2019 წლის 17 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი მართავს მათემატიკურ ოლიმპიადას, რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ უნივერსიტეტის იმ აქტიურ სტუდენტებს, რომლებმაც რეგისტრაციია გაიარეს შესაბამის ვადებში.
ოლიმპიადა გაიმართება:
-
I და III ჯგუფი – 17 ნოემბერი, 18:00 საათი –აუდიტორია T 301
-
II და IVჯგუფი –17 ნოემბერი, 18:00 საათი – აუდიტორია T 302
I ჯგუფი – 0-59 კრედიტი;
II ჯგუფი – 60-119 კრედიტი;
III ჯგუფი – 120-179 კრედიტი;
IV ჯგუფი -–180-ზე მეტი კრედიტი.
საბაკალავრო პროგრამის „მათემატიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ სტუდენტის მიერ მიღებული საბოლოო ქულა გათვალისწინებული იქნება ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტისათვის გამოყოფილი კვოტის ფარგლებში სტიპენდიატთა შერჩევაში.
სტუდენტს გადაეცემა I, II ან III ხარისხის დიპლომი, თუ ოლიმპიადაში მისი საბოლოო შეფასება შესაბამისად 10, 9 ან 8 ქულაა.
სტუდენტმა ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი.
2019