BIG IDEA CHALLENGE 2022
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ ფარგლებში აცხადებს რეგისტრაციას კონკურსზე Big Idea Challenge. კონკურსი ეწყობა ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბრისტოლის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. Big Idea Challenge ვიდეოფიჩის კონკურსია, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტების, კურსდამთავრებულთა და ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერას, ბიზნესიდეების განვითარებასა და განხორციელებას….