ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტთა შიდა მობილობას ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების საბაკალავრო პროგრამებზე 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის. შიდა მობილობით გადასვლის მსურველი სტუდენტებისთვის განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 25 თებერვალი 18:00 საათი.
შიდა მობილობის შესახებ განცხადებების განხილვისა და შესაბამისი დასკვნების სტუდენტთათვის გაცნობის და მათი მხრიდან დასკვნებზე ხელმოწერის ბოლო ვადაა 2022 წლის 11 მარტი.
მობილობა ცხადდება ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტზე საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის პროგრამებზე, რომლებიც მოცემულია დანართში.
ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ქვემოთ მოცემულ პროგრამებზე
- მათემატიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა);
- კომპიუტერული ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა);
- კომპიუტერული ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა) (ინგლისურენოვანი).
შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველ სტუდენტს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეოთხე გამოცდად ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ერთ-ერთი საგანი: მათემატიკა, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია ან ბიოლოგია.
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნულ საგანში/საგნებში გამოცდის წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან.
შენიშვნები:
- აღნიშნული მოთხოვნა არ ეხება სტუდენტებს, რომელთაც ზოგადი მოდულის ფარგლებში წარმატებით აქვთ გავლილი შესავალი კურსი/კურსები კოდებით: INTROLF ან INTROENG.
თითოეული მიმართულებისთვის დაწესებული ზღვრებისა და სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ბრძანება.
არგუსზე განცხადების დაწერისა და პროგრამის ცვლილების ინსტრუქცია შიდა მობილობის წესით ფაკულტეტის/სკოლის ცვლილებისათვის ან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საბაკალავრო პროგრამიდან სხვა პროგრამაზე გადასვლისათვის აუცილებელია არგუსზე განცხადების დაწერა.
დეტალური ინსტრუქციის სანახავად იხილეთ თანდართული დოკუმენტი.
საკონტაქტო ინფორმაცია
☏ (+995 32) 2 22 00 09 (180)
✉ bte@iliauni.edu.ge
ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
2022 წელი