ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა სფეისთან თანამშრომლობით აწყობს სტუდენტურ კონფერენციას თემაზე: „სფეისი – პირველი სრულად ციფრული ბანკი საქართველოში“.

კონფერენციის ძირითადი მიმართულებებია:

  • ბიზნესმოდელის ტრანსფორმაცია;

  • ბიზნესშესაძლებლობების ანალიზი;

  • სტრატეგიული კომუნიკაცია.

პროექტის ეტაპები

I ეტაპი

პირველ ეტაპზე მონაწილეობის მსურველმა უნდა გამოგზავნოს საბანკო ინდუსტრიის სიტუაციის ანალიზი (დოკუმენტის ტიპი: Microsoft Word, მინიმუმ 10 გვერდი დანართების გარეშე, შრიფტი: Sylfaen, ტექსტის შრიფტის ზომა – 12, სათაურებსა და სტრიქონებს შორის დაშორება – 1.5, ტექსტის სტრიქონებს შორის მანძილი – 1.5) ელექტრონულ მისამართზე: bte@iliauni.edu.ge 2020 წლის 20 იანვრამდე.

გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ: „სტუდენტური კონფერენცია: სფეისი – პირველი სრულად ციფრული ბანკი საქართველოში“.

II ეტაპი

მეორე ეტაპზე კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფი განხილვის შედეგად აარჩევს 15 საუკეთესო აპლიკანტს, რომლებსაც ელექტრონულად გადაეგზავნებათ შესაბამისი რეკომენდაციები და მესამე ეტაპის დავალება.

III ეტაპი

მესამე ეტაპზე შერჩეული აპლიკანტები კონფერენციაზე წარადგენენ ნაშრომს და გამართავენ მაქსიმუმ 20-წუთიან პრეზენტაციას (15 წუთი პრეზენტაცია, 5 წუთი – დისკუსია).

კონფერენციის ჩატარების თარიღი

კონფერენციის მესამე ეტაპი გაიმართება 2020 წლის 30 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

კონფერენციაში მონაწილეობა შეფასდება ჯამურად 2 ქულით. შეფასდება ორ ეტაპად: 1 ქულა მიენიჭება კონფერენციის ყველა მონაწილეს (წარმოდგენილი სიტუაციის ანალიზის საფუძველზე), ხოლო დამატებითი 1 ქულა მიენიჭებათ მესამე ეტაპზე გადასულ მომხსენებლებს, რომლებიც წარადგენენ პრეზენტაციას.

2019 წელი