ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი AWS აკადემიური პარტნიორი გახდა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი სახელმწიფო უნივერსიტეტია ამიერკავკასიის რეგიონში, რომელიც Amazon Web Services (AWS) აკადემიური პარტნიორი გახდა. ილიაუნის გამოთვლითი ცენტრის პროფესორების მენტორობით, თანამედროვე ტექნოლოგიებით დაინტერესებულ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს საშუალება ეძლევათ შეისწავლონ და მოემზადონ AWS სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის. კურსები წარიმართება AWS-ის ოფიციალური რესურსებისა და სასწავლო მასალების გამოყენებით, გამოცდაზე რეგისტრაცია და ჩაბარებაც განხორციელდება AWS-ის ოფიციალური საგამოცდო პლატფორმის გამოყენებით….