისათვის: საბაკალავრო -ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე, ტურიზმი) (ძირითადი სპეციალობები); საბაკალავრო – კულტურის მენეჯმენტი (ძირითადი სპეციალობა); სამაგისტრო – ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე, ტურიზმის მენეჯმენტი); სამაგისტრო – საზოგადოებრივი ურთიერთობები შიდა მობილობის ადგილები განისაზღვროს კვოტის გარეშე.
- ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე: „საზოგადოებრივი ურთიერთობები“ მობილობის მსურველებმა წარმატებით უნდა გაიარონ ზეპირი გამოცდა;
- ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი) სამაგისტრო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველებმა მსურველებმა უნდა წარმოადგინონ რეზიუმე (CV) და წარამტებით უნდა გაიარონ ინგლისური ენის ტესტი (მინიმუმ B2 დონე) და შინადასაუნივერსიტეტო წერილობითი გამოცდა;
- ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე: „ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე, ტურიზმის მენეჯმენტი)“ მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ რეზიუმე (CV) და წარმატებით უნდა გაიარონ ინგლისური ენის ტესტი (მინიმუმ B2 დონე) და შინადასაუნივერსიტეტო წერილობითი გამოცდა;
- ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე: „ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი“ მობილობის მსურველებმა უნდა გაიარონ ინგლისური ენის ტესტი (მინიმუმ B2 დონე) და ზეპირი გამოცდა;
2023 წელი