ტექნოლოგიის სკოლის შესახებ – BTE

ტექნოლოგიის სკოლა

ტექნოლოგიის სკოლის შესახებ

ტექნოლოგიის სკოლა მოიცავს რამდენიმე ქართულენოვან და ინგლისურენოვან საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამას კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის, მათემატიკისა და არქიტექტურის მიმართულებით. ტექნოლოგიის სკოლის მიზანია, მოამზადოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები, რომელთაც, დარგის ღრმა ცოდნის გარდა, ექნებათ თანამედროვე ტექნოლოგიური ცოდნა და უნარები, რაც ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე წარმატებით დასაქმების, კარიერული განვითარებისა და სამეცნიერო კვლევების საფუძველს წარმოადგენს.

ტექნოლოგიის სკოლა იყენებს თანამედროვე ლაბორატორიებს. უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის, სტუდენტური დიზაინის, ჰიდრავლიკის, სტრუქტურული და გეოტექნიკური ლაბორატორიები. გარდა ამისა, ტექნოლოგიის სკოლის კურსები იყენებს უნივერსიტეტში არსებული ფაბლაბის, გეიმლაბისა და მონაცემთა ანალიზის ცენტრის რესურსებს როგორც სასწავლო მიზნით, ისე სხვადასხვა სტუდენტური პროექტის შესასრულებლად.   

ტექნოლოგიის სკოლა თანამშრომლობს ბევრ საერთაშორისო უნივერსიტეტთან, ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებთან სტუდენტების სტაჟირებისა და დასაქმების კუთხით. სწავლის დროს სტუდენტს საშუალება ეძლევა, იმუშაოს თანამედროვე ლაბორატორიებში, მონაწილეობა მიიღოს კვლევებში, სტუდენტურ კონკურსებსა და კონფერენციებში, ერთი ან რამდენიმე სემესტრი ისწავლოს საზღვარგარეთ და პრაქტიკა გაიაროს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში.

Share on :

ადმინისტრაცია
გერბი
?>
Loading please wait....