ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლა ქვემო ქართლის რეგიონში ახორციელებს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საბაზისო განათლების პროგრამას. პროგრამის მიზანია მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ინსტიტუციონალიზაცია დაწყებით საფეხურზე.
განათლების სკოლის მაღალკვალიფიციური აკადემიური და მოწვეული პერსონალი 7 ნოემბრიდან იწყებს პროგრამის ფარგლებში ონლაინტრენინგების ჩატარებას ქვემო ქართლის საჯარო სკოლების დირექტორებისა და დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე მათემატიკის ლიდერი მასწავლებლებისთვის.
2020 წელი