26 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ასოცირებული პროფესორი მურმან მარგველაშვილი ტექნოლოგიის სკოლის გაზაფხულის სემესტრის ყოველკვირეული სემინარის ფარგლებში წაიკითხავს ლექციას: „თბური ტუმბოების გამოყენება გათბობა-გაგრილებაში, მსოფლიო გამოცდილება, სარგებლიანობა და პერსპექტივები საქართველოში“.

მსმენელს შესაძლებლობა ექნება მიიღოს პასუხები კითხვებზე: რა არის და როგორ მუშაობს თბური ტუმბოები? რა სარგებელი შეიძლება მიიღოს მათი გამოყენებით მოქალაქეებმა, ქვეყანამ და ჩვენმა უნივერსიტეტმა? რა უნდა გაკეთდეს ამ სარგებლის მისაღებად?

მომხსენებელი ისაუბრებს ფინანსური ანალიზის მეთოდიკასა და შედეგებზე, რითაც შესაძლებელი გახდება მომხმარებლის გადმოსახედიდან შედარდეს თბური ტუმბოებისა და ექვივანეტური გაზის სისტემების გამოყენება.
გარდა ამისა, შეფასდება თბური ტუმბოების გამოყენების შესაძლო გავლენა ენერგეტიკულ და ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე. ასევე, განხილული იქნება პოლიტიკის შესაძლო ღონისძიებები, რომლებიც თბური ტუმბოების დანერგვით მაქსიმალური სარგებლის მიღების შესაძლებლობას იძლევა.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 26 აპრილი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორია, ქ.ჩოლოყაშვილის გამზ. N3|5

დასწრება თავისუფალია

2024