პროგრამის აღწერა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დამოუკიდებლად არსებული დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება შვიდი მიმართულებით: ინგლისური ენა გერმანული ენა რუსული ენა ქართული, როგორც მეორე ენა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება მუსიკა კომპიუტერული ტექნოლოგიები პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია მოამზადოს შესაბამისი საგნის დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებელი, რომელსაც გააჩნია წარმატებული პროფესიული საქმინობისათვის შესაბამისი…
პროგრამის აღწერა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა წარმოადგენს ორი სემესტრის განმავლობაში განხორციელებულ 60 კრედიტის მოცულობის აკადემიურ კურსს, რომლის მიზანია ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემოს მოთხოვნებზე მორგებული, თანამედროვე თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილი სპეციალური მასწავლებლების მომზადება. პროგრამა აერთიანებს სიღრმისეულ თეორიულ სწავლებას, პრაქტიკულ საქმიანობასა და სასკოლო პრაქტიკის გამოცდილებას, ხელს უწყობს პროფესიული კომუნიკაციის, რეფლექსიისა და სწავლების…
ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი 2025-2026 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე. პროგრამა მოიცავს ორ მიმართულებას: „ზოგადი (სასკოლო) განათლების ადმინისტრირება“„ და „უმაღლესი განათლების ადმინისტრირება“. პროგრამის მიზანია მოამზადოს ზოგადი ან უმაღლესი განათლების ადმინისტრირების სფეროში კონკურენტუნარიანი პროფესიონალი, განათლების სფეროში ლიდერი, რომელიც კვლევის შედეგების საფუძველზე უზრუნველყოფს განათლების პროცესების მართვას და საგანმანათლებლო პროცესების ტრანსფორმაციას. მიღების წინაპირობები: საერთო…